zuka108რა ვიცოდი აბა, მეც გარეთ ვიყავი, ახლა შემოვედი.
ნუ ვობლინგობთ, გაანებეთ თავი

შევმატებ თემას 1-2 სიტყვას ვობლინგზე, ჩემი გამოცდილებიდან.
მე მაქვს აკიდებული რამოდენიმეჯერ, პირველად და მეორედ მაგრად შემეშინდა, უბრალოდ თეორია კარგად ვიცოდი მანამდე და ტვინი ჩავრთე ეგრევე.
ეხლა, ძალითაც შემიძლია ავიკიდო და გავასწორო (ვქენი უკვე,

რა ვქნა, დიდი დოზით არის ჩემში ექსპერიმენტატორი)
მოკლედ, მთავარი - თუ აიკიდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩააფრინდეთ საჭეს გიჟივით და არ გაბედოთ დამუხრუჭება. ამ შემთხვევაში, რეზონანსის წერტილი დაიწყებს გადმოსვლას მოტოციკლის სიმძიმის ცენტრისკენ და გეომეტრიული პროგრესიით განვითარდება (ანუ, რხევის ამპლიტუდა გაიზრდება).
ფიზიკური თვალსაზრისით რა ხდება ამ დროს - როცა თვალი ბრუნავს (მითუმეტეს მაღალ სიჩქარეზე), გიროსკოპული ეფექტის კინეტიკური ენერგია არის ძალიან მაღალი, მაგრამ თვითონ მოძრავი ბაიკის კინეტიკა უფრო მაღალია. ამ დროს თუ მბრუნავი თვალი აღმოჩნდება სხვა სიბრტყეში, გიროსკოპული ეფექტი, ძალიან დიდი ძალით ცდილობს რომ დააბრუნოს იგივე სიბრტყეში, რომელშიც უკანა თვალი და ბაიკის სიმძიმის ცენტრია (მთლად ასე არ არის, მაგრამ უფრო რომ არ გავართულო თქვენამდე მოტანა, ასე დავწერ)
ვინაიდან მოძრავი ბაიკის კინეტიკა უფრო მაღალია, საბურავის საწყის სიბრტყეში დაბრუნების შემდეგ, რომელიც გიროსკოპულმა ეფექტმა მოახდინა, ემატება ბაიკის კინეტიკაც და ინერციას გადაჰყავს საფირისპირო სიბრტყეში. მერე საპირისპირო სიბრტყიდან ცდილობს გიროსკოპული ეფექტი, რომ ისევ საწყისში დააბრუნოს და ასე შემდეგ. გაქანავებს ფოთოლივით.
ამიტომ, ამ ამპლიტუდის განვითარება ან მინელება, დამოკიდებულია პილოტზე.
კარგად მოუჭირეთ ფეხები ბაკს, მოადუნეთ ხელები (ვიცი, ძნელია მაგ დროს ამის რეალიზება), და ოდნავ მიახმარეთ გაზი (რამდენით უნდა მიახმარო, თქვენით იგრძნობთ)
მომენტალურად იწყებს რხევა მინელებას.
ძალიან მურტალი იქნება ვობლინგის აკიდება, თუ მოსახვევი გიწევს, აი მანდ არც კი ვიცი რა უნდა ვქნა ...
მოკლედ, სწორზე არც ისეთი ბუაა, მართვადი პროცესია თუ რაიმე სასწაულის გამო, მომენტალურად არ განვითარდა იმ დონეზე რომ საბურავსა და ასფალტს შორის კავშირი დაიკარგა.