მოგესალმებით მოტოს და მოგზაურობის მოყვარულ ხალხს.
მოკლედ აქაურებმა კი იცით რომ მყავს სკუტერი aprilia sr 150. მისი ლამაზობის

შესახებაც გვქონია საუბრები, მაგრამ მინდოდა მისთვის სულ სხვა გამოწვევები შემეთავაზებინა.
1 თვის განმავლობაში თუშეთის გზებზე ვუყურებდი ვიდეოებს, ფანტაზიებში ვხაზავდი მოგზაურობის პერიპეტიებს.
თუშეთის გზისთვის სკუტერი ზოგადად შეუსაბამო ტრანსპორტია, თან ასფალტის საბურავებით და არა ოფროუდის, პლიუს ჰაერის გაგრილების სისტემით და არა წყლის.
(ამ ნიუანსებს ძრავიან ტექნიკებში ვგულიხმობ, თორემ განსაკუთრებული ყალიბის პიროვნებები ველოსიპედებითაც ასკდებიან)
ხოდა აი 24 აგვისტოს გავუდექი გზას. შევეცდები უფრო მეტი სურათი შემოგთავაზოთ ვიდრე ბევრი საუბრით დაგღალოთ.
ხო მართლა, რადგან მაინც მოტო მოგზაურობა იყო, სურათებსაც მოტო პრიზმით ვიღებდი, ანუ ხედებში სპეციალურად ვახვედრებდი სკუტერს. რაც ჩემი Humble აზრით არ გამოვიდა ცუდი.
ჩავალაგე ბარგი, ზურგჩანთა 11 კგ + საბარგულში 3 კგ + 13 ლიტრი რეზერვი საწვავი (ეს თელავში შევივსე) ანუ სულ ბარგის წონა დაახლოებით 27- 28 კგ + მე 87 კგ. ჯამში: 115
ესენი საბარგულში, 19 და 13-იანი ქანჩები, აკუმლატორზე დასაერთებელი კომპაქტური ელექტრო ტუმბო (სვანურად ნასოსი) : )) საბურავის შესაკეთებელი რამე-რუმეები და მოტოს საწვიმარი შარვალი და ქურთუკი.

დილით გამოსვლისას ჩემმა მეზობელმა დიად ფირდუსამ გადამიღო, სახელი დიდი სპარსელი პოეტი ფირდოუსის საპატივცემულოდ დაარქვეს

მთაწმინდის კოლორიტი კაცია.

დავიძარი, გომბორის თვისთი როუდებზე ვიარე ზღაპრულად


თელავი

900 წლოვანი ჭადარი


თელავის შემდეგ გადავედი სოფელ ზემო ხოდაშენში, ჩემს მეზობელ გოგილაშვილებს აქვთ სახლი და იქ ცოტას შევისვენებთქო. მოკლედ პაი კახური პატივი მცეს და დავბრუნდი ისევ თელავში ბენზინის რეზერვუერების გასავსებად. ბაკში ეტევა 6.5 ლიტრი, მაგრამ ალბათ 7 ლიტრი მაინც ჩავატიე, ბოოოოლომდე ვასხმევინე სანამ არ გადმოვიდა, იმიტომ რომ სულ იზმენა მქონდა თუშეთში ბენზინის გამოლევის, რადგან მარტო ომალოში არ მინდოდა ასვლა, დართლოს ვუმიზნები. ხოდა აუცილებელი იყო რაც შეიძლება მეტი ამეღო, 10 ლიტრიანი კანისტრაც გავავსე და პლიუს 3 ლიტრიანი წყლის ბალონიც შევავსე. ანუ 7+13 (რეზერვი)
რა სიჩუმე და სიწყნარე იყო ალავერდის შემოგარენში

იმ ღამეს ვაპირებდი კახეთის ბოლო სოფელ ლეჩურის თავში, სადმე კარვის გაშლას და მეორე დილით უთენია გზის გადგომას.
ეს სოფელი რომ ავიარე და დავიწყე საკარვედ მდინარე სტორის მიდამოების თვალიერება, ცაში ერთიორმა გაიელვა რაღაც არასასიამოვნოდ (ჩემი გეგმებისთვის)
გავჩერდი და დავიწყე ფიქრი, თან ამ ფიქრებს ღრუბლების სიმუქეც ამძიმებდა. ვაა, ხომ არ ჯობია გესთჰაუზი ვნახო სადმე აქვე სოფელში და სავარაუდო წვიმას ავცდეთქო.
არადა წვიმა მეკარვე კაცისთვის არ არის დაუძლეველი მომენტი ზოგადად, მაგრამ ის რომ ნაწვიმარი კარავი უნდა აალაგო და უდიდესი აღმართების გზას დაადგე, ეგ არ მხიბლავდა.
ხოდა ვიპოვე გესთჰაუზი "ლუი"

მფლობელს ლუხუმი ერქვა და სახელწოდების შთაგონებაც ეტყობა აქედან. (კარგი კაცი იყო და ცოლიც კარგი ყავდა)
მივაყენე მოტო : )

მეორე სართულზე იყო ჩემი ოთახი, ძველებური სახლი იყო და ხმის იზოლაცია სახურავსა და ჭერს შორის 0 - ხოდა შუაღამისას რომ არაკუნდა ეს შენი "ჟეშტი"
ისეთი წვიმა დაცხო რომ.... მეთქი რა კარგი ვქენი რომ აქ ვათენებ ღამეს და არა კარავშითქო, დაახლოებით 30 - 45 წუთი იწვიმა და შეწყდა, ეს დრო არ ჩამძინებია, რადგან მეორე დილით გასაგრძელებელ თუშურ "პადიომებზე" ფიქრებს ვერ ვანებებდი თავს. ახლა უკვე ასეთი აზრები მომდის თავში - მარშრუტი ხომ არ შევცვალო და თუშეთის ნაცვლად გურჯაანი ან სხვა რომელიმე კახური რაიონი მოვინახულოთქო და 3 - 4 დღეში ისევ მივუბრუნდე თუშეთსთქო. მოკლედ გათენდა, დავხედე ასფალტს, თითქმის სულ მშრალი იყო. გავხედე თუშეთის მხარეს მთებს და იქით ისევ მოქუფრული.
მეთქი რაც არის არის და გავუდექი გზას.
პირველი 1 ან 2 კილომეტრი თითქოს არაუშავდა გზას მაგრამ მერე დაახლოებით 15 კილომეტრი არის ძაააააალიან ცუდი ქვიანი და საშინელი გზა.
აღმართები დაიწყო, მაგრამ სურათებში ისე არ ჩანს იმ აღმართების დახრილობა და "სიმძლავრე"


კლდიდან ჩამოსული წყლები გუბეებს ქმნიან და მიწა ხრეშში ნარევია, კიდევ არაუშავს მოჭიდება ქონდა საბურავებს, მაგრამ სადაც მხოლოდ სველი მიწა იყო, იქ მასრიალებდა მაგრა, ხოდა ერთ სრულიად უწყინარ ადგილას, ფიქრებით წავედი სხვაგან, მოვსირლდი და წავიქეცი. ეკიპის მარცხენა იდაყვზე მოვიდა მთელი დარტყმის სიმძიმე. ტალახში ამოვიგვანგლე, მაგრამ სკუტერს ფეხის დასადებთან 2-3 სანტიმეტრიანი პლასმასი მოტყდა მხოლოდ, დანარჩენი საერთოდ არაფერი.



ნელ-ნელა სიმაღლეებისკენ მივიწევ და ხედები ოო როგორ მშვენიერდება.

აქ ამ სურათში თუ დააკვირდებით, გახეული პარკი ჩანს და გვერდით 3 ლიტრიანი ბალონი დევს მიწაზე,
ე.ი მარშრუტის ამ მონაკვეთზე სადაც თითქოს უკეთესი გზებია პირველ 15-17 კილომეტრთან შედარებით და ზიგზაგისებურია, ამ მოსახვევებში არის მაააგარი აღმართები.
ხოდა ერთ-ერთ ასეთ აღმართზე, გაიხა პარკი და 3 ლიტრიანი საწვავი გადმომივარდა და ქვაზე გასკდა.
ეგერევე გავაჩერე სკუტერი. მივვარდი ბალონს და სადაც გახვრეტილი იყო (ანუ ბოლო) ამოვატრიალე. ალბათ ნახევარ ლიტრზე მეტი არ დაღვრილა, ეგრევე ჩავასხი ბაკში.
მაგრამ ბოლომდე ვერა. )) ანუ ჩემდა გასაოცრად, რომ მეგონა ამ გიჟურ აღმართებზე, ტექნიკა შეხვრიპავდა გაორმაგებულ ბენზინს, ჰმ, თითქმის იგივეს მიწვავდა რასაც ქალაქში : დ
ამას ბოლოს გამოვიანგარიშებ... aprilia სულ უფრო და უფრო მაოცებდა.


მივიწევ ზევით, გამოვლილი გზის მონაკვეთებით ვტკბები


აბანოს (2826 მ.) უღელტეხილიც გამოჩნდა

და იქ ვარ

აქ დიდი ხანი არ შემისვენია (წესით ალბათ მინუმუმ 20 წუთი მაინც ეკუთვნოდა ასეთი ტიპის სკუტერს) მაგრამ რაღაც რობოტულად შევერწყეთ ერთმანეთს მე და აპრილია და რამდენიმე სურათის გადაღებისთანავე მივადექით უხელტეხილის იქითა მხარეს დასაშვებ სივრცეებს. რომელიც იყო ურთულესიიიი ყველანაირი თვალსაზრისით.
ძალიან დამრეცი დაღმართებია, თან გზის ხარისხი არის საშინელი, ხშირად დიდი ქვები გხვდება. შემდეგ დიდი ქვის მასივები, ანუ კლდოვანი მთლიანი ძარღვები. თან დამეწყო მხარის ტკივილი, იდაყვის დარტმისას მხარზეც წავიდა ეტყობა ძლიერი დაძაბვა და ხელს უკან ბოლომდე ვერ ვწევდი. თან ამ დაღმართზე თითქმის დროის 95 % სულ ორივე მუხრუჭზე მეჭირა თითები. და ამან საერთოდ დამძაბა.
სურათებს იმ ადგილებში რა გადამაღებინებდა მაგრამ დაახლოებით მაინც ხვდებით რომ რა დონის დაღმართებზე ვსაუბრობ. განსაკუთრებით მაშინ როცა მარცხენა ხელის ტკივილი არ განებებს თავს.


ცხვრის ფარა მთაზე


ასეთ მდინარუკებს და ტბორებს, 14-იანი ბორბლების წყალობით უპრობლემოდ გადავდიოდი

აქ უკვე ის დაღმართები დასრულებულია და ასეთ ხეობაში გიწევს სიარული, თუმცაღა ქვები არის ბრტყელი დანებივით და ესეც სახიფათოა საბურავებისთვის.

რეინჯერთა ოფისი

56-ე კილომეტრი, აქ ხშირად ჩამოდის მთის მასა, მდინარე ალაზანს კეტავს და ხელოვნური ტბა დგება.
ზოგადად მაგ მონაკვეთებში ქვის ცვენა ხშირია. შარშანწინ რუსი ტურისტების მანქანას დაეცა დიდი ლოდი.
აგერ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

პირველი სოფელი - ხისო

ესეც იქვე

შემდეგ გარკვეული მონაკვეთები არც ისე მცირე, არის ღრმა ტალახიანი გზები, თითქოს შლამიანი ტალახიაო, ერთ სანტიმეტრსაც არ გავდიოდი ისე რომ ბათინკები ტალხში არ მქონოდა ჩაწყობილი, წონასწორობისთვის. ოღონდ აპრილიას საოცრება ის იყო, რომ კი არ რჩებოდა და ბუქსაობდა უშნოდ, არამედ გაზის მოჭერისთანავე ეგრევე ვაჟკაცურად გადადიოდა ნებისმიერ დაბრკოლებას.
ქუმელაურთას გადასახვევი

ამ სოფლის გადასახვევთან



ესეც თვით ქუმელაურთა.......

შემდეგ მოდის ომალოსკენ ასასვლელი ზიგზაგისებური გზები, აქ მიწის ზედაპირზე თითქოს პუდრი მოუბნევიათო, ისეთი ბუღი იცის, თუ შემთხვევით ტურისტული დელიკა ან სხვა ტრანსპორტი ჩაგივლით ცემენტის ქარხანაში გეგონებათ თავი.
მაგრამ მარჯვნივ იშლება ასეთი ხედები.

დაბოლოს უკვე გაშლილი სივრცეები და მინდვრები, იქვე პირველი სასტუმროც, თვალწარმტაცი ხედებით.


აი ეს ადგილი, ააააააჰჰჰჰჰ


ეს უკვე ვიზიტორთა ცენტრი და მისი შემოგარენია, აქაც ულამაზესია ყველაფერი




გავაგრძელე ზემო ომალოსკენ გზა.

ეს კადრი არის ჩემი ფავორიტი, ასე დავარქმევდი ამას, შეაჩერა მხედარმა თავისი ულაყი და გახედა წინ აღმართულ ქაჯეთის ციხეს. : ))))
კესელოს ციხესიმაგრეები



მივადექი სოფელსაც, ტურიზმის ეპიცენტრი, თითქმის ყველა სახლი გესთჰაუზია. ცენტრში ერთი დიდი მოედანია და ირგვლივ სახლები.
ხალხი ირევა, ყველანაირი მასტის და ფერის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოგი ტრეკინგის ჯოხებით და ზურგჩანთით მიტასაობს, ზოგი ცხენით ჯირითობს, ზოგი საზკვების შეკვეთას ელოდება ეზოში და ზოგიც სახლის მეპატრონეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ოთახების ფასების შესახებ. ჰა ჰაა ძააან სხვა გარემოში აღმოვჩნდი და ვკაიფობდი ამ ყველაფერზე )))

ერთი-ორმა გესთჰაუზმა მხოლოდ ხაჭაპურის დაცხობაზე გამოთქვა მზაობა, არადა მე რამე თუშური ხორციანი მინდოდა ამხელა გზის შემდეგ. ალბათ მხოლოდ 1 კაცი რომ ვიყავი და პატარა შეკვეთა იქნებოდა?! არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი. მოკლედ მესამემ ლოკაციამ თანხმობა განმიცხადა, ხინკალს მოგიმზადებთო, ისე გამიხარდა, მეთქი შეკვეთასაც 5 ხინკლით გავზრდი და ხაჭაპურსაც მივუმატებთქო, სტიმული რომ მიმეცა დიასახლისებისთვის

ხოდა შევუკვეთე 15 ხინკალი და 1 ხაჭაპური. მანამდე დრო არ დავკარგე და ავედი კესელოს ციხეებზე.



აქ აივანზე ვიჯექი და ველოდებოდი ხინკალს.

ყველაზე უცნაური ხაჭაპური, რაც მიჭამია ოდესმე. ყველის იყო, ხაჭოსი თუ რისი არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელი კი იყო.
ხინკალზე ვერაფერს ვიტყვი, ჩვეულებრივი... თვითონ მასპინძელი ხალხი ძალიან თბილი.

თუშური აივნები და არქიტექტურა ძალიან მომწონს.



გავაგრძელე დართლოსკენ სვლა. 15 კილომეტრი მქონდა გასავლელი. დაახლოებით 1 საათი მოვანდომე, შეიძლება მეტიც. არ მახსოვს ზუსტად.
ამ სოფლისკენ მიმავალი არეალები ძალიან რომანტიკულია. ალბათ იმიტომ რომ ტყეებს და სიმწვანეს ვხედავდი ირგვლივ. ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე. სვანეთის ხასხასა სიმწვანეებს შეჩვეული.



და აი ისიც, მომნუსხველი დართლო.

და სულ სულ ზემოთ კვავლოს ციხეკოშკი.

სოფლის შესასვლელიდან მარჯვნივ მინდვრებისკენ ჩამოვიწიე კარავის გასაშლელი ადგილის საპოვნელად. ხოდა იქვე მეცხვარეების ბინა და დოლი დამხვდა.
ძაღლები რათქმაუნდა ეგრევე გამომეკიდნენ მოტოციკლისტს, მაგრამ დაუსტვინეს - შეუძახეს და გაჩერდნენ მალევე ))

მათი ბინიდან დაახლოებით 100 მეტრში ზურგჩანთიდან ამოვალაგე ნივთები რომ აქვე დავბანაკებულიყავი. უცბად სწრაფი სვლით მოვარდნენ ცხენები და დაიწყეს ამ ჩემს ბარგში ბურჯგნაობა : ))
ხელით ჯიკაობამ არ გაჭრა, მაგრამ ბარძაყებზე ფრთხილად ნასროლმა პატარა ქვებმა დაშალა და გააქცია ისინი : )

შევუდექი კარვის აწყობას, მაგრამ 1 წუთში წვიმა დაიწყო და გუნება გამიფუჭდა ეგრევე, სწრაფი ტემპით დავიწყე ფათიფუთი, მაგრამ ისევე მალე გადაიღო როგორც დაიწყო.
ასეთი მოვარდნა კიდევ ორჯერ განმეორდა, მაგრამ უკვე თითქმის აწყობილი მქონდა კარავი.



ხოო, დამავიწყდა რომ მეთქვა, მეცხვარეებმა მთხოვეს, ცოტა მოშორებით იქნებ გაჩერდეო, ღამე შენს დვიჟენიებზე ძაღლები დაიწყებენ რეაგირებას და ყეფას და ცხვარს დაგვიფრთხობსო.
ანუ ცოტა უფრო მოშორებით დავბანაკდი. ძალიან კარგი ხალხი გამოდგნენ ესენი. მოვიდა ერთ-ერთი და წამო დართლოში გადავიდეთ პური ვჭამოთო, გეპატიჟებითო.
უბრალოდ თავში იმ წამს რაც მომივიდა რეფლექსურად, ის იყო რომ ამ მშრომელ და პატიოსან ხალხს ლუკმას ვერ გავუყოფდი და ვერ ჩავეწილებოდი. ხოდა უარი ვუთხარი,
მეთქი გაიხარეთ, უდიდესი მადლობა, სულ ახალი ნასადილევი ვარ და ვერაფერს დავიმატებთქო, უბრალოდ აქ მარტოდმყოფობისთვის ამოვედი და კარგად გამიგეთთქო.
არადა, მერე ღამე რომ დავფიქრდი, ცოტა ვინანესავით და შეიძლება უნდა წავსულიყავი. იქნებ და მათ რუტინულ მეცხვარულ ცხოვრებაში უცხო მგზავრთან ურთიერთობას და დალაპარაკებას როგორ გაემრავალფეროვნებინა თუნდაც 1 საათი. ეჰჰ... მერე ვხვდებით ხოლმე რაღაცებს. უბრალოდ მეც ხომ თითქოს კეთილი განზრახვებით ვმოქმედებდი და ამით დავიმშვიდე თავი.
ისე მგლებზე შევეკითხე, თუ იცისთქო. კი როგორ არაო, უბრალოდ შენა დარდი ნუ გექნებაო, კაცზე არ მოდის როცა ცხვარი ეგულებაო : ))) კაი მეთქი...

)
მერე სასეირნოდ და წყლის ასავსებად გადავედი დართლოში, კიი ტურისტულია უკვე, მაგრამ მაინც მაგარი და სხვანაირია.



დართლოს მე-19 საუკუნის ეკლესიის ნარჩენები, შემოფარგლულ ტერიტორიაზე ქალებს ეკრძალებათ შესვლა და მიახლოება.

საბჭეო. ნახევარწრიულად განლაგებულ 12 ქვაზე სხდებოდა 12 უხუცესი მსაჯული, წინ ერთ ქვაზე ბრალდებული და მეორე ქვაზე მოსარჩლე და ირჩეოდა საქმეები.

გადმოვედი ჩემს ლოკაციაზე და ამასობაში დაღამდა, 8 საათზე დრულიად ბნელოდა. მთის აის დაისი სხვა დროებშია.
ცხრის ნახევარზე უკვე მეძინა, 4 საათში გამაღვიძა დისკომფორტმა, სულ ოდნავ შემცივდასავით და ამოვიცვი სათადარიგო შარვალი და შალის ქურთუკი.
შემდეგ 2 საათში წვიმამ დაცხო. დაახლოებით 40-45 წუთი წვიმდა. უკვე ფიქრები მომეჯარა თუშეთიდან გასაღწევი გზების მდგომარეობაზე. არადა სკუტერით ვარ თორემ იწვიმოს რა...
მოკლედ ყოველ 2 საათში მეღვიძებოდა, მაგრამ ყოველი მომდევნო გაღვიძებები მშვიდი და წვიმის გარეშე იყო.
ხო, მართლა. ღამე რომ გავიხადე, იდაყვზე დიდი შემშრალი სისხლიანი ლაქა მქონდა, თან ამობურცული. ვერ ვხდები დამცავში ასე როგორ შეაღწია ქვამ თუ რაზეც დავარტყი. არ ვიცი.
მხრის ტკივილი მეორე დილით თითქმის გამქრალი მქონდა.
რამანწიკაა : )



დილით უთენია, ცხვრების კიკნაბღავილმა და ნაგაზების ყრუ ყეფამ მომიყვანა გონზე. ნელნელა გამოვძვერი ჯერ საძილე ტომრიდან და მერე კარვიდან.
მთებზე გასარეკად გამზადებული თეთრი ფარა.

ჩავედი მდინარეზე, ჩავიტარე დილის წყლის პროცედურები, ნახევარი ჩურჩხელა საუზმედ და ნელნელა შევუდექი სველი კარავის ფერთხვა-გაშრობის (ვითომ) სამუშაოებს.
ავლაგდი და ჩავლაგდი როგორც იქნა. გავხედე ნახევრად სხივმოფენილ მთებს, ერთი ღრმად ჩავისუნთქე თუშური ჰაერი და ჩამოვკარი მოტოს კიკსტარტერს (დილაობით ხელის ღილაკს ფეხის ჩამოკვრას ვამჯობინებ) : ))
ხიდზე გადმოვედი და ავუყევი აღმართებს, როგორ გამიხარდა თითქმის მშრალი გზების ხილვა.
ვეშვები ომალოსკენ, მარცხნივ მოჩანს კესელოს სილუეტები

გზდ თუშური ნაჟურები : )))


ასეთი დანისებური ძარღვებია ძალიან ხშირი და განსაკუთრებით მანქანების მძღოლებმა უნდა იფრთხილონ.

ასეთ მოსახვევებში ისეთი დახრილი აღმართებია რომ ლამის ფეხით ვეშველებოდი სკუტერს, მაგრამ სულ ორჯერ ჩამოვდგი ფეხი ქვემოთ რომ ოდნავ შემსუბუქებოდა წონა.

მოკლედ, ჩამოვიარე გადამოვიარე ის გზები რაც გუშინ გავასრულე და მივადექი აბანოს უღელტეხილისკენ მიმავალ დაღუპულ აღმართებს, აი წინა დღით რომ ჩამოსვლისას გავწვალდი.
ბუნებრივია აღმართებიც ისეთივე მკვეთრი იქნებოდა. გამახსენდა მოგზაურობის განყოფილებაში თუშეთის თემაში რომ წერდნენ გამოცდილი მძღოლები ამ აღმართის სირთულეზე.
ბუნებრივია სურათების გადასაღებად არ მცხელოდა ეგეთ მონაკვეთებს რომ ავდიოდი
ნუ ეს თავიდან ასასვლელში


ავედი როგორც იქნა

აბანოზე 2 აფრიკა თვინი იდგა, რაიდერებმა დამინახეს თუარა ეგრევე გამოიქცნენ ჩემსკენ და დაუწყეს სურათების და ვიდეოების გადაღება.
გერმანელი პროფი მოგზაურები იყვნენ. პად პიდისიატ. მაგარი კაი ტიპები. მელაპარაკნენ ერთი 15 წუთი. მერე რუსი ცოლქმარი შემოგვიერთდნენ 2017 KTM 1290 Super Adventure r-ით.
ვააჰ ეგეთები რომ მყავდესთქო გულში ვფიქრობდი :დ


ნელ-ნელა მეც დავეშვი მაგრამ ხელის ტკვილი განმიახლდა თუ რა იყო ვერ გავიგე. აქამდე არ მიგრძვნია ზურგჩანთის სიმძიმისგან გამოწვეული დისკომფორტი იმიტომ რომ უკანა სკამზე იდო მთელი სიმძიმე და მე მხოლოდ მხრებზე და წელზე მიმაგრებული სამაგრებით ვაბალანსებდი. თან the north face-ის ზურგჩანთა იყო იდეალურად რომ ნაწილდება ყველა კომპონენტი, მაგრამ უკანა გზაზე მაინც რაღაცნაირად ხან მარჯვენა მხარეს ვგრძნობდი გადახრით გამოწვეულ დისკომფორტს, ხან მარცხენა მხარეს. თან მეორე დღეს მთელი ეს წინა დღის დაღლილობა და მეორე დღის გაგრძელებული გზის ნიუანსები აკუმულირდა ეტყობა და მოკლედ დაღმართზე ძაააააალიიიიაააანნ დავიღალე, აი ძაააალიან. მუხრუჭების მონაჭერი მარცხენა თითები ლამის გამიბუჟდა. თან ვცდილობდი რომ ხშირად ამეშვა მაინც, გაგრილების პონტში.
მაგრამ ხედები და ყვავილების ფერები მართლა მავიწყებდა ყველაფერს

თორღვას აბანოების ჩასახვევი

როგორც იქნა ჩამოვაღწიე სოფელ ლეჩურამდე და ასფალტის გზაზე რომ გადავედი და სოფელ ფშაველამდე და შემდეგ ქვემო ალვანამდე ასე მშვენიერი ასფალტით ვიმგზავრე, მეგონა რომ Honda Goldwing-ზე ვიჯექი,იმდენად რბილად და ტემპში მივქროდი.
ალვანში შევისვენე, პირველად მთელი მოგზაურობის განმავლობაში ადეკვატურად 30 წუთი. შოკოლადი ბაუნთი მივირთვი, თან გამახსენდა ფორუმის კულინარიის განყოფილებაში ხინკლის თემა,
წლების განმავლობაში გამოკითხვებში თელავის სახინკლე "ზოდიაქო" ლიდერობს. აგერ ეს თემაც:
ყველაზე საოცარი ხინკალი და ბარემ აქეთ ვარ და ხომ არ გამესინჯათქო, აღმოსავლეთ საქართველო ისე როგორ უნდა დავტოვო ერთი ნორმალური არ მივიღოთქო ))
ხოდა აი ისიც.
ე.ი შოკოლადის შემდეგ არ მშიოდა თითქმის, მაგრამ ბოლო მეათე ხინკლამდე სიამოვნების განცდა არ მტოვებდა, სულერთია წვენი იქნებოდა, ფარში თუ ცომის გარსი.
ხინკლის სიმფონია რა.... ოოო ძაააან მაგარი!!! სამწუხაროდ ხმას ვეღარ მივცემ რადგან თავის დროზე გრიბოედოვის ფასანაურისთვის მაქვს მიცემული, მაგრამ ახლა უკვე ჩემი უნივთო ხმა ზოდიაქოს.



თბილისამდე ჩამოვაღწიე როგორც იქნა, ნაცემი ძაღლივით დალეწილი. პარალონიც არ მომიხსნია იმ ღამეს და ბენზინის კანისტრაც არ ამომიტანია სახლში, ეგერევე ვიბანავე და მკვდარივით მივეგდე.
მეორე დღეს ჩვეულებრივ ხოდზე ვიყავი და ქალაქში პარალონმიმაგრებული დავქროდი. თითქოს მოგზაურობის შეგრძნებებს ვაცოცხლებდი. ოჰ რა არის 2 ბორბლის სიყვარული.
დღეს გავრეცხე აპრილია და თითქმის იგივე ვიდზეა როგორც უწინ, აი იმ პატარა პლასმასის იაღლიშის გარდა და თუ ძაან არ დააკვირდები არც ეტყობა.





ახლა დასკვნები აპრილიაზე: უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმდენად საიმედო სკუტერი ყოფილა. ე.ი ამდენი უბედურების შემდეგაც, ისევ ისეთივე შეკრულია და ისევ ისეთივე ხოდზე და რაზგონზეა როგორც იყო. საწვავის მოხმარების კუთხით: თბილისში 9 ლიტრით 300 კილომეტრს გავდივარ. თელავი დართლო თელავი (მცირე გადახვევების მცირე კილომეტრაჟიანად) 254 კილომეტრზე დაწვა 9 ლიტრი. ანუ სულ მცირედით გადაამეტა ჩვეულ რეჟიმს )) ერთი სიტყვით ძააააან ეკონომიური სკუტერია სხვა ღირსებებთან ერთად.
სულ თბილისი - თბილისი გავიარე დაახლოებით 481 კმ.
ძალიან დიდი მადლობა ამ თემის წაკითხვისთვის, შევეცადე ჩემი სულიერი მდგომარეობები გადმომეცა შეძლებისდაგვარად სურათებით მაინც. რადგან თქვენი განწყობები და დამოკიდებულებები ჩემთვის მნიშვნელოვანია. იშვიათად ვპოსტავ აქ, მაგრამ ხომ ვკითხულობ და საინტერესოდ მიგყავთ ბევრს ბოლო ხანებში დისკუსიები და განხილვები )) კარგია კარგი!!!
მოკლედ piaggio-ს ჰოლდინგში შემავალი ბრენდები თავის სიმაღლეზე დგანან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S. ვინმემ რომ მკითხოს, ისევ თუ ავიდოდი თუშეთში სკუტერით, პასუხი ერთმნიშვნელოვნად - არა!!! მაგრამ იქ დაბრუნებაზე ისევ ვოცნებობ მოტოციკლით ან მანქანით. სხვა სოფლებიც ხომ სანახავია.