სუ დამავიწყდა ტუტორიალი რო მქონდა დასადები, რამოდენიმე User-მა მთხოვა ქართული ტუტორიალი.
მოკლეთ, დავიწყოთ...
როგორ დავაყენოთ ოფიციალური ROM-ი (i9300, Stock ROM - Android)(Unbrick, Unroot, Back to Stock ROM)ეს მეთოდი გამოიყენება ხშირ შემთხვევებში, როცა,
მაგალითად Custom ROM-ების დაყენების დროს რაღაც იაღლიში ხდება და ტელეფონი აღარ ირთვება, Samsungის ლოგოზეა გაჭედილი და ა.შ. / თუ Root-ის მოხსნა გინდათ და ოფიციალურ ROM-ზე გადასვლა (გარანტიის გამო ან ხზ) / თუ Kies-ით ვერ აკეთებთ Update-ს ავტომატურად რეგიონის გამო და ხელით გვიწევს ამის გაკეთება.
სანამ რამეს დავიწყებდეთ, ჩაურთეთ ტელეფონს USB Debugging ( Settings -> Developer Options -> USB Debugging )
ასევე იხილეთ Spoiler-ში მოთავსებულ ინფორმაციაც / სურათები.1) შევდივართ
Sammobile.com -ზე, გავივლით რეგისტრაციას და
Firmware-ის განყოფილებაში
Search-ში ვწერთ ჩვენი სმარტის მოდელს ( i9300 ) და გვანახებს ჩვენი მოდელისთვის გამოსულ ოფიციალური Android-ის ვერსიებს. სურვილისამებრ გადმოწერეთ ( 4.1.2 - 4.3 )
რაც შეეხება რეგიონს, მნიშვნელობა არ აქვს, ევროპის / აზიის ქვეყნების ბევრი ROM მიცდია ყველა ერთნაირად მუშაობს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2) a) ამოვაარქივოთ(Unzip / Extract ) ჩვენი ROM რომელიც გადმოვწერეთ Sammobile.com-იდან.
b) გადმოვიწეროთ
Odin3 (v1.85 - v3.09)c) ამოვაარქივოთ Odin-ის Zip ფაილი და ჩავრთოთ (ნებისმიერი ვერსია, პირადად მე 1.85-საც ვიყენებ და 3.04-საც)
3) a)გადავტვირთოთ ტელეფონი
"Download Mode" -ში ( გამოვრთავთ ტელეფონს და ვაწვებით ერთდროულად Home + Power + Volume down. შემდეგ Voulme UP: Continue და ვსო. )
b) მიაერთეთ ტელეფონი კომპს Usb-ით და Odin-ის ფანჯარაში(ID: COM) უნდა გალურჯდეს, იმის ნიშანია რომ Odin3 ტელეფონს აღიქვავს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სურათზე გაყვითლებულია იმიტომ რომ ძველი ვერსიაა Odin3-ის

(აქ თუ რამე პრობლემა შეიქმნა მაშინ შეამოწმეთ დაყენებული გაქვთ თუ არა Samsung-ის Driver-ები კომპში. ტელეფონს რომ აერთებთ კომპში Windows 7/8 ავტომატურად აყენებს Driverებს, მაგრამ თუ მაინც არ გაქვთ , დააყენეთ Kies / Wondershare Mobile'GO , მიაერთეთ ტელეფონი კომპს და ავტომატურად დაგიყენებთ Driver-ებს)
4) ეხლა Odin3-ში უნდა მივუთითოთ ჩვენი ROM და ეგაა... აქ არის 2 შემთხვევა, მას შემდეგ რაც გადმოვწერთ ოფიციალურ ROM-ს Sammobile.com-იდან და ამოვაარქივებთ ზოგი ROM არქივდება ერთ
.tar ფაილად ( 4.1.2-ები და უმეტესი 4.3) და ზოგი ROM კი არქივდება ოთხ .tar ფაილად
a) ერთი .tar ფაილის შემთხვევაში, Odin3-ში ვირჩევთ
PDA-ს(v3.09 ვერსიის შემთხვევაში ვირჩევთ AP-ს) და ვაჭერთ Start-ს.
b) ოთხი ცალი .tar ფაილის შემთხვევაში კი AP ფაილს AP-ში ვამატებთ, BL ფაილს BL-ში, MODEM ფაილს CP-ში და CSC ფაილს CSC-ში და ვაჭერთ Start-ს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მაგალითი
Add AP_I9300XXUGMK6_2168382_REV00_user_low_ship.tar.md5 to AP
- Add BL_I9300XXUGMK6_2168382_REV00_user_low_ship.tar.md5 to BL
- Add MODEM_I9300XXUGMK6_REV02_REV04_CL1413323.tar.md5 to CP
- Add CSC_OXA_I9300OXAGMK6_2168382_REV00_user_low_ship.tar.md5 to CSC
დაველოდებით რამოდენიმე წუთი , დააყენებს ROM-ს , გადატვირთავს ტელეფონს და ჩაირთვება.
Samsung-ის LOGO-ს შემდეგ კიდევ უნდა დაველოდოთ სანამ ოპტიმიზაციას გაუკეთებს ROM-ს / აპლიკაციებს.
Auto Reboot და F. Reset Time მონიშნული იყოს Odin3-ში. Re-Partition არავითარ შემთხვევაში არ მონიშნოთ.
P.S.ROMის დაყენების და რესტარტის შემდეგ Samsungის ლოგოზე თუ დიდხანსაა გაჭედილი და არ ირთვება(იშვიათად მაგრამ მaინც ხდება), მაშინ
a) გამორთეთ ტელეფონი და გადადით
Recovery Mode-ში (ვაწვებით ერთროულად Home + Volume UP + Power )
ჩართულზეც შეგიძლიათ ოღონდ ერთი 20-25 წამი უნდა გეჭიროთ ამ კნოპკებზე.
b) გაუკეთეთ Wipe Data / Cache (Factory reset)
გადატვირთეთ ტელეფონი და მორჩა.
როგორ დავრუთოთ ჩვენი Samsung Galaxy S3 (i9300)სანამ რამეს დავიწყებდეთ, ჩაურთეთ ტელეფონს USB Debugging ( Settings -> Developer Options -> USB Debugging ) და ჩაურთეთ ასევე Unknown Sources ( Settings -> Secutiry -> Unknown Sources)
1) a) გადავტვირთოთ ტელეფონი
"Download Mode" -ში ( გამოვრთავთ ტელეფონს და ვაწვებით ერთდროულად Home + Power + Volume down. შემდეგ Voulme UP: Continue და ვსო. ) ჩართულზეც შეგიძლიათ ოღონდ ერთი 20-25 წამი უნდა გეჭიროთ ამ კნოპკებზე.
b) შევაერთოთ ტელეფონი კომპში Usb-ით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
c) ჩავრთოთ Odin3 და თუ ტელეფონს აღიქვავს მაშინ ID: COM პორტი უნდა იყოს გაყვითლებული / გალურჯებული. თუ არ არის ეგრე მაშინ Samsung-ის Driver-ები არ აყენია.
(ტელეფონს რომ აერთებთ კომპში Windows 7/8 ავტომატურად აყენებს Driverებს, მაგრამ თუ მაინც არ გაქვთ , დააყენეთ Kies / Wondershare Mobile'GO , მიაერთეთ ტელეფონი კომპს და ავტომატურად დაგიყენებთ Driver-ებს)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Device Manager-ში შეგიძლიათ შეამოწმოთ გიყენიათ თუ არა Driver-ები)

2) გადმოვწეროთ ფაილი
GalaxyS3Root.zip და ამოვაარქივოთ.
ფაილი რომელიც Root-ისთვის გვჭირდება არის
CF-Root-SGS3-v6.1.tar .
3)a) ავირჩიოთ PDA Odin3-ში და მივუთითოთ
CF-Root-SGS3-v6.1.tar ფაილი დასაყენებლად / "დასაფლეშად" და ვაჭერთ Start-ს.
b)დაახლოებით 10 წამის შემდეგ ტელეფონი გადაიტვირთება და დააყენებს CWM Recovery-ს და Root-ს.
c)Odin3-ში დაგეწერებათ PASS იმ შემთხვევაში თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა
d) ტელეფონი გადაიტვირთება Recovery-ში და დააყენებს Superuser-ის ფაილებს (SuperUser/SuperSU არის აპლიკაციარომელიც დაყენდება თქვენს ტელეფონში გადატვირთვის შემდეგ და რომელიც გაძლევთ "ROOT"-ის პრივილეგიებს, ანუ წვდომას სისტემურ ფაილებტან და ა.შ. ერთი სიტყვით ყველა გზა ხსნილია. )
c) გადატვირთვის შემდეგ ტელეფონი რომ ჩაირთვება აპლიკაციების ჩამოანთვალში ნახეთ თუ გაქვთ SuperSU / SuperUser აპლიკაცია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სულ ესაა ე.წ. "Root" xD
რაც შეეხება Custom ROM-ის დაყენებას / დაფლეშვას.სანამ რამე Custom ROM-ს დაფლეშავდეთ ტელეფონზე, ჩემი რჩევა იქნება
EFS FOLDER შეინახოთ / Backup გაუკეთოთEFS Folder-ში ინახება თქვენი ტელეფონის Imei / Serial Number/ wifi , modem და ყველაფერი. ხანდახან არის შემთხვევები როცა Custom ROM-ს აყენებთ რაღაც შეცდომები ხდება და ტელეფონი კარგავს Imei-ს, Serial Number-ს და Network-ს / ქსელს ვერ აღიქვავს, 3g / wifi და ა.შ. არაფერიარ მუშაობს... ანუ ტელეფონს პზდც აქვს და Music Player-ად თუ გამოიყენებთ.

მე შემემთხვა ეგეთი რამე მაგრამ EFS Folder შენახული მქონდა, აღვადგინე Restore გავუკეთე და ყველაფერი ნორმაში ჩადგა ))))
Custom ROM-ის დასაყენებლად ტელეფონი უნდა იყოს დარუთული და რეკომენდირებულია გეყენოთ უახლესი CWM Recovery.
Custom ROM-ების 99 % დეველოპერებს აქვთ გაკეთებული როგორც Zip ფაილი, ანუ ამ შემთხვევაში Odin3-ით ვერ დააყენებთ, უნდა დაყენდეს/დაიფლეშოს CWM Recovery-დან.
ROM-ის .zip ფაილი უნდა ჩააგდოთ SD Card-ზე
გადაიყვანეთ ტელეფონი CWM Recovery-ში. (
Recovery Mode-ში (ვაწვებით ერთროულად Home + Volume UP + Power ) )
Recovery-ს Menu-დან გაუკეთეთ Wipe Data / Factory Reset, Wipe Cache და რეკომენდირებულია Wipe Dalvik Cache-ს ( Advanced -> Wipe dalvik Cache )
შემდეგ, ვირჩევთ Install Zip -> Choose Zip from /Storage/Sdcard1 (External SDcard) მივუთითებთ ჩვენს მიერ ჩიპზე ჩაგდებულ ROM .zip-ს და ეგაა, დაველოდებით.

თუ რამეა და არ ჩაირთო დაფლეშვის შემდეგ, Recovery-იდან გაუკეთეთ Wipe / factory reset / wipe cache და გადატვირთეთ ტელეფონი.
Custom ROM-ები / CWM Recovery / Root და ყველა ინფო შეგიძლიათ ნახოთ Xda-developers-ზე, 4pda-ზე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უახლესი CWM Recovery 6.0.3.2 Samsung i9300ამის დაყენების პრინციპიც იგივეა,
თუ .Tar ფაილია მაშინ Odin3-იდან PDA-ში ვუთითებთ ამ CWM-ს და Start.
თუ .Zip ფაილია მაშინ ჩავაგდებთ SDcard-ზე(ჩიპზე) და ვფლეშავთ იქიდან.
EFS Backup (
http://apk-db.com/utilities/efs-pro-backup...estore-nv-data/ )
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვები და პასუხები:
Stock ROM-ის / Custom ROM-ის დაფლეშვის შემდეგ ფაილები წამეშლება?
კი.
Root-ის შემდეგ წამეშლება ფაილები? (მუსიკები სურათები კონტაქტები და ა.შ.)
95 % რომ არ წაიშლება თუ მარტო რუთავ და მეტი არაფერი. მაგრამ მაინც Backup გაუკეთეთ.
დავფლეშე Custom ROM და ტელეფონი აღარ ირთვება, რატომ?
Wipe / reset შველის ხოლმე მაგას როგორც წესი. თუ არადა ხელახლა დაფლეშვა უშველის.
რას ნიშნავს Root? მჭირდება? და რაში?
Root გაძლევთ "ადმინისტრატორის" უფლებებს, ხელი მიგიწვდებათ სისტემურ ფაილებთან, შეცვლით / წაშლით / დაამატებთ ყველაფერს რაც გინდათ სისტემაში თუ სისტემის გარეთ.
მაგრამ თუ არ იცით რას აკეთებთ და სისტემურ ფაილებში რამე არიეთ ტელეფონს პზდც აქ და აღარ ჩაირთვება, მოგიწევთ ხელახლა დაფლეშვა Custom ROM-ის ან Stock ROM-ის.
საგარანტიოზეც შეიძლება პრობლემები შეგექმნათ თუ ტელეფონი დარუთულია.
Source / Credits given to:Xda-DevelopersGalaxys3rootSammobile This post has been edited by BeCooL on 21 Dec 2013, 23:58