გამარჯობა ბატონებო

ვეღარ გიპასუხეთ გამოხმაურებებზე (სამსახური ...)
ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის
ხო, სამწუხაროდ აი ასეთ უსამართლობაში გავეხვიე
რა მოხდას რაც შეეხება - მოკლედ რომ გადაუჭირა საჭის ბოლტი გოჩამ, შემოაჯდა და ერთი წრე მოარტყა ეზოში, უკან რომ მობრუნდა ბოქსთან, ვიღაცას რაღაცას ეუბნებოდა, (ვიდეოში ხმა არ ისმის)
თითქოს რაღაც არ მოეწონა და წავიდა მეორე წრეზე, უკან რომ ბრუნდებოდა, ასე 10 მეტრი იქნებოდა დარჩენილი გასაჩერებელ წერტილამდე, უცბად გასვეჩკა ბაიკმა
ამ მანძილში მაინც მოახერხა (ნებსით თუ უნებლიედ) და კი დააგდებინა ცხვირი, მაგრამ დიდი სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი და თან ცხვირი რომ დადო, უკვე 1-2 მეტრში კვადროციკი იდგა და მიასკდა იმის საბურავს
ბაიკი ადგილზე დარჩა და გოჩა გაისროლა წინ, რაღაც რკინის კონსტრუქცია (მგონი თაროები) დგას და მიახეთქა იმას.
მოკლედ, არავინ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა
ბოლო-ბოლო, გოჩამაც რომ შეძლო ლაპარაკი, მომიყვა მერე
მეორე წრიდან რომ ვბრუნდებოდიო, რატომღაც მარცხენა ხელი გავუშვი საჭესო (ნუ არაფერი ისეთი რა, ჩვეულებრივი ამბავია)
ხო და, უცებ რაღაცაზე წავბორძიკდი და ტანი გამაქნევინა უკანო და გაზიც მოვქაჩე ავტომატურადო, დანარჩენს უკვე თქვენც ხვდებით, შედეგი რაც იქნებოდა
მერე ლაპარაკში მიყვებოდა რა - 78 წლიდანო, ვაშლიჯვრის კროსზე დავფრინავდიო (ხვდებით ხომ რამხელა გამოცდილება აქვს?),
რა აღარ მინახავს და არ არ მიქნია მარა, იაღლიში არ მომსვლიაო და აი ამ "პატარა" შეცდომამ, ასეთ დღეში ჩამაგდოო ...
მოკლედ აი ეგრეა რა ბიჭებო,
ასეთმა, თითქოს და ცალი ხელის უწყინარმა ხელის გაშვებამ, ცარიელ ადგილზეც კი ასეთი მძიმე შედეგი მოიტანა და კაცი იმენნა სიკვდილს არის გამოგლეჯილი ხელებიდან
ჩემთვის ეგ ყველაფერი შეუფასებელი მაგალითია და ძალიან მინდა რომ თქვენთვისაც იგივე იყოს
1 წამით ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ყველაზე დედა#####ული ტრანსპორტით დავდივართ და რამდენადაც გემრიელი განცდების მომტანია,
იმდენადვეა საშიშიც.
მშვიდობიანად გევლოთ ყველას

პ.ს. გოჩა კარგადაა, წეღანაც ველაპარაკე (ნუ კარგად როგორ, წევს ჯერ კიდევ)
ჩემი ბაიკის ნაწილები გამოწერილია და უხეშად ერთი თვე უნდა ჩამოსვლას
ავაწყობთ და გზებზე შევხვდებით
* * *
სნუპ დოგივახ შენ გენაცვალე
გილოცავ და დინჯად იარე იცოდე
giooooo887799გასვეჩკვა - წინა თვალს რომ წევს (მეზიზღება ეგ ტერმინი)
გაზთან დაკავშირებით, ზემოთ დავწრე, რაც მოუვიდა