night-blueმადლობა ვაკო, ჯიგარი ხარ. კაია დრაკონჩიკი, საშენო მოტოა. ხო ხედავ სტუკაძინი ვერ გიძლებს

ბიჭებო, ტრეკზე ვიყავი დღეს და აი ისე იცლები ემოციებისგან, რომ მოტოს დანახვა აღარ მინდა. რაის საყოველთაო გზებზე გაზაობა და ამისთანები. ტრეკი ყოფილა რაც ყოფილა. კი ჯდება ძვირი ეგ დედა აფეთქებული, მარა ერთხელ იხდი ეკიპის ფულს და გყოფნის მერე დიდხანს.
დილით გავამზადე ბაიკი, სარკეები დავხსენი, ფარებიც კი დავსკოჩე. აქ არავინ ითხოვს, ფეხებზე კიდიათ ეგეთი რამეები, მარა მე ჩემი გავისწორე. საბურავი უკან ახალი დავაყენე, რომელიც მოტოზე არ ყენებულა, მარა 2011 წლიანი

მეტი ვერ ვიშოვე რა მექნა. შევედი ეგრე. თავიდან ვფრთხილობდი, ჯერ ტრეკის შესწავლას მოვუნდი პირველი 20 წუთი. არასწორ ტრაექტორიებს ვაკეთებდი. თან საბურავი ახალი იყო და მაგას ცალკე გაცვეთა უნდოდა რომ მომჯდარიყო. ავიღე მეორე 20 წუთიც და უკვე ტრეკიც ვისწავლე, ტრაექტორიების აზრზეც მოვედი და რომ ჩავუწექი ფხხხხ, გაუსვა მუხლმა

ცუდი შეგრზნება ყოფილა პირველად, გამცრა ტანში და გავასწორე ცივად ბაიკი, მარა სემდეგი მოსახვევი და კიდე ფხხხ

განსაკუთრებით ბოლო მოსახვევი მომეწონა, სანამ სწორ მონაკვეთზე ვამოხვალ. ჩქაროსნულია, დიდია და ძაან გაზგაყრილი გამოდიხარ.
ამის მერე რომ გავჩერდი და აზრზე მოვედი მერე ვიგრძენი ერთიანად დაღლა. 40 წუთი ვიყავი მარა საკმარისი იყო.
პ. ს 300 კუბიკი კია მარა კარგად ეჭირა თავი, მოსახვევებში შედიხარ საკაიფოდ, უბრალოდ სწორზე არ გყოფნის სიმძლავრე რომ ძაან ჩქარა წახვიდე, მარა 150 მდე ასწრებდა განვითარებას. ერთხელ გასავარდნ ზონაშიც გავედი

რაც არ მონეწონა კი ისაა, რომ გასავარდნ ზონებში სულ ხრეშია და დიდი სიჩქარით თუ გახვალ წაქცევა გარანტირებული გაქ. ლიტრიანი ბაიკებისთვის კი ეგ ტრეკი არაა. კი ივლი ნორმალურად და გაისწორებ შენსას, მარა უსაფრთხოების დონე ისე არაა, რომ ლიტრის რესურსი ამოიღო ბოლომდე. ერთი შეცდომა და ბეტონის კედელზე ახატულს გიპოვიან
This post has been edited by StreetBaron on 29 Aug 2020, 23:33