სნუპ დოგიძალიან კი დამწყდა გული, მაგრამ უნდა გამეყიდა სნუპ. გარბენი უკვე 44კ ჰქონდა, 1 მაგდენს უპრობლემოდ აიტანს კაპიტალური რემონტის გარეშე, თუ შესაბამისად მოუვლიან.
ზაფხულისთვის უეჭველი ავიყვანდი მაგას 60კ-ზე და მერე უკვე გაყიდვაც გაჭირდებოდა მაგხელა გარბენით. ასე რომ, მადლობა ჩემ MT-ს ბევრი სიამოვნებისთვის და კაი მოგონებებისთვის.
ახლა ახალი მფლობელი ასიამოვნოს და უსაფრთხოდ ატაროს. იმ ბიჭის სახე რომ მახსენდება, როგორი ბედნიერი იყო ... მაგრად მისწორდება რომ ვიღაცის ამხელა სიხარულს, მცირედით ხელი შევუწყვე

ამ ეტაპზე მანქანა მჭირდება და უნდა ვიყიდო, თან დავაგროვებ ფულს და ამ ზამთრისთვის არ მგონია მარა ალბათ მომავალი შემოდგომისთვის ჩამოვიყვან.
ნუ მე რომ ბაიკის გარეშე ვეღარ ვიარსებებ ფაქტია, ასე რომ უნდა გავისარჯო და ისევ ვიყიდო

აი ასეთი ამბებია
მანამდე კი, ჯანდაბას დაგაჩაგრინებ ჩემ ჰონდას