#61037678 · 21 Feb 2024, 11:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ILIA1702
QUOTE | გამოცილება ძალიან დიდი მაქვს სკუტერებზე, თუმცა გასატესტად ვიგულისხმე ძირითადად უგზოობის მოტოები(ენდურო და მისათანანნი), თორე ქალაქში/ტრასაზე სიარულს არ ვაპირებ. |
ახლა გასაგებია. მე როგორც ვიცი, ენდუროს ყველაზე კარგი პრაქტიკული გაკვეთილები ჰასკის მოტო სკოლას აქვს (ჰასკი პარკი, მთაწმინდის პარკის მახლობლად, KTM-ის და Husqvarna-ს დილერები). ეკიპირებაც აქვთ და ყველაფერი, გამოცდილი ინსტრუქტორიც ჰყავთ. მოტოებშიც არის არჩევანი, თავიდან 250 კუბიანზე დაგსვამენ, მერე შეგიძლია 350 კუბიანიც სცადო. უბრალოდ, ძვირია საკმაოდ. ახლა 70 ლარს აჩვენებს მგონი 25-30 წუთიან გაკვეთილს. თუ კროს/ენდურო მოტოზე სულ-სულ პირველად უნდა დაჯდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მაღალია, და პირველი რამდენიმე წუთი სულ დაძაბული ხარ, მაგრამ როგორც კი გაივლით, მიეჩვევით. ენდუროს გარდა, სტრიტიც კარგი სატარებელია მანდ, იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ დიდი სივრცეა და თუ ბევრი არ ვარჯიშობს, შედარებით სწრაფად სიარულთანაც შეგიძლია შეჩვევა. როგორც მახსოვს, ბილეთები (დაჯავშნა) tkt.ge - დან შეიძლება მხოლოდ.
ჰასკი პარკის გარდა, კიდევ უნდა იყოს სხვა ოფ როუდ მოტო სკოლებიც, ფბ-ზე შემხვდა ხოლმე, და ფასიც ალბათ შედარებით შეღავათიანი ექნებათ. წარმატებებს გისურვებთ.
webdesigner93
QUOTE | ძალიან მაღალი რისკის შემცველია და რაღაც ბიზნეს მოდელი და სქემა ვერ მოიფიქრეს რა |
დიახ, მართალია, ბევრი არაფერი გამეგება, დამწყებიც კი არ მქვია, მაგრამ როგორც გამოცდილი მოტომოყვარულები ამბობენ, მოტოთი სიარული ყოველთვის რისკია. ოდესმე დადგება მომენტი, როცა ან ძალიან დაღლილი იქნები, ან ყურადღებას წამით მოადუნებ, და რაღაც შეგემთხვევა, და ამისთვის მზად უნდა იყოო. ყველას უსაფრთხოდ სიარულს ვუსურვებ. მე მაგალითად ძროხამ დამამტვრია (ეს კიდევ ცალკე პრობლემაა საქართველოს გზებზე). ასევე, ძალიან მრცხვენია და ვნანობ, მაგრამ პატარა ლეკვი შემომიძვრა ბორბლებში  საწყალი, ახლაც ჩამესმის წკმუტუნი. იმედია გადარჩა და არ დასახიჩრდა.
|