გამარჯობათ.
ბოლო წლებში სმარტფონებში ჩამონტაჟებულია საკმაოდ კარგი კამერები.ეს გამოწვეულია იმისგან რომ მომხმარებლის უმეტესობას მოსწონს ფოტოების გადაღება,თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის PRO რეჟიმის გამოყენება.
წარმოგიდგენთ თემას რამდენიმე ფუნქციის შესახებ,რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი ფოტოების გადაღებაში როგორც სმარტფონით ასევე ფოტოაპარატითაც.
I S O - შუქმგრძნობელობა.იგი გულისხმობს სინათლეზე რეაგირების სისწრაფეს,ანუ თუკი სენსორს აქვს “A” სიდიდის შუქმგრძნობელობა და სურათის გადასაღებად ერწამიანი ექსპონსირებაც კმარა, “2A” სიდიდის შუქმგრძნობელობის შემთხვევაში მას მხოლოდ ნახევარი წამი დაჭირდება სურათის გადაღებისთვის.ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცუდი განათების პირობებში.სამწუხაროდ,აქაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები იჩენს თავს.მაღალი შუქმგრძნობელობის სენსორი სწრაფად იღებს სურათს,მაგრამ ელექტრული ხმაურისგან წარმოქმნილი არტეფაქტებიც მეტი აქვს და ისინი ფოტოს ამახინჯებენ.მეორეს მხრივ,დაბალი შუქმგრძნობელობის სენსორს შეუძლია ძალიან სუფთა სურათის გადაღება,მაგრამ საამისოდ მეტი დრო ჭირდება.ამიტომ ფოტოს გადაღებისას უნდა მოხდეს ISO-ს სწორი შერჩევა,რათა ფოტო გამოვიდეს მაქსიმალურად კარგი.
იხილეთ რამდენიმე ვარიანტი

WB - თეთრი ფერის ბალანსი.განათება არამხოლოდ ინტენსივობით,არამედ „სითბოთიც“ განსხვავდება.მაგალითად მზეს,ღრუბლიან ცას,ჩვეულებრივ ნათურას, “ცივი განათების“ნათურას და ა.შ. სხვადასხვა „სითბოს“ მქონე ტონები აქვს.ზოგჯერ ეს კარგია სასურველი ფოტოეფექტის მისაღებად,მაგრამ იმის გამო,რომ ფოტოკამერა თეთრი ფერის მიხედვით ახდენს ყველა დანარჩენი ფერის კონექტირებას, „თბილი“,ან ნებისმიერი „არასტანდარტული“ განათებისას ფერთა ბალანსი და ტონალობა ირღვევა.ამის გამოსასწორებლად ფოტოკამერას აქვს WB - თეთრი ფერის ბალანსი.ანუ მას მეხსიერებაში აქვს რამდენიმე წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები.ესენია : ავტომატური,დღის სინათლის,ჩრდილიანი,ღრუბლიანი,ფლუროსცენტული ნათების და ჩვეულებრევი ნათურის.
ასევე აქვს ხელით გასწორების ფუნქციაც,რაც ხშირად გამოიყენება,რადგან ყველა სიტუაციის მიხედვით არ გამოიყენება ზევით ჩამოთვლილი პარამეტრები.

S - Shuter Speed - ჩამკეტის სისწრაფერეჟიმი ირჩევს გადაღების სისწრაფეს და კამერა გამოითვლის შესაბამისად დიაფრაგმის გაშლის კუთხეს.გადაღების სიჩქარის მაჩვენებელი მოთავსებულია ეკრანზე.სისწრაფის შესაცვლელად მივაკითხოთ შესაბამის მენიუს და ჩამოთვლილთაგან ავირჩიოთ სასუსრველი.მაგ: 1/4000 , 1/1200.
სწრაფი ჩამკეტის სიჩქარე 600 და მეტი გამოიყენება იმისთვის,რომ მოხდეს მოძრავი კადრის „გაყინვა“.
ნელი ჩამკეტის სიჩქარე(1/60 და ქვევით) გამოიყენება იმისთვის,რომ წარმოაჩინოს სისწრაფე,ანუ მოძრაობა.
ძალიან ნელი ჩამკეტის სიჩქარე(5 წამი და ქვევით) გამოიყენება,ძალიან ნელ სიტუაციებში,რათა მივიღოთ სწორი ექსპოზიცია.

Aperture - დიაფრაგმადიაფრაგმა არის ნახვრეტის ზომა,რომლიდანაც კამერაში შედის შუქის სხივი.დიაფრაგმის სიმბოლო არის F.რაც უფრო დიდია დიაფრაგმის მაჩვენებელი მით უფრო მცირე ნახვრეტის ზომა და პირიქით ზოგ ლინზაზე,რომელიც იძლევა საშუალებას დავაყენოთ დიაფრაგმა F 1,8;F 2,8; F 3,2 და ა.შ.რაც საშუალებას გვაძლევს კამერაში შევუშვათ უფრო დიდი სინათლე.რაც უფრო დახურულია დიაფრაგმა ნაკლები შუქი შემოდის შიგნით და მეტი ობიექტი ხვდება ფოკუსში.რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ შედარებით ცუდი განათების პირობებში ოპტიმალური დაყოვნების სიჩქარით და არ გამოგვივიდეს „გადღაბნილი“ სურათები.


თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გაინტერესებთ სხვა რომელიმე დეტალიც დაწერეთ და შევეცდებით დაგეხმაროთ.
პ.ს
ეს ინფორმაცია დავწერე ჩემი ცოდნით და გამოცდილებით(რომელიც შევიძინე ერთ-ერთ ტრენინგზე)