სანამ მექანიკურ შეგრძნებებში გადაგივა სიჩქარეების გადართვა,
ტექ. პასპორტს ჩახედე, მანდ ეწერება ბრუნების შეფარდება სიჩქარესთან.
არასწორი მობყრობით, შეიძლება კოლოფი მოკლა (მითუმეტეს ქვემოთ ჩამოტანებით)
იქნება იუთუბზე ვიდეო ინსტრუქციები და უყურე.
სიჩქარის მაღლა გადართვისას - თიშავ სცეპლენიას და აგდებ გაზს (ამას აკეთებ პარალელურად), გაზის დაცემის მომენტში რთავ სიჩქარეს ზევით.
ამ ყველაფრის, მექანიკური პრინციპი რომ იგრძნო (მეტნაკლებად), გადართვამდე საფეხურზე მიჭერილი (ამოჭერილი

) გქონდეს ტერფი და ნახავ, გაზის დაგდების პროცესში, თვითონ როგორ ახტება ზედა გადაცემაში. ხო, ეს ყველაფერი ხდება მყისიერად. გაზის დაგდებისას თუ ვერ მოასწარი გადართვა, ფრიქციონები კი რჩება გახსნილი (სცეპლენიაზე გაქვს მოჭერილი), მაგრამ ბრუნები რომ გაუთანაბრდება ძრავისას, დგაფუნით მოუწევს გადართვა და ეგ კარგი არ არის (დაწვრილებითი ახსნით არ დაგღლი).
სიჩქარის დაბლა გადართვისას - თიშავ სცეპლენიას, და უმატებ გაზს, მინიმუმ იმ ბრუნამდე რამდენიც სცეპლენიის გათიშვამდე გეჭირა ან 300-400-500 ბრუნით მეტზე, ჩამოგაქვს გადაცემა დაბლა და უშვებ სცეპლენიას, გაზით მანიპულირებას აგრძელებ ჩვეულებრივ...
ეს ყველაფერი რაც დავწერე, ხდება მყისიერად, თუ ამაზე ფიქრს დაიწყებ, ისევ დგაფა-დგუფით გადართავ ხოლმე
მოკლედ, მიეჩვევი ნელ-ნელა და თავისით ამუშავდება ხელ-ფეხი.
რაც შეიძლება მალე გაითავისე გადართვები, რომ გზას მეტი ყურადღება დაუთმო და სხვა რამეებზე აღარ ფიქრობდე.
აბა შენ იცი