საინტერესო თემაა

კითხვა ანდროიდის ხალხს: ესეიგი მონაცემებში რომ შეხედავ თითქმის ყველა 8.0 კამერა, ყველა მონაცემი ფაქტობრივად ინდენტურია. მაგრამ ზოგი იღებს ისეთ სურათს ციფრული გეგონება, ზოგს ჩემი ძველი 3.2 საიბერ-შოთი ჯობს.
რომელია მართლა კარგი კამერა?? ისეთი ანდროიდი რომელსაც იყიდი და ციფრულის საჭიროება მართლა არ გექნება.
მაგ. Huawei და LG ს 8.0 კამერები ვნახე, და დიდად არ მომეწონა ფოტოები. თავადაც ვცადე გადაღება, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.
მოკლედ დაახლოებით 300 ლარად თუ შევძლებ ვიყიდო მეორადი ანდროიდი, რომელიც ციფრულს დამავიწყებს

ნუ თუ კარგი რამე იყო , ყველანაირად ცოტა მეტიც შეიძლება, თუ ნაკლებად იყო კარგი რამე ხომ მთლად უკეთესი.
Pantech discovery ს სურათები მომეწონა ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად 12.6 აქვს და ვინმე იღებს 8.0 ისეთ სურათებს?
ასევე გადავხედე და მომეწონა მოტოროლას სურათები, კამერაში განსხვავება არის Razr 912 სა და Razr HD-ს შორის?
ჯერ-ჯერობით LG optimus E270-ს , ფენთეჩ დისქავერის , და მოტოროლა რაზრ რომელიმეს ვფიქრობ. HTC~ rezound-იც მომეწონა.
მაგრამ თან მინდა რომ მძლავრი იყოს, კამერასთან ერთად. 4 ბირთვი და კარგი კამერა მაგარი იქნებოდა...