ამ ლინკზე ნახავთ კანონს სამხედრო პოლიციის შესახებ. მთლიანი წავიკითხე ამასწინ

მაინტერესებდა რა ევალებოდა კონკრეტულად სამხედრო პოლიციას და ძალიან ბევრი
სასარგებლო ინფორმაცია გავიგე

თუ გაინტერესებთ გადახედეთ.
კანონი სამხედრო პოლიციის შესახებდა სამხედრო პოლიციელის განათლებაზე ამ მუხლში წერია პირდაპირ რომ მხოლოდ გამომძიებელი უნდა იყოს იურისტი –
მუხლი 19. სამხედრო პოლიციაში მიღებისა და სამხედრო პოლიციიდან
დათხოვნის წესი
1. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, რომელსაც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ან კანონის საფუძველზე გადავადებული აქვს იგი, ან განთავისუფლებულია მისგან და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (სამხედრო პოლიციის გამომძიებელს აგრეთვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება).
This post has been edited by merieny on 1 Jan 2011, 18:17