დადგენილება №181 https://matsne.gov.ge/ka/document/download/4830610/7/ge/pdfამ დადგენილებაში ცვლილებები ეხება
მუხლი 2 , მე 6 პუნქტი სადაც წერია:
6. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა,
რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების
გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ
შტაბთან შეთანხმებით;
ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა
M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
ეს შეიცვლება და გახდება:
6. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა,
რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების
გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ
შტაბთან შეთანხმებით;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა ) გადაადგილებაგ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
..
მოპედი საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას !! და ვერანაერი აკრძალვა მასზე ისედაც და ასედაც ვერ იმოქმედებს.
ამ ცვლილებით, მოტოციკლეტით გადაადგილება ქალაქის შიგნით არ იკრძალება!!
დაწყნარდით!!