#62687757 · 7 Aug 2026, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა საზოგადოებას გავუზიარო ჩემი გამოცდილება Indigo Cars-თან თანამშრომლობის შესახებ, რათა სხვებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.
ეს იყო ჩემი პირველი მოტოციკლეტის შეძენა. თავიდანვე განვუმარტე კომპანიის წარმომადგენელს-სანდროს, რომ მოტოციკლებში არ ვერკვეოდი და სწორედ ამიტომ ვითხოვდი პროფესიონალურ დახმარებას. ჩემი მოლოდინი იყო, რომ აუქციონში მონაწილეობამდე გადამოწმდებოდა მოტოციკლის ტექნიკური მდგომარეობა, გარბენი, დაზიანებები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
სამწუხაროდ, მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სანდროს საერთოდ არ გადაუმოწმებია. მიუხედავად ამისა, მისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ აუქციონზე ვაჭრობა 1,600 აშშ დოლარამდე გამეგრძელებინა. ასევე, გარბენთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ფაქტობრივად გადამოწმებული არ ყოფილა და ეფუძნებოდა მის ვარაუდს. ამის მიუხედავად, მოტოციკლი გადაეცა კომპანიის სხვა თანამშრომელს აუქციონში მონაწილეობისა და შესაძენად.
როდესაც შეძენის გაუქმება მოვინდომე, მითხრეს, რომ ამ შემთხვევაში 2,000 ლარის დეპოზიტს დავკარგავდი. აღნიშნული პირობები ჩემთვის არც წერილობით და არც ზეპირად წინასწარ არავის განუმარტავს. შედეგად, ფაქტობრივად არჩევანის გარეშე აღმოვჩნდი და იძულებული გავხდი გარიგება გამეგრძელებინა.
დღეს მოტოციკლი ჯერ კიდევ გზაშია, თუმცა მისი ფოტოები რამდენიმე გამოცდილ სპეციალისტს ვაჩვენე. მათი შეფასებით, დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია, მისი აღდგენა მნიშვნელოვან ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. საბოლოოდ, ამ მოტოციკლის სრული ღირებულება იმაზე მეტი გამოდის, ვიდრე საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობის, ზოგ შემთხვევაში უფრო ახალი მოტოციკლის შეძენა.
ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი კომპრომისი შევთავაზე — ტრანსპორტირების საფასურის 900 დოლარიდან 600 დოლარამდე შემცირება , თუმცა ამაზეც უარი მივიღე.
ჩემი მიზანი არ არის ვინმეს შეურაცხყოფა ან კომპანიის დისკრედიტაცია. მსურს მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება, რათა სხვა მომხმარებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ:
ამ პოსტში აღწერილი გარემოებების დასადასტურებლად მაქვს შენახული მიმოწერები და სხვა მტკიცებულებები. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ, ისინი სრულად გავასაჯაროო, რათა საზოგადოებამ თავად შეაფასოს ფაქტები.
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte. — «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
|