მოკლედ შეიძლება ვინმეს აინტერესებს მაგიტომ ჩემს შეფასებას დავწერ Xiaomi mi 9 se - ზე რომელიც 1 კვირის უკან შევიძინე
არ მომწონს ის რომ როცა ბლოკავს ტელეფონს ხელის ანაბეჭდით თუ რაც ქვია საკმაო დრო უნდა მარა მთლად ისეთიც არა რომ ნერვებზე აგშალოს. პლიუს ამას თავიდან მიჭირდა გაბლოკვა იმიტომ რომ თუ აი უზუსტესად არ დაადე ვერ ცნობდა მერე მიეჩვევევი რა მანერას როგორც უნდა დააჭიროთ.
ბატარეას რაც შეეხება კომენტარებში წერდნენ რომ დიდი არაფერია მაგრამ საწყალი ტელეფონი სულ ვხმარობ დაკი მიძლებს დღე და ნახევარიც კი რა ქნას მეტი.
მომწონს ასევე ვინც ბევრს კითხულობს ტელეფონიდან რამე ინფორმაციებს სასიამოვნოდ მრგვალი და მოლამაზო ფორმა აქვს ასოებს აი გსიამოვნებს გითხრა თითქოს. ასევე ლამაზი ნათელი ფერები აქვს ვიდეოებს და სურათებს ფეისბუკზე და ინსტაგრამზეც.
არ ვიცი რატო წინათაც ანდროიდის ვიყენებდი და მანდ არ იყო ისეთი აპლიკაციები რომელიც მჭირდებოდა და აქ დამხვდა. ერთი აპლიკაცია რომელსაც სულ ვიყენებდი და აქ სამწუხაროდ არ გამიხსნა ეს არის TripAdvisor. კომენტარებში ვნახე სხვა ქსაიომებშიც თუ შაომებშიც არ ხსნის.
აუდიოს რაც შეეხება მე კმაყოფილი ვარ არაფერი დასაწუნი არ აქვს.
სურათები, წინა ტელეფონი ასე ვთქვათ თითქოს გახუნებულ სურათებს იღებდა ეს ზოგჯერ ცოტა მკვეთრი მეჩვენება მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ.
არ მომწონს ის რომ ესემესები რომ მოდის წამში ამოანათებს მერე ქრება და ზედა მხარეს არ რჩება რომ მოსულია თუ არ გახსენი და შეხვედი.
აჰ რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა რომ ბატარეა არ ხურდება ან ხელი არ გიცხელდება დიდი ხანი რომც დაიჭირო ტელეფონი მაინც ძნელად ჯდება და ძალიან მალე იტენება.
რავიცი იმედია ვინმეს გამოვადექი