ცბ500 რატომ არა? პასადკა ერთნაირი აქვთ და რა განსხვავებაა რეალურად მაგასა და სტრიტს შორის?
სტრიტი მყავს და საკმაოდ ხშირად მიწევს გრუნტიან გზაზე სიარული, რამე პრობლემას შეიძლება ველოდო?
საბურავი სად შეიძლება გავაკეთებინო? გახვრეტილია მგონი სადღაც, 2 ჯერ დავამატე უკვე ჰაერი რამდენ ვულკანიზაციაშიც მივედი უარი მითხრეს. რაღაცა ###ობა მოტოკლუბი ვნახე დღეს ნახალოვკაში, რომელ ვულკანიზაციაში აკეთებენ მეთქი მოტოს საბურავებს ხომ არ იცით მეთქი და მერავიცი უნდა გაიკითხოვო.
დღეს ზაჰესში, ჯვრის ასასვლელამდე დაახლოებით 1-2 კილომეტრით უკან ვდგავარ მოტოთი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი. გამიჩერა ცრვ-მ რამდენიმე მეტრით წინ და გადმოყო თავი ქალმა და რაღაცას მეუბნება, არ მესმის, 1 წუთი დამელოდე მეთქი ვუთხარი ტელეფონში და იმ ქალს მივაყურადე

ცოტა წინ მოდი რაღაც უნდა გკითხოვო

დავქოქე და მივგორდი. მცხეთაში როგორ უნდა წავიდეთო - საჭესთანაც 50+ ქალი იჯდა და მე მის გვერდით მჯდომი ბებო მელაპარაკებოდა. ავუხსენი გზა რამდენჯერმე და ვერ გავაგებინე. მეც იქით მოვდივარ მეთქი და გადასახვევს გაჩვენებთქო ვუთხარი, (დუშეთისკენ მივდიოდი სოფელში) ტელეფონზე საუბარს მოვრჩი და წავედი. ნელა ვიარე მაგრამ მაინც მომიწია მათი ლოდინი, მოვიდა და გამიჩერა ერთი 10 მეტრით უკან და მელოდება რომ მივიდე. მივედი და ვასწავლი გზას . ჯვრის ასასვლელს რომ გაცდები ზაჰესიდან, მერე ერთი გზა მარჯვენა, დასავლეთისკენ ხომ მიდის და მეორე, მარცხნივ თბილისისკენ და მცხეთაში შესასვლელიც იქვეა. ვდგევართ მაგ გზასთან და ვეუბნები რომ აქეთ უნდა წახვიდე მეთქი და ა.შ. საჭესტან მჯდომმა შენ რატო არ მიდიხარ მაგ გზითო :დ ნუ საბოლოოდ ვითომ გაიგეს რაღაცა. დაძრა მანქანა და დააწვა ეგრევე პროწივზე

უზარმაზარი ისრები ხატია მაგ გზაზე რომ გაარჩიოს დებილმაც კი რომ ორმხრივია. იმედია ცოცხლები გადარჩნენ.
This post has been edited by Hawley on 1 Apr 2017, 21:26