ვიცი კივარავინ უყურებს პრაქტიკულად მოტოჯიპის, მარა ჩემი ხათრით ნახეთ
https://www.youtube.com/watch?v=bTt59bJcP8Yსეზონის გახსნა იყო და ეს რბოლა არ დამავიწყდება. ახლა მჯერა უკვე ყველანაირი ჰოლივუდური ფანტასტიკის, სადაც მრბოლელი იწყებს ბოლოდან და იმარჯვებს. არსებობს მარკ მარკესი და ჰონდა და არსებობენ ვიღაც ტიპები ბაიკებით. გავკარი ყველას ვინც ამ ბავშვამდე მჯდარა ბაიკზე და ვინც მის მერე დაჯდა. ისტორიაში საუკეთესოა.
ტიპმა შეცდომა დაუშვა მოსახვევში, გასავარდნ ზონაში გავიდა ქვიშაზე, დაიკავა ბაიკი და დაბრუნდა ტრეკზე, ოღონდ ყველამ გაასწრო ამ დროს და დაიკავა მე-16 პოზიცია. ფაქტიურად ჩამოწერეს. ეს კიდე ისეთი ნადირია წამოყვა სათითაოდ და მესამე პოზიციამდე ამოვიდა, თან 4 წრე კიდე იყო. კომენტატორი გამო*ლევდა, ცალკე მეც

მერე იჩქარა და მოსახვევში შეცდა, ჰაისაიდი დაიჭირა და სასტიკად დაიმტვრა. ისევ ხელზე მოუწევს პატარა ეოპერაცია და 2 რბოლას გამოტოვებს ალბათ, თუმცა ეგ არაფერი. დაბრუნდება და ისევ ჩემპიონი გახდება. ცოტა სხვებსაც მიეცემათ შანსი

იქ ბევრმა თქვა და დაწერეს მერე უცხოელებმა, რომ ამის შემხედვარე თითქოს მხოლოდ ჰონდას ჰყავს მოტოჯიპის ბაიკი და სხვები სბკ ბაიკებით არიანო. ჰონდას შეიძლება საუკეთესო ბაიკი ჰყავს და რესურსებს არ ზოგავენ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჰონდას მთავარი რესურსი ყოველთვის მათი პილოტები იყვნენ და ამჯერად საუკეთესო ჰყავთ ისტორიაში. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ იამაჰას ჰონდაზე რამით ნაკლები ბაიკი ჰყავს?

აგერ ჰონდას მეორე პილოტი ბოლოზე იყო ისევ, ასე რომ ყველაფერი რაიდერზეა.
მარკესი ძაან ჰგავს აირტონ სენას. იმასაც ასე გიჟივით დაჰყავდა, თავის ლიმიტს სცდებოდა და მეორე ადგილზე არასდროს გადიოდა ფაქტიურად, ან პირველი ადგილი ან რბოლას ეთიშებოდა.
This post has been edited by StreetBaron on 20 Jul 2020, 09:35