
შენ ორგანულად გძულს ხო, ეგ huawei/lenovo-ები.
ერთი ჰუავეი მეც ჩამივარდა ხელში, ჯეოსელი რომ ყიდიდა ადრე. ისეთი იყო, რომ Google-ში ინფორმაციაც კი არ იძებნებოდა. მგონი, ექსკლუზიურად ჩვენთან გაასაღეს ჩინელებმა.
მოკლედ, გადავწყვიტე ექსპერიმენტებისთვის გამემეტებინა.
ტელეფონის გამოწურვა, ოდითგანვე მომწონდა, ჯერ კიდევ sonyericsson-ის და მერე უკვე symbian-ის ხანაში.
ზოგი soft broken ტელეფონებიც გამიცოცხლებია, გუგლის და რაღაც გაურკვეველი პროგრამების საშუალებით, მაგრამ ანდროიდზე იქამდე არაფერი მიცდია, მაინც ვერიდებოდი.
ხოდა, თავიდან ჯეოსელის sim lock-ის მოხსნა გადავწყვიტე, მაგრამ როგორც ბევრი ძიების მერე დავასკვენი, მხოლოდ ფასიანი გადაწყვეტა არსებობდა, ამიტომ შევეშვი.
მერე დარუთვა მინდოდა და რაღაც ჩინური one click პროგრამა დავაყენე, რომელსაც თურმე სხვა ენა არ ჰქონია და ყველა ღილაკი გამოვცადე, თუმცა მაინც არაფერი ეშველა.
ეგეც დავიკიდე.
რადგან არ დაირუთა, ვიფიქრე სისტემას დავაყენებ-მეთქი.
გაგონილი მქონდა, რომ რაღაც cyanogen არსებობდა და XDA ფორუმზე დავუწყე ძებნა მოდელის მიხედვით, მაგრამ მერე ვნახე, რომ თურმე, არც კი იგუგლებოდა, რაის xda.
მერე ვიფიქრე, ქარხნულ სისტემას მაინც გადავაყენებ-მეთქი და არც ეგ გამოვიდა.
ამ ძიებაში კი, გავარკვიე, რომ custom rom-ის დასაყენებლად, Bootloader -ის unlock ყოფილა საჭირო, რომელიც უემეტესად მწარმოებლის მიერა დაშიფრული. განსაბლოკად გადმოვწერე რაღაც პროგრამები, მაგრამ ანტივირუსი შლიდა და დავანებე თავი.
თან ისიც ეწერა სადღაც, რომ ზოგჯერ ოპერატორებიც შიფრავენ ცალკე, რაც Root-საც და Custom Rom-ის დაყენებასაც შეუძლებელს ხდის.
ვიფიქრე, ალბათ ჯეოსელმა რომ იჩალიჩა, მაგის შედეგია-მეთქი და ამიტომ საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი.
სადღაც ნახევარი წლის შემდეგ, ერთმა მთხოვა, რაღაც პროგრამის დაყენება. კონკრეტული ფუნქცია სჭირდებოდა.
ერთი მოვნახე, მარტო გამოსადეგი, მაგრამ root იყო საჭირო და მიუხედავად ცუდი წარსული გამოცდილებისა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ვცადე რომელიღაც one click root პროგრამა მაგის ტელეფონზე. შედეგად, ძალიან მარტივად დაირუთა და იმ პროგრამამაც იმუშავა.
ამაზე, ის ჰუავეი გამახსენდა და მანდაც გამოვიყენე, იგივე პროგრამა. ჩემდა გასაკვირად, ესეც ჩვეულებრივად დაირუთა. და ამან ისევ მომიყვანა custom rom-ის დაყენების მუღამზე.
რომ დავგუგლე, ამ დროში, უკვე გაჩენილა, რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის rom-ები. მართალია, ამ მოდელის მაინც არ იყო, მაგრამ მთავარია რაღაც მსგავსი ხომ იყო.
ADB-ის და Fastboot-ის CMD-ით ბრძანებებით ბევრი ვცადე, მაგრამ კომპიუტერიდანაც და SD დისკიდანაც Error Abort-ს აგდებდა.
მერე გამახსენდა, რომ იმ bootloader-ის unlock ბრალი შეიძლება ყოფილიყო.
ვნახე, რომ მაგ huawei-ის გაუკეთებია საიტი, unlock კოდების მისაღებად, მაგრამ product ID უნდა მიგეთითებინა, რაც სისტემაში არ მოიძებნა.
რაღაც generator პროგრამები გამოვიყენე, მაგრამ საიტზე მაინც შეცდომას აგდებდა.
ინფორმაციის მოძიებით, ბოლოს, ისევ ჯეოსელის ბრალეულობამდე მივედი და ვიფიქრე, რომ ეტყობა მაგან შეცვალა რაღაც სისტემაში ან თავისი დააყენა და ალბათ მაგის გამო ორიგინალი product id აღარ იძებნებოდა.
რის გამოც, საბოლოოდ უნდა დამენებებინა თავი, თუმცა ბოლოს, უბრალოდ ერთი check ბრძანება გავუშვი - აღმოჩნდა რომ, bootloader unlocked ყოფილა

მერე რაღაც ვიდეო ვნახე, სადაც custom rom-ის დასაყენებლად ცალკე პროგრამას იყენებდა და არა თავად ტელეფონის Recovery-ის.
ეს იყო მგონი
https://play.google.com/store/apps/details?....flashify&hl=enმაგ პროგრამით კი, ის რაღაც Rom-იც ძალიან მარტივად დაყენდა და ჯეოსელის sim lock-იც მოიხსნა.
მოკლედ, საბოლოოდ გამოვიდა, რომ გამოუცდელ ხელს, ათას საეჭვო პროგრამას, გაურკვეველი ბრძანებების შეყვანას და სისტემური ფაილების წაშლას გაუძლო.
ამასთან ერთად, დაირუთა, Android 5.1-ის Custom Rom მოდიფიკაციაც დაყენდა ზედ და sim/network lock-ის მოეხსნა.
ასე, რომ არც ისე გაჭირვებული და მომაკვდავი ყოფილა და მონდომების შემთხვევაში, მაგ დეველოპერული Nexus-ის ალტერნატივადაც შეიძლება გამოიყენოს, მსგავსი საქმიანობის მოყვარულმა.....
This post has been edited by Accident on 27 Jul 2016, 09:32