მირჩიეთ სმარტფონი ახალი რიგით N4 თემა, წარმატებებს გისურვებთ!
Android Club - მოსაწესრიგებელი და გამოსაცოცხლებელია, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენ მოდერატორები, დღეს გადავხედე თემებს და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი თემაა "მირჩიეთ სმარტფონი", როგორც წესი როცა თემა 100 გვერდს ცილდება იხურება და იხსნება ამ თემის გაგრძელება, ეს თემა გაცდა უკვე 100 საც და 300 საც, ჩვენი Android Club -იც გამოსაცოცხლებელი,გასამრავალფეროვნებელი და გასანახლებელია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ მირჩიეთ სმარტფონი #3 (მესამე) თემას.
წინა ორი თემის ავტორები:WiSpErმირჩიეთ ტელეფონიBeCooLმირჩიეთ სმარტფონიასევე ამ თემას თავს დავურთავ ამ Club -ის ერთ-ერთი მოდერატორის წინა თემის ტექტს, რომელიც მოიცავს ბევრ რამეს ერთად, გილოცავთ ახალ თემას და გისურვებთ წარმატებებს!
BeCooL-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ თემაში ვურჩიოთ ერთმანეთს თუ რომელი სმარტფონი (ვ)იყიდოთ და რატომ.
როცა სმარტფონს (ვ)ყიდულობთ გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი: რათქმა უნდა მონაცემები, ელემენტის ხანგრძლივობა, ფასები ახლის/ნახმარის ახალივით მდგომარეობით, ასევე საერთაშორისო/ამერიკული ვერსიები ქსელზე მიბმული, კამერა, დიზაინი და კიდევ სხვა არც თუ ისე მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ნიუანსები.
წინა თემიდან გამომდინარე ძალიან ბევრს ქონდა შეკითხვა სამსუნგის სმარტფონებთან დაკავშირებით და გაითვალისწინეთ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ჩვენი ამ განყოფილების მომხმარებლების გამოცდილებიდან ერთი რამ აშკარაა რომ ჯობია ცოტა ძვირი გადა(ვ)იხადოთ და საერთაშორისო ვერსია (ვ)იყიდოთ ვიდრე ქსელზე მიბმული სმარტფონი და იაფად რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს უამრავი პრობლემები, როგორიცაა: სისტემურად დაბლოკილი 4G სიხშირეები, Hotspot-ზე პრობლემები, დაბლოკილი ბუთლოადერები(არ ირუთება, Custom Mod არ კეთდება), ოპერატორის მიერ თანდაყოლილი "ნაგავი" აპლიკაციები = რესურსის/ელემენტის უაზროდ ჭამა, ასევე ელემენტის/სისტემის "ცუდი" ოპტიმიზაცია, დაგვიანებული განახლებები, ოპერატორის მიერ გამოწვეული ცვლილებები სისტემაში/ფუნქციონალობის მოკლება.
მითუმეტეს სამსუნგის შემთხვევაში, 100%-ით ჯობს საერთაშორისო ვერსიის ყიდვა. თუნდაც ეს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ აღმოაჩნდეს, სისტემის ოპტიმიზაციაში/ელემენტის ხანგრძლივობაში გაცილებით ჩამორჩება ამერიკული ვერსიები.
ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიწეროთ სმარტფონები ამერიკიდან:Amazon.com - ძირითადად ახალი სმარტები (ყველაზე სანდო საიტი უპრობლემო ადმინისტრაციით).
Ebay.com - აუქციონი სადაც ძირითადად ნახმარი სმარტები იდება ახლებთან შედარებით იაფად. მაგრამ კარგი დაკვირვება გმართებთ სანამ რამეს გამოიწერთ რადგან Ebay-ს ადმინისტრაცია უმეტეს წილად გამყიდველის მხარეს იჭერს რაღაც პრობლემის დროს. შეხედოთ უნდა გამყიდველის რეიტინგს, კომენტარებს, სმარტფონის ზუსტ აღწერილობას და შემდეგ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა მაგისგან ყიდვა.
Bestbuy.com - პირდად მე არ გამომიყენებია და რჩევებსაც ვერ მოგცემთ ამ საიტთან დაკავშირებით, თუმცა უცხოელები ხშირად იყენებენ Bestbuy-ს, მნიშვნელოვანი Sale-ბი აქვთ ხოლმე ხანდახან
Swappa.com - ეს კი Xda-ს მიერ რეკომენდირებული საიტია, არც ეს არ გამომიყენებია, ვერაფერს გეტყვით Swappa-ზე.
Aliexpress.com - ეს კი ჩინელების მარკეტი

აქედან ძირითადად ჩინური ბრენდის სმარტფონებს იწერენ ხოლმე როცა სხვაგან უფრო ძვირად დევს/ან საერთოდ არ დევს. მე პირდად არ ვენდობი ჩინელებს და პრეტენზიების შემთხვევაში ადმინისტრაცია როგორ რეაგირებს არც ეგ არ ვიცი, პლუს ამას უმეტესად 1 თვე + უნდა რომ ჩამოვიდეს...
რაც შეეხება საქართველოს,
Forum.ge და
Mymarket.ge ყველამ იცის მემგონი და არაფრის აღწერილობა არ უნდა. უბრალოდ ჩემი პირადი სუბიექტური თუ ობიექტური აზრით, როცა ნახმარს ვყიდულობ სმარტს, ყოველთვის აქ მირჩევნია ვიყიდო, ყველა ყველას იცნობს, გადაგდების და მოტყუების შანსი თითქმის 0-ია, რასაც Mymarket.ge-ზე ვერ ვიტყვი.
მობილური ტელეფონები მობილურების ყიდვა-გაყიდვის განყოფილება.
ყიდვა// გაყიდვა// გაჩუქება// ხოლო ეს კიდე ჩვენს განყოფილებაში.
http://www.mymarket.ge/ka/ქართული მაღაზიების ბმულები სპოილერში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ბმული:
მირჩიეთ ტელეფონითემის ავტორი:
WiSpErP.S.
თუ რამე შენიშვნებია თემასთან დაკავშირებით, ან თუ რამე ჩასამატებელია დაწერეთ და ჩავამატოთ
