აქ ბევრი საინტერესო რამ დაიწერა და სასიამოვნოდ ჩემდა გასაკვირად მოტობლოგიც გაიჩითა ქართული. მშვენიერია!! წარმატებები.
ჩემ მოკრძალებულ აზრსაც დავწერ დამწყებთათვის...
1: უნდა ჩამოყალიბდე, რისთვის გინდა მოტო. როგორც ცნობილია, მოტოსამყარო იყოფა ბევრ კატეგორიად და ქვეკატეგორიად ქალაქში გადასაადგილებლად, შორი რეისებისთვის, მცირე ან არც თუ ისე მცირე ოფროუდისთვის, ტრეკისთვის და ა.შ. (სტრიტი, სპორტი, კრუიზერი, სუპერმოტო, ენდურო, კროსი, ტურერი და მისთანი. ყველას ვერ ჩამოთვლი, ბევრია, ძირითადები გამოვყავი). არასოდეს არ მესმოდა და არც ახლა მესმის იმ ხალხის, ვინც სპორტს ყიდულობს და ქალაქში მოძრაობს... მიზეზი მარტივია. დაბალ ბრუნზე ძრავი მკვდარი, ჯდომა არაკომფორტული, წვა ბევრი (შედარებით).. ანუ, თუ გადაჭერას არ აპირებ და თვალებიდან ნაპერწკლების ყრას, სპორტის აზრს ვერ ვხედავ და სტრიტი უნდა იყიდო. და თუ აპირებ, ქალაქი არ არის მაგის ადგილი.. ცოტა გრძელ გზაზე სტრიტიც მოუხერხებელია, მაგისთვის კრუიზერი არსებობს, ოფროუდზე სუპერმოტო ან ენდურო, სამოგზაუროდ ტურისტები და ა.შ...
2: მოტოს წონა და სიმძიმის ცენტრი... დამწყებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს. ძალიან დიდი ალბათობით მოტო წაგექცევა (არ ვგულისხმობ ავარიას, ელემენტარულად პატარა ბორდიურზე დაბალი სიჩქარით მცირე კუთხით ასვლა-ჩამოსვლისას გადაწვება გვერდზე დაუზიანებლად და საყვარლად) და როგორც მინიმუმ, მისი მარტო წამოყენება უნდა შეგეძლოს...
3: კუბატურა!!! ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ჯერ ინსტრუქციას კითხულობენ და მერე იწყებენ რაღაცის კეთებას, ეს პუნქტი ამოვარდებოდა საერთოდ.... ვინაიდან და რადგანაც მოტოსკოლაში რამდენიმე თვიანი სწორი ვარჯიში (და არა ის მარაზმი, რასაც ასწავლიან გამოცდის ჩასაბარებლად) და მერე გასვლა ქალაქში გზაზე ჩვენთან "რასისულელეა"-დ აღიქმება, უმჯობესია დაბალი კუბატურით დაწყება. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც 125. 500-600იანი სტრიტი აბსოლუტურად მისაღებია ქალაქში დამწყებისთვის. მალეც არ მოგბეზრდება. უბრალოდ
ტვინში ნაოჭების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს ძრავში კუბების რაოდენობას. ის, რომ ნელა ვივლი, არ გადავუჭერ და ა.შ. არის რიჟა ბაზარი... ყველა ეგრე იძახის თუმცა 2-3 კვირა სიარულის მერე გიჩნდება შეგრზნება, რომ თურმე მოტო ძალიან მარტივი ყოფილა და იღვიძებს ქვეცნობიერში მიძინებული ვალენტინო როსი... გინდება გაზის გახსნა და როგორც მინიმუმ ისეთი მოტოთი უნდა იარო თავიდან, რომელიც ამ შეცდომას გატიებს და ვილით არ გაგძვრება ტრაკქვეშ
4: საფრთხის გააზრება!.. ჩვენ პირობებში ტანკით გამოსვლა არის საშიში ქალაქში და მოტო ხო მითუმეტეს... ვინ რომელი მხრიდან რა მანევრს გაგიკეთებს (ნებისმიერი სახის ტრანსპორტით თუ ქვეითად) კაცმა არ იცის და არიდება უნდა შეგვეძლოს... როგორც კი მოტოზე დაჯდები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე შენთვის ის სიჩქარე კი არ არის, რომელიც "ამკრძალავზე" წერია, არამედ, ის სიჩქარეა, რომელზედაც შენ რეაგირებას მოასწრებ გამოცდილებისა თუ გამართლების ხარჯზე.... და ეს სიჩქარე დამწყებისთვის ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის შეზღუდვა, რასაც სახელმწიფო და კანონი გიწესებს... თუ გადააჭარბებ, იქნები კანონის წინაშე
მართალი, მაგრამ მკვდარი!!...
5: ეკიპირება!.. ეს ის პუნქტია, რომელზედაც არ უნდა დაჟოშკო... ხარისხიანი შლემი, მინიმუმ ჩერეპაშკა იდაყვის, ზურგის და ბეჭების დამცავებით, დამცავიანი ხელთათმანები, სამუხლეები, კარგი ხარისხის ჯინსი და მოტოფეხსაცმელი (ბოტები სასურველია, მაგრამ არსებობს ქუსლის და თითების დამცავიანი ჩვეულებრივი ფეხსაცმელიც, რობოტივით რომ არ იარო). ეს ის მიზერული ჩამონათვალია, რომლის გარეშეც არ უნდა გამოხვიდე სახლიდან... გცხელა: ჩართე კონდიციონერი და გაგრილდი სახლში..
6: მინიმუმი თეორიული განათლება!... ის, თუ როგორ უნდა იჯდე სწორად მოტოზე; ის, რომ მოტო ფეხებით უნდა გეჭიროს და არა ხელებით; ის, რომ არსებობს კონტრმოხვევა და ეგ მითი არ არის; ის, რომ მოტოციკლის ძირითადი ტორმუზი არის წინა და არა უკანა; ის, რომ 2 თითი სულ უნდა გედოს სცეპლენიის და ტორმუზის რუჩკაზე; ის რომ, დატორმუზებისას წინა ტორმუზს მაჯის მოხრით უნდა მოუჭირო და არა თითების მოხრით და კიდევ სხვა მილიონი რამ, კარგად უნდა გქოდეს გააზრებული.
7: დაძვრა-გაჩერების ვარჯიში დახურულ სივრცეში!!! სანამ თითების მიკრომოტორიკაში არ გაგიჯდება რეფლექსის დონეზე გაზის და ტორმუზის ყოველი მილიმეტრის აღქმა, ქუჩაში არც კი უნდა იფიქრო გასვლა...
ეს ის მიზერია, რომლის გარეშეც თუ ქუჩაში გახვალ, დიდი შანსია დაიღუპო.... განა გეტკინოს, ან დისკომფორტი შეგექმნა, ან რამე მოიტეხო.... მოტო შეცდომას არ პატიობს... ძალიან დაბალ სიჩქარეზეც წაქცევისასაც კი შეიძლება ან შემხვედრი მანქანის ქვეშ შეგაგდოს ან ბანალურად ბორდიურზე კისერი გადაიმტვრიო ადამიანმა....
მე პირადად 1300იანი კრუიზერით დავიწყე. Honda Fury VT1300CX იყო ჩემი პირველი რაში 5 წლის წინ და უზომოდ ბევრი კარგი მოგონება მაქვს მისგან მიღებული როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოგზაურობისას. წელს მივქარე და სტრიტში გავცვალე

იმ დონეზე ვერ შევეგუე სტრიტს (არადა ახალი კავა 650იანი), ეგეც მალევე გავყიდე...
რაც ზემოგტ დავწერე, იმ მინიმუმის კარგად გააზრებით დღემდე 0 ავარიით და 0 წაქცევით ბედნიერად განვაგრძობ სიარულს და თქვენც იგივეს გისურვებთ!!!
აგია ცხოვრება სიმონ???...