ვაყენებთ Garmin Streetpilot 1.49-ს ანდროიდ სმარტფონზე.
თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ გატესტილია და მუშაობს მხოლოდ ანდროიდ 4.03-4.0.4-ზე. არ მუშაობს 2.x.x და 4.1.x, 4.2.x-ზე. ტელეფონი უნდა იყოს დარუთული, ამბობენ დაურუთავზეც გამოდისო, მაგრამ მე არ ვიცი როგორ და მგონი ტყუილია 
იმედია მომავალში გვეშველება და საერთოდ გარმინი უკვე აპირებს ამ აპლიკაციის დაწერას, რადგან მანამდე Asus-ს ჰქონდა რაღაც შეთანხმება და მხოლოდ ავსტრალიელებისთვის იყო დაწერილი. დიდი მადლობა ჩინელებს, რომლებმაც "ამოაძრეს" ეს აპლიკაცია და უფასოდ დაგვითმეს.
მე თვითონ ამის შესახებ შევიტყვე შემდეგი ლინკიდან
[GPS] Garmin Mobile XT და შევუდექი შესწავლას. მადლობა ლინკის დამდებს
otarius-big-ს.
დავიწყოთ.
მე ავამუშავე Samsung Galaxy Note-ზე, რომელსაც აქვს sdcard და external_sd ფლეშ მეხსიერება. sdcard არის ის რაც ტელეფონს მოყვება და external_sd გარე micro sd. ეს განმარტება დაგვჭირდება შემდეგში.
ვიწერთ შემდეგ არქივს და ვხსნით.
http://allshares.ge/download.php?id=B2FD949349შიგნით დაგვხვდება შემდეგი ფოლდერები:
Garmin - ამ ფოლდერს ვწერთ sdcard-ზე ან external_sd-ზე. (გამნარტება შემდეგ)
Libs - აქ არის შემდეგი ფაილები: libgarminos-universal_external_sd.so - უნივერსალური ბიბლიოთეკა, რომელიც უდნა გამოვიყენოთ იმ შემთხევაში თუ ინსტალაცია გვინდა გარე მეხსიერებაზე. libgarminos-universal_sdcard.so - იგივე ბიბლიოთეკა შიდა მეხსიერებისთვის. libgmxt.so - სისტემური ბიბლიოთეკა, რომელიც საერთოა ყველასთვის.
პირველი ორი ბიბლიოთეკის უნივერსალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გათვლილია სხვადასხვა გაფართოების ეკრანებისთვის და წესით ყველა ტელეფონზე უნდა იმუშავოს. სხვა შემთხვევაში, ინტერნეტში უკვე ყრია კონკრეტულ ეკრანისთვის ოპტიმიზირებული ბიბლიოთეკები. მერე შევეცდები ისინიც დავყარო, თუმცა თავადაც ადვილად მოძებნით

RU-Text - ეს დაგვჭირდება ინსტალაციის ბოლოს, მათთვის ვისაც უნდა რომ პროგრამას ჰქონდეს რუსული ინტერფეისი. რუსულ ხმოვან შეტყობინებებს პაკეტი უკვე შეიცავს, მე ჩავამატე.
time_zone - ეს არ დაგჭირდებათ, პაკეტში ჩავამატე უკვე. საჭიროა იმისათვის რომ დრო აჩვენოს სწორად, სხვა შემთხვევაში აჩვენებს გრინვიჩის დროს, ანუ -4-ს. იწერება ტელეფონის /Garmin/.System ფოლდერში.
Garmin ფოლდერი წინასწარ გავამზადე ისე რომ, ჩაწერილია მსოფლიო საბაზისო რუქა, დროის კორექტირება, რუსული ხმოვანი შეტყობინებები, საქართველოს რუქა, რომელსაც ნორმალურად კითხულობს, ბოდიში ცოტა ძველია, მაგრამ არც ისეთი რომ ვერ გამოიყენოთ. რუსული ინტერფეისის წინასწარ გაწერა არ ხდება, ამიტომ ამას თვითონ გააკეთებთ ვისაც სურვილი გაქვთ.
ინსტალაცია:
გადაწერეთ Garmin ფოლდერი sd_card ან external_sd-ზე. ვაინსტალირებთ ამ ფოლდერში არსებულ StreetPilot_A68.apk-ს და ჯერ არ გაუშვათ. იმის მიხედვით თუ რომელი მეხსიერებაზე ჩაწერეთ Garmin ფოლდერი, ირჩევთ შესაბამის ბიბლიოთეკას libgarminos-universal_external_sd.so ან libgarminos-universal_sdcard.so-ს Libs ფოლდერიდან და რომელიმე ფაილ მენეჯერით ვწერთ შემდეგ მისამართზე - /data/data/com.garmin.android.apps.gmobilext/lib/ -ზე. იქ დაგხვდებათ ფაილი libgarminos.so, რომელსაც წაშლით, ან სახელს გადაარქმევთ და თქვენს მიერ ჩაწერილ ფაილს დაარქვით libgarminos.so. პერმიშენებს დააყენებთ შემდეგნაირად rwxr-xr-x -ამას მგონი არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
შემდეგ ისევ Libs ფოლდერიდან ვაკოპირებთ libgmxt.so-ს და ვაკოპირებთ /system/lib და ვაძლევთ შემდეგ უფლებებს rw-r--r-- .
ვისაც უნდა რომ მოახდინოს რუსიფიკაცია, ამისათვის RU-Text ფოლდერის შიგთავსს, სამ ფაილს, ვწერთ ტელეფონში შემდეგ მისამართზე - data\data\com.garmin.android.apps.gmobilext\system\text\
ამის შემდეგ შეგიძლიათ გაუშვათ პროგრამა, რომელიც გამოიტანს რაღაც ჩინურ თუ ტაივანურ შეტყობინებას, დააჭირეთ ისარს ქვემოთ და შემდეგ მარჯვენა ღილაკს, შემდეგი ფანჯარა იქნება ენის ამოსარჩევი, დააჭირეთ ისევ ისარს ქვემოთ სანამ არ გამოჩნდება American English და დააჭირეთ ისევ მარჯვენა ღილაკს და ასე აჭირეთ სანამ არ გახვალთ ბოლოში

. პროგრამა არ იმახსოვრებს სეთინგებს, სანამ არ დაიჭერს თანამგზავრებს, ანუ თუ მანამდე გამოხვედით, ამ ჩინურ-ტაივანური პროცედურების გავლა ისევ მოგიწევთ

უარყოფითი მხარეები ის აქვს რომ თაჩი არ არის ისეთი მგრძნობიარე თითქოს და ზოგჯერ ორ-სამჯერ გიწევს დაჭერა, ვერ დავადგინე პროგრამა ტელეფონს ჭედავს თუ რაიმე სხვა არათავდებადობის ბრალია. ასევე ჩემს ტელეფონში გაშვების დროს ითხოვს GPS მოდულის აქტივაციას, თუ დავეთანხმდე გადადის ტელეფონის მენიუში, სადახ ხდება მისი გააqტიურება და უკან დაბრუნების დროს ჩნდება შავი ფონი, რომელიც აღარაფერს აკეთებს და იძულებული ვარ გამოვიდე Home ღილაკით და მოვკლა აპლიკაცია. ამიტომ ჯობია GPS მოდული ჩართოთ წინასწარ და ისე შეხვიდეთ პროგრამაში, ან თუ მოითხოვა ჩართვა, არ ჩართოთ და თვითონ გადადის სიმულაციის რეჟიმში - Indoor use.
ამით ინსტალაცია დამთავრდა.
დამატებიტი ინფორმაცია:
თუ ფაილ მენეჯერით გამოაჩენთ დამალულ ფაილებს, მაშინ გარმინ ფოლდერში გამოჩნდება .System ფოლდერი. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ რუქები შემდეგი დასახელებებით:
1.gmapbmap.img
2.gmapdem.img
3.gmapprom.img
4.gmapprom1.img
რუქის unlock ხდება ისევე როგორც Garmin Mobile XT-ზე, Key Generator-ით. ყველა მოწყობილობისთვის Device ID არის 1. უნდა ჩაუწეროთ რუქის დასახელების UNL ფაილი.
Garmin/Map ფოლდერში შეგიძლიათ ჩაწეროთ 20-მდე რუქა და აქაც unlock ხდება ძველი მეთოდით.
იმედია გასაგებად ავღწერე და მოახერხებთ ინსტალაციას. თუ რამე შემეძლება დაგეხმარებით.
ადვანსედ უზერებისთვის ვინც იცის hex editor-ის გამოყენება. მე დავარედაქტირე ჩემს მიერ დადებული ბიბლიოთეკები (libgarminos-universal_external_sd.so და libgarminos-universal_sdcard.so) ისე რომ ელემენტის ტევადობა აჩვენოს კორექტულად. ამისათვის 0x1a0d6cc მისამართზე არსებულ ჩანაწერს გადავაწერე /sys/class/power_supply/battery/capacity, რომელიც არის ფაილის მისამართი, სადაც წერილია ელემენტის მიმდინარე ტევადობა. სხვადასხვა ტელეფონს შეიძლება სხვა ადგილზე ჰქონდეს და ამიტომ საჭიროა შეიცვალოს.
ასევე 0x1dbbb54 მისამართზე ხდება იმ მისამართის გაწერა თუ სად გიწერიათ Garmin ფოლდერ-ი - sdcard-ზე თუ external-sd-ზე.
სქრინები:


This post has been edited by DG on 21 Jan 2013, 14:01