მე გიგი და გიო ვიყავით ერთხელ ასულები მაშინ არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება. იმიტომ გამოგართვი ნომერი მერე.
დავრეკე და ვეუბნები.
ჰიოსუნგი გვყავს და კარბურატორის გაწმენდა და დარეგულირება გვინდა მეთქი. ჰიოსუნგებს არ ვაკეთებო.
ეს პასუხი უკვე ქრინჯობაა ჩემთვის მანქანაზე არაერთხელ გადავყრილვარ ეგეთ პასუხს.
მერე ვეუბნები მეთქი უმარტივესი კარბურატორია.
სუზუკია იგივე და ვნახე ინტერნეტში თავისუფლად სწორდება.
მეც გავწმინდავდი მაგრამ შენ გამოცდილი ხარ და შენ რომ იცი და მიხვდები მე ვერ მივხვდები მეთქი.
პასუხია იგივე. ჰიოსუნგებს არ ვაკეთებ.
მეთქი ზური შენს მეტს არავის ვიცნობ ხელოსანს და იქნებ სხვასთან მაინც გამიშვა მეთქი.
პასუხი. არ ვიცი ძმაო ჰიოსუნგებს არ ვაკეთებ და არც არავინ ვიცი.
ნახვამდის მეთქი.
აბა ახლა მითხარი მოგწონს ასეთი გულისხმიერება?
მეტი შეხება არ მქონია და აქედან შემექმნა შთაბეჭდილება
თუ შენი საქმის პროფი ხარ მარკას რა მნიშვნელობა აქვს მითუმეტეს რაღაც სუპერ თანამედროვე სისტემა ხომ არაა.
რაღაც გადმოკოპირებული უმარტივესი კარბია.
დავშალეთ გავწმინდეთ დავაყენეთ მერე ჩვენთვითონ
ნელნელა დარეგულირებაც დავამუღამეთ და კი დადის ასე თუ ისე.
ეგრე მომივიდა მაზდაზე. დამეწვა აბეესის ბლოკის სქემა.
ზედვე აქ აბეესის ბლოკზე. მთელი თბილისი შემოვიარე და ყველამ გამცა პასუხი რომ მაზდაზე ვერ გამოცვლის ბლოკს.
მერსედესი კი ოპელი კი ფორდი კი და ა.შ. მაზდა არა.
თეგეტაში 200 ლარი მითხრეს ხელობა.
მოვდივარ სადღაც მუხიანისკენ და სადღაც პატარა ბოქსთან დგას ტიპი. ჩამოვწიე ფანჯარა და დავანახე ბლოკი. მეთქი ამას დააყენებ? კი ძმა რა პრობლემაა

საჩხერული კილოთი.
ფასი არ მიკითხია. მეთქი დავაი მიდი. შეაყენა დანგრატზე. დაუძახა მეორე ხელოსანს. ის კიდე მწარე მეგრული კილოთი რას ვაკეთებთ წიე? აუჰ მეთქი ახლა დამერხა. 20 წუთი იმუშავეს.
ისე კოხტად და ლამაზად რომ თვალზე ცრემლი მომადგა
დააყენეს და ვუალა მუშაობს ყველაფერი. რამდენი გადავიხადო მეთქი და 20 ლარიო. 30 ლარი მივეცი ბავშვებს კანფეტი უყიდე მეთქი. აი იმ ზაბეგალოვკაში ის ბიჭები ნამდვილი მასტერები იყვნენ.
ხო მიხვდი რა მინდოდა მეთქვა ბიჭო. აეგაა რა ყურში ცუდად ამ მარკას არ ვაკეთებ.
This post has been edited by tkacuniko on 31 Mar 2021, 16:52