ძაან გახარებული ვარ და ვიფიქრე მოვაფრქვევ ამ ჩემს სიხარულს აქაცთქო

მოკლედ, ჩემს მოტოციკლს "სცეპლენიე" უტრაკებდა, ხმაც ჰქონდა უკვე და წაკითხულიდან და აღწერებიდანაც მივხვდი რომ კალათასაც დანძრეული ჰქონდა
ჰოდა, ერთი თვის წინ, გავიგლიჯე ჯიბე და იამაჰას ცენტრში შევუკვეთე მთელი კომპლექტი -
ბუდე, კალათა, ფრიქციონები 9+8, პრუჟინები, პრაკლადკა და ახალი ტროსი (ეგეც გავწყვიტე ამასწინად), კაი ძვირი გამომივიდა, 500$.
ჰოოდა, გუშინწინ მოვიცალე და დავიწყე ეზოში დაშლა, ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ კალათის გაიკას (30მმ) არ მივადექი.
მოკლედ, ვერაფრით მოვუშვი, წავედი მერე ამოღებულ ფრიქციონზე მივადუღებინე არმატურა და იმით გავჭედე რომ არ დატრიალებულიყო.
მაინც ვერ მოვუშვი და ამ ჭიდაობაში სულ დავღრიცე ეს ჯადო მოწყობილობა.
ეს ბუდეც გავაფუჭე (მოვამტვრიე რაღაცეები) ზეთიც ჩამოცლილი მქონდა, მივაფარე ხუფი დავჯექი ბორდიურზე და სასოწარკვეთილმა გავაბოლე

გოიმი ორჯერ იხდისო და მეც ეგრე დამემართა, მეთქი ჩემით შევცვლი (დიდი ფილოსოფია არ ჭირდება).
დავრეკე ისევ იამაჰაში (გოჩა ჰქვია ხელოსანს), მეთქი - მიშველე ეგეთი და ეგეთი ამბავი მაქვს თქო.
დამეჯღანა. არ მცალია, მოიყვანე, დატოვე და გავაკეთებო. მეთქი, მარტო გაიკა მომიხსენი და დანარჩენზე არ შეგაწუხებთქო (სპეციალური ქანჩი აქვს კალათის დამჭერი), და დამნებდა.
მოკლედ, მივაგორე დღეს ევაკუატორით, მომიხსნა და დანარჩენი უკვე მე ვიჩალიჩე (პატარა იაღლიშები იყო კიდევ იქ, ახალი ტროსი სახლში დამრჩა

)
წავედი, გავიქეც-გამოვიქეცი, ავაწყვე, ტროსიც შევცვალე, დავარეგულირე და ჩავასხი ახალი ზეთი Petronas-ის (ძალიან მიქო ერთმა ნაცნობმა ბაიკერმა)
და იმის მერე ყბადაღებული დავდივარ, თურმე მაიბახი მყოლია და ჟიგულით დავდიოდი

ხო, როგორც ზემოთ ვთქვი, კალათას დანძრეული ჰქონდა, გატეხილი აღმოჩნდა.
ზეთის აღწერას შევეცდები - ისედაც ახალი მესხა (Eneos street performance) მარა ეს რომ ჩავასხი, მივხვდი რა სირობაც მესხა.
მანამდე ძრავს საკმაოდ დიდი ხმა ჰქონდა, 3-ში და 6-ში მითუმეტეს. კივილს იწყებდა ხოლმე, ახლა ნიშანწყალიც აღარ აქვს მაგისი
საერთოდ გაჩუმდა, აი საერთოდ

კოლოფის მუშაობა ისეთი გახდა, ვერც კი წარმოვიდგენდი ეგრე რბილად სიჩქარის გადართვა თუ შეიძლებოდა საერთოდ
აჩქარება ისედაც კატასტროფული ჰქონდა, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ სცეპლენიე ბუქსაობდა, იმიტომ რომ საერთოდ გადაირია.
მოკლედ, თავი კაპიტან ამერიკა მგონია

სანამ გავტესტავდი, ძაან ვნერვიულობდი, მაინც ჩემი აწყობილია და ... რავი
მარა გამომივიდა და ფაქტიურად სხვა ბაიკი მყავს, უფრო მაგარი