სნუპ დოგისნუპ, მაგას ჰქვია high side რაც დაემართა. დიდ ბაიკებზე გაზის სახელურს ისე ვერ ატრიალებ როგორც პატარა ბაიკზე, რადგან უკანა საბურავის მოწყვეტის შანსი დიდია ძლიერად გაზის მიცემისას მოსახვევში. ეგ კიდე ადრენალინისგან გასული იყო ამ ქვეყნიდან და დაუშვა შეცდომა. დარწმუნებული ვარ საბურავს სული რომ ჰქონოდა, ალბათ დანდობას ითხოვდა ეგეთი სიარულის მერე

გაცვეთილიც იქნებოდა ბოლომდე უკვე, რადგან ეგრე გიჟივით ზოგადად არ დადიან.
გუშინ გავიდა ისევ საკვალიფიკაციო რბოლაზე, მარა ვერ გაქაჩა ბოლომდე და შეწყვიტა რბოლა. ვერ გაუძლო ტკივილს ეტყობა. დღეს ისევ კუარტარარომ მოიგო, კაი ბალღია ეგ. მომავალი ჩემპიონია თუ მარკესმა აცალა

როსი მესამეზე გავიდა და ეღირსა პოდიუმი ბებერ ლომს

მოკლედ გულაობს სასტავი სანამ ეს ცოფიანი "ბავშვი" დაბრუნდება