დღეს ვისაუბრებთ რუთთან(root) დაკავშირებით თუ რა არის ის,როგორ "გამოვიყენოთ",რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და სხვა.
დავიწყოთ სულ თავიდან თუ საიდან წარმოიშვა ეს სიტყვა, როგორც იცით Android დაფუძნებულია unix სისტემაზე რაც იმას ნიშნავს რომ ეს მობილური პლატფორმა მთლიანად გახსნილია,ნებისმიერ მომხამრებელს შეუძლია მოახდინოს მისი მოდიფიცირება და გემოვნებისამებრ დაამატოს ან წაშალოს მისთვის სასურველი კონპონენტი, ალბათ ისიც გეცოდინებათ რომ ეს სისტემა პირველ რიგში დეველოპერებზე ორიენტირებული OS არის აპლიკაციის შემქმნელებს(ანუ დეველოპერებს) არ სჭირდებათ არანაერი სერთიფიკათი რომ შექმნას აპლიკაცია android-ზე ამიტომაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ცოდნა და დაიწყოს წერა app-ების. ამ სისტემის ასეთმა გახსნილობამ მას ძალიან ბევრი დადებითი და ცოტა უარყოფითი მხარეებიც აღმოუჩინა(უსაფრთხოება,შედარებით ცუდი ოპტიმიზაცია...) ამაზე შემდეგ ვისაუბროთ ახლა კი უშუალოდ root: ტერმინი root(root-„ფესვი“) Android-ში Linux-ის სამყაროდან შემოიჭრა რომელშიც ამ სახელით მოიხსენიება იუზერი ადმინისტრატორის შეუზღუდავი შესაძლებლობებით, განსხავება ის არის რომ Linux-ში რუთ უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ <sudo –s> ბრძანებისა და პაროლის ჩაწერა ხოლო Android-ში კი სხვაგვარად ხდება. Android დევაისზე როგორც წესი აკრძალულია რუთი ამიტომაც ქარხნულად არ მოყვება(მხოლოდ სისტემას შეუძლია რუთ უფლების გამოყენება) ტექნიკურად კი არ არის ანდროიდში უტილიტი su ან sudo ბრძანებით შესაძლებელი გახადოს root. “დარუთვისას“(rooting) მოწყობილობა სხვადასხვა მეთოდით ახდენს ინტეგრირებას su ბრძანებისა და გრაფიკული აპლიკაციის SuperUser-ის სახით რომელიც აკონტროლებს რომელ app-ებს შეეძლებათ root უფლებით სარგებლობა და რომლებს არა, როგორც წესი მარტივად რო ვთქვათ ამისათვის იყენებენ ექსპლოიტებს რომლებიც ექსპლუატაციას ახდენენ ლინუქსის კერნელის(ბირთვის) რის შემდეგადაც ან ავტომატურად ან ხელით ინსტალირდება SuperUser.apk, იმედია მარტივი და გასაგები ენით არის ტერმინი განმარტებული ეხლა გადავიდეთ რუთის სახეობებზე:
· Full Root - მუდმივი რუთ უფლება,ხსნის ნებისმიერ შეზღუდვას. ოპერაციული სისტემის განახლება არ არის რეკომენდირებული.
· Shell Root - Full Root-ის ანალოგიური გამონაკლისია მხოლდო /system/ ფოლდერთან წვდომა შეზღუდულია.
· Temporary Root - დროებით რუთ წვდომა. მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ roto ქრება.
ესეც გავარკვიეთ თუ რა ტიპებია, როგორც ყველაფერს რუთსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე მოდი განვიხილოთ ისინი:
უარყოფითი მხარე:
თქვენ კარგვათ გარანტიას:
თუკი თქვენი მოწყობილობას ჯერ კიდევ აქვს გარანტიის ვადა და თქვენ მოგიწიათ დევაისის დაბრუნება დარუთულ სმარტფონზე(პლანშეტზეც) შეგექმნებათ პრობლემა სერვის ცენტრი უარს იტყვის მის შეკეთებაზე!
შენიშვნა

რათქმაუდნა არსებობს გზები რითაც დევაისს გაუეკთებთ unroot-ს ანუ წაშლით რუტ უფლებას)
შეიძლება მოწყობილობა გადააქციოთ აგურად:
თუკი ზუსტად არ მიყევით ინსტრუქციას და დაუშვით შეცდომა ან მობილური მოწყობილობა შუა პროცესის დროს გაითიშა მოხდება ეგრედ წოდებული სოფტ ბრიქი(soft break) ანუ თქვენი დევაისი გახდება გამოუსადეგარი აღარ ჩაირთვება(მწარმოებლის ლოგოტიპს არ გაცდება).
შენიშვნა

უკვე საკმაოდ გამარტივდა დარუთვა მომხმარებელი ფაქტიურად მხოლოდ 1 კლიკით რუთავს დევაის ამიტომაც სოფტ ბრიქის შანსი ძალიან მცირეა თუკი ისე მოხდა რომ აღარ ჩაირთო არსებობს სხვადასხვა გზები სისტემის აღდგენის)
თქვენ კარგავთ OTA განახლების საშუალებას:
ყველა წელში და ხშირად უფრო მალეც თქვენი დევაისი იღებს ოფიციალურ განახლებებას მაგალთად android 4.1.2 ვერსიიდან android 4.4 ვერსიის, თუკი თქვენ დარუთავთ მოწყობილობას შემდეგ კი ოფიციალურ განახლებას გაუკეთებთ დაკარგავთ რუთ უფლებას და ვეღარ ჩაწერთ სანამ კიდევ არ "შეტეხენ" ახალ ვერსიას ანდროიდის.
დადებითი მხარეები:
თქვენ გექნებათ ბევრად უფრო მრავალფეროვანი და სრული შესაძლებლობები:
რუთინგი საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ ქასთომ rom-ები - სხვა ვერსიები ოპერაციული სისტემის მაგალითად შეგიძლაით ჩაწეროთ HTC Sense-ს სამომხამრებლო ინტერფეისი nexus მოწყობილობაზე ან პირიქით მაგალითად Samsung Galaxy დევაისებზე ჩაწეროთ "სუფთა" ანდროიდ ვერსია. ასევე custom rom-ები გაძლევთ ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს დამატებულია ახალი ფუნქციები ამოღებულია ზედმეტი მწარმოებლის მიერ ინტეგრირებული აპლიკაციები.
შეგიძლიათ გაზარდოთ წარმადობა და ბატარიის სიცოცხლისუნარიანობა:
სხვადასხვა ანდროიდ სისტემის მოდიფიცირება იძლევა სხვადასხვა შესაძლებლობას, მაგალითად CyanogenMod-ის რომები ოპტიმიზირებულია ბევრად უფრო დიდ პერფორმანსზე რომელიც თქვენ მოწყობილობას უფრო სწრაფს ხდის, სხვა მხრივ Oxygen გეხმარებათ ბატარიის დაზოგვაში.
root უფლების შემდეგ თქვენ თავად შეგიძლიათ არეგულიროთ პროცესორის სიხშირეც მაგალითად SetCPU აპლიკაციის მეშვეობით.
დამატებითი შესაძლებლობები:
შეგიძიათ რუთის შემდეგ აპლიკაციის ქეშები გადაიტანოთ MicroSD ბარათის მეხსიერებაზე რითაც შიდა მეხსიერებას დაზოგავთ, ასევე გადაუღოთ ვიდეო ეკრანს, დააყენოთ firwall და სხვა მრავალი.
ეხლა უკვე იცით თუ რა არის რუთი,რისთვის არის საჭირო და რა დადებითი/უარყოფითი მხარე აქვს დანარჩენი თქვენზე არის დამოკიდებული გადაწყვეტთ თუ არა დევაისის ადმინისტრატორის როლში ყოფნას.
როგორ დავრუთო ჩემი მოწყობილობა?
ამაზე კონკრეტული პასუხი არ არის რადგან ყველა მოწყობილობა სხვადასხვაგვარად ირუთება მაგალითისთვის Motorola-ს ფირმის Droid მოდელების ხაზს აქვს ექსპლოიტი სახელწოდებით Razr blade, Sony Xperia სმარგონებისთვის DooMLoRD Easy Rooting Toolkit და სხვა.
ასევე არის პროგრამები რომლებიც თავსებადია სხვადასხვა მოდელებთან ესენია[დაწვრილებით პოსტის ბოლოს]:
· Vroot - ჩინური მარტივი აპლიკაცია რომელსაც საკმაოდ ბევრი დევაისის მხარდაჭერა აქვს, შესაძლებელია Android 4.4 KitKat-ის დარუთვაც, იწერება ჩინური UI-ს მქონე SuperUser. ოფიციალური საიტი
http://goo.gl/Q28vfi· MTK Droid Tools - ანალოგიური პროგრამა რაც Vroot, შეუძლია ასევე ბექაპის შექმნა და აღდგენა,patch boot-ის შექმნა და სხვა. ოფიციალური საიტი
http://goo.gl/Bl64Na· RootGenius - პატარა პორტატული სოფტი არ საჭიროებს ინსტალაციას როგორც ზევით ჩამოთვლილს ესეც one click პრინციპით მუშაობს. ოფოციალური საიტი
http://goo.gl/7g187l· Razr blade - ექსპლოიტი(.but ფაილის სახით) Motorola-ს ფირმის droid razr სერიის მოწყობილობებისათვის. გადმოსაწერი ლინკი
http://goo.gl/CLhOkYეს პროგრამებია რომლებიც დღეს აქტიურად გამოიყენება თუკი რომელიმე მათგანმა არ დარუთა თქვენი დევაისი გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით ნახეთ ალტერნატიული უტილიტი.
დარუთვის პრინციპი:
დაახლოებით 2-3 წლის წინ ანდროიდ დევაისი დარუთვა საკმაოდ შრომატევადი იყო და ბევრად უფრო დიდი შანსი იყო ტელეფონის აგურად გადაქცევის დღეს კი ყველალფერი შეიცვალა root უფლების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი ღილაკზე დაკლიკება და დევაისი დარუთულია სანამ ამ პროცედსრას დაიწყებთ მანამდე კი აუცილებლად უნდა ჩართოთ სმარტფონში/პლანშეტში USB debugging ამისათვის კი შედით Setting > Developer Option(4.3 ვერსიის შემდეგ ეს განყოფიელბა დამალულია გამოსაჩენად შედით about phone-ში და 7-ჯერ დააკლიკეთ Build Number-ს) დეველოპერის პარამეტრებში კი ჩართეთ USB Debugging.
როგორ შევამოწმოთ დარუთული არის თუ არა?
დარუთვის შემდეგ მენიუში უნდა გამოჩნდეს(მაგრამ აუცილებელი არ არის) SuperUser ან SuperSu აპლიკაცია.
აპლიკაციის ჩართვისას უნდა მოგთხოვოთ root უფლება.
პროგრამა რომელიც ადრე არ მუშაობდა(და რუთს საჭიროებდა) მთლიანად ფუნქციონალური გახდება.
ემულატორის ტერმინალში su ბრძანების ჩაწერისას უნდა გამოჩნდეს "#" მისალმება
ლექსიკონი:
ROM - ინგ. (Read Only Memory) მხოლოდ მეხსიერების კითხვისთვის ქართული შესატყვისი არ გააჩნია და როგორც ხედავთ ცუდად ჟღერს.
OTA - (ინგ. Over-the-air) - განახლება პირდაპირ ტელეფონიდან.
Custom ROM - არაოფიციალური, 3rd party დეველოპერების მიერ მოდიფიცირებული სისტემა.
overclockers.ge [Shopen]