რომ იცოდეთ დღეს რა ვიყიდე
პატარა პრედისტორიას მოგიყვებით ოღონდ -
მოკლედ, არასოდეს მქონია სოფელი და მთელი ბავშვობა ბოღმა მახრჩობდა - ზაფხულის არდადეგებზე, ზოგი ბებიასთან მიდიოდა სოფელში, ზოგი ნათესავთან და ...
მე ეგეთი რამე არ მქონია ბლიად

მე მივდიოდი სახლში ...
ჰოდა, სამი წლის წინ ძმაკაცმა თავისი ხელით აიშენა სოფელში სახლი (აქვეა, საგარეჯოსთან სოფელი თოხლიაური)
მეც რამოდენიმეჯერ ჩავედი და ისე ცალყბად მითხრა ერთხელ - არ გინდა აქ მიწაო?
თან მაგარ ადგილს ყიდიანო, წავედი სანახავად და იმენნა ჩემი ოცნება დამხვდა!
1600კვ ეზო, 9-10 ძირი უზარმაზარი კაკლით, ალუბლები, ხურმა, ალუჩა, ატამი, შინდი და 4მX6მ-ზე ძველის-ძველი ხის სახლი ეზოში
კახეთია და ეზო ვაზის გარეშე, რათმა უნდა გამორიცხულია

პატარა ხეივანიც არის. კიდევ პატარა, ქვით ნაშენი მარანია 3X3.
ამ ეზოს უკან, კიდევ ერთი მიტოვებული სახლია და მის იქით იწყება ტყე, უზარმაზარი ფოთლოვანი ხეებით, მუხები, ცაცხვები და ეგეთი რამეებით
მოკლედ გადავირიე და ვიყიდე ეს ადგილი
ხოდა შაბათ-კვირას, ყველანაირად ვცდილობ რომ იქ გავატარო ხოლმე
ჩემ ძმაკაცს ქვემოთ ვენახები აქვს და ერთ თავისუფალ მიწაზე რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყეთ, ხოდა რამე ისეთი ტრანსპორტი გვჭირდებოდა, საჯლიგინო
მოგვივიდა იდეა, გვეკიდა ე.წ. "მურავეი" დავიწყეთ ძებნა და აღმოჩნდა რომ უფრო კაი ვარიანტებიც არსებობს
ურალი, დნეპრი, კ700, კ750 და მსგავს ტიპირ მოტოციკლებს აცლიან უკანა ნაწილს უყენებენ რამას, აბავენ მოსკვიჩის ან რამე ეგეთის კარდანს და ადგავენ ზემოდან სატვირთო "ბორტს".
ხოდა დღეს ვიპოვეთ ეგეთი ტიპი

კ-750 ალბათ 40 წლის მაინც იქნება, მარა მუშაობს საათივით

და გადავწყვიტეთ ყიდვა. ტელეფონი მიკვდებოდა და სურათები ვეღარ გადავუღე, მსგავსს გაჩვენებთ და მიხვდებით როგორიც არის
აი ძაან მეცინება რა, ამ სოფელში მე და ჩემი ძმაკაცი ისედაც გიჟები ვგონივართ და ეხლა წინასწარ ხომ ვიცი უკვე მაგ მოტოციკლისგან რასაც ავაწყობ საბოლოოდ და სულ აღარ გამეკარებიან

აი ასეთი რაღაცაა
მიმაგრებული სურათი