გამარჯობა, მინდა ბაიკის ყიდვა და გთხოვთ, დამეხმაროთ და რამე მირჩიოთ.
ვარ 20 წლის, ჯერჯერობით არანაირი მართვის მოწმობა არ მაქვს, ა1-ს აუცილებლად ავიღებ.
პრობლემა იმაშია, რომ 125 კუბიანი რაც შეიძლება მომეწონოს არ არის, არის რაღაც "ტოიომაქსები", მაგრამ იმავე ფასის კატეგორიაში ვიპოვე კარგი, ვიზუალურადაც და არა მხოლოდ ბაიკები ოღონდ 250 კუბიანი. ღირს თუ არა რისკი, 250 დაჯდომა. 200 ლარს ჯარიმას გადავიხდიდი, უბრალოდ რამდენად ხშირად გამაჩერეს ეგ არ ვიცი. ღამე არ ვივლი, წესებსაც არ დავარღვევ.
რამე ვარიანტი თუ არის, საბუთებში კუბატურის შეცვლის ან რამე ეგეთი.
ავიღებდი რაიმე 125-იანსაც ჩვეულებრივს, უბრალოდ მთელი ცხოვრება მინდა ბაიკი, და მინდა ისეთი, რომელიც მომეწონება ვიზუალურად, მინდა სიამოვნების მიღება ბაიკისგან.
მაიაუტოზე შემდეგ ვარიანტს შევხვდი - Caos 250cc, თუ იცით როგორია საერთოდ.
ყველა შემოთავაზებას განვიხილავ და ყველა რჩევას, წინასწარ მადლობა