მე მყავს. 3 ცალი ვართ სულ საქართველოში ფიურის მფლობელები
1300 კუბიანი, წყლის გაგრილებიანი 2 ცილინდრიანი მამალი იაპონური კრუიზერია.
იდეალური ერგონომეტრიით, ჯდომით, დაბალი სიმძიმის ცენტრით და გამორჩეული ვიზუალით.... ნაკლი არ აქვს მოტოს. ნუ, ვიღაცამ შეიძლება წყლის გაგრილება ჩათვალოს ნაკლად, თუმცა იმდენად პატარა რადიატორი და იმხელა ძრავის ფრთები აქვს, მთლად რო მოხსნა ვენტილატორი, ჰაერითაც გაგრილდება, მთავარია ანტიფრიზი ესხას სისტემაში ბლოკის კედლებს შორის სიცარიელე რომ არ იყოს და გარე მხარე გრილი, შიდა გადახურებული არ გამოვიდეს.
პირველი მოტოა ჩემი, ამაზე ვისწავლე ტარება, 3 წელია დავდივარ... შარშან საბერძნეთშიც ვიყავი

ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ.... ყველა შეცდომა მაპატია მოტომ, რაც კი დამიშვია ამ 3 წლის მანძილზე და არასდროს არც წამქცევია, არც გადამწვენია გვერდზე...
ვიყიდე შინდისფერი და პროექტი გავაკეთე ამ მოტოსი... ახლა რაც ჩანს ფოტოზე, მთლიანად აქ გაკეთებულია და ძალიან დიდი შრომაა ჩადებული... შინდისფერი იყო. მთლიანად დავშალეთ, რამა პესკასტრუიზე გაიწმინდა და ნაპილენიით შეიღება... ვიზუალი აეროგრაფით ხელითაა ნაკეთები მთლიანად თავისი 3D დეკორებით, ჩრდილებით და ფონებით. რაც მთავარია, მე მომწონს, გაამართლა.... აგე ჩავყრი ფოტკებს


