minimal23gbDon Tera-მ რა მანერაც აღწერა, ეგ დამუხრუჭების სულ სხვა მექანიკაა და მაგ მანერამდე მისასვლელად, კაი დიდი გამოცდილებაა საჭირო
პროფესორობა რომ არ გამომივიდეს, ჩემი პირველი სეზონია და საკუთარ გამოცდილებას დავწერ
ჩემს შემთხვევაში, დროდადრო საკმაოდ აგრესიული მანერა მაქვს მართვის და არაერთხელ მიწევს ექსტრემალური დამუხრუჭებაც
პირველი რაც, მექანიკურ მანერაში გადავზარდე ის არის, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, ვცდილობ ბაიკი მაქსიმალურად მართობულად დავაყენო, უკანა და წინა საბურავი ერთ ციბრტყეში მოვაქციო და ისე დავამუხრუჭო
ამისი მკაცრი მცდელობა მაქვს ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა ექსტრემალური დამუხრუება მიწევს.
შეიძლება კითხვა გაჩნდეს - თუ ექსტრემალურად გიწევს, მაშინ მაგდენ ღლეობას როგორღა ახერხებო?
მცდელობა მაქვს ხოლმე მაქსიმალური.
თვითონ მიმდევრობას რაც შეეხება, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში .... რა ვიცი, დიდად არ ვაკლავ იმას თავს რომ უკანა მუხრუჭზე პირველი დაჭერა მაინცდამაინც ისეთი მქონდეს რომ წინ ვილკა დამიტვირთოს
ყოველდღიურობაში, იშვიათად მიწევს ხოლმე ეგეთი სიტუაცია, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ეგრე უნდა ქნა.
რა ხდება ეგრე თუ არ იზავ - ვილკას აქვს გარკვეული თავისუფალი სვლა, საშუალოდ 3-4 სანტიმეტრი.
როცა წინა მუხრუჭს უჭერ, მთელი შენი და შენი ბაიკის კინეტიკური ენერგია (რაც მეტია მასა, კინ. ენერგიაც მეტია, პროპორციებით არ დაგიღლით ტვინს) იწყებს ზემოქმედებას ვილკაზე და სანამ არ გაივლის იმ თავისუფალი სვლის 3-4 სანტიმეტრს
მანამდე დამუხრუჭების ეფექტი არ აღიძვრება (ეს სწორად მინდა გაიგოთ, საბურავის ბრუნი კი იწყებს კლებას, მარა თქვენი და ბაიკის მასის მიმართულებაზე ჯერ არ ისახება მთლად). ამ თავისუფალი სვლის გავლის შემდეგ, ხდება ჩაყვინთვასავით ეფექტი და ესე ეფექტი რადიკალურად ცვლის მთელ ფიზიკას, კერძოდ -
წინა საბურავისა და ასფალტს შორის შეხების ფართობები არის მცირე და დაუძაბავი (ხახუნისთვის არაა მზად), ამიტომ ამ ჩარტყმის დროს, ამ დიდმა მასამ შეიძლება მოჭიდება დააკარგვინოს საბურავს და დაიწყოს გაცურება.
პირდაპირპროპორციულია მუხრუჭზე ხელის მოჭერის სიმძლავრისა.
თუ ამ დროს წინა და უკანა საბურავები ერთ სიბრტყეში არ ბრუნავს, ეგ კიდევ უარესი, შენი და ბაიკის მასას უწევს უფრო მეტი ზინაღობის დაძლევა და ამ დროს დაბლოკილი საბურავზე მომენტალურად ქრება გიროსკოპული ეფექტი, ამ ეფექტის არარსებობა, მყისიერად აქცევს მოტოციკლს (ამის ახსნითაც არ დაგღლით).
ხოდა, ძალიან რომ არ აგიდუღოთ თვინი ფიზიკით, ყველა რეკომენდაცია მიუთითებს იქით, დამუხრუჭებას ვიწყებთ უკანათი, ამ დროს ვტვირთავთ წინ ვილკას, იზრდება მოჭიდების ზედაფირიც და ვილკის თავისუფალ სვლას გავდივართ უმტკივნეულოდ და ვიწყებთ წინა მუხრუჭის ხმარებას.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ერთ გაელვებაში ხდება, მაგრამ ასაღწერად ბევრი ასოები ჭირდება

უსაფრთხო გადაადგილებას გისურვებთ ყველას