რაღაცნაირად დაძაბეთ რამოდენიმე წევრმა თემა და მე კიდე ამ ასაკში ძალიან სენსიტიური გავხდი და ნუ მანერვიულებთ რა
ნუ გამოეკიდებით ერთმანეთს სიტყვებზე და ნუ გაუბრაზდებით.
თქვენც ხომ იცით, აქ ერთმანეთზე შეურაცხყოფის მიყენებას არავინ იკადრებს.
ნაწერი, ნაწერად დავტოვოთ და ვიმეგობროთ.
ზოგი მკაცრ შენიშვნებს იძლევა, ცოტა უტაქტოდ (
leo_chelo შენი ბრალია რომ გტაგავ

), ზოგი შეუმჩნევლად ატარებს, ზოგი არავის უსმენს, ზოგიც ასე და ზოგიც ისე.
ხოდა, ერთი პატარა კურკლი ქვეყნის შვილები ვართ, ძალიან დიდი გულით და სულით. ამიტომ, მოდი ერთმანეთისთვის სიყვარულის და ძმობის მეტს ნურაფერს გავიმეტებთ

ამ პათოსს, ალბათ ყველა გამიგებთ ...
ახლა, ზემოთ ხსენებულ დიდ გულს და სულს რაც შეეხება
ხო, ეგეთები ვართ ეს ქართველები და თანაც მაგარი სისხლადუღებულები.
ზუსტად ამიტომ მართებს კეთილგონიერების გამოჩენა, მითუმეტეს ქართველ ბაიკერს
რაღაცნაირი, მაქსიმალისტი ტიპები ვართ ქართველები და ბევრ რამეში მოგვიგრიხა მაგ თვისებამ კისერი, ისევე როგორც ბევრ რამეში მიგვაღწევინა წარმატებას.
ზემოთ აღნიშნეს, 1000 კუბიანითაც შეიძლება დაწყება თუ ადეკვატური ადამიანი ხარ და კარგად გექნება გაცნობიერებული შენი გადაწყვეტილება და ქმედება.
მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ისიც უდავოა, რომ რისკიც პირდაპირპროპორციულად არის გაზრდილი ამ შემთხვევაში.
შესაბამისად, ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი (ბაიკერი), დამწყებისთვის რჩევისას, ყოველთვის ხაზს გაუსვამს დაბალ კუბატურიან ძრავს,
რომელიც (მეზიზღება უკვე ეს ფრაზა) უამრავ შეცდომას გაპატიებს ან/და არ დაგაშვებინებს.
მგონი სულ ეს არის ამ ყველაფრის მორალი.
ეხლა ორიოდე სიტყვით ჩემზე (რომელიც სულაც არ ვარ სამაგალითო) - ჩემი პირველი (პირადი) ბაიკი არის 847 კუბიანი Yamaha FZ-09
უმეტესობამ კარგად იცის რისი მაქნისიც არის და ამიტომ, სადღაც წინა გვერდებზე დიდი პოსტი მივუძღვენი ჩემს ამ გადაწყვეტილებას
ორ ბორბლიან ტექნიკასთან და მათ ფიზიკასთან ბავშვობიდან, ძალიან მჭიდრო კავში რო მაქვს.
ვარ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ველო სპორტში და საქართველოს სამ გზის ჩემპიონი სხვადასხვა დისციპლინაში.
მიტარებია ბევრი სხვადასხვა ჯიშის, წარმოშობის და სიმძლავრის ბაიკებიც, მაგრამ საკუთარი არ მყოლია.
დღეს მყავს ორი ორბორბლიანი ტრანსპორტი, Honda navi და Yamaha FZ-09, რომლებიც ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან
მაგრამ ორივესგან ვიღებს იმ სიამოვნებას, რომელიც წინასწარ განსაზღვრული დანიშნულებით ყიდვის სისწორემ განაპირობა.
ასე რომ, არჩევანი გააკეთეთ დანიშნულებისათვის და თუნდ 50 კუბიანი სკუტერი იყოს, ნამდვილად არ გაგაწბილებთ.
2 ჭიქა კონიაკი მაგრა ხსნის წერის მუღამს