ეხლა ვუყურე ჩანაწერს
ნუ მიქსი ყოველთვის ლატარეაა იმ პონტში რომ ყოველთვის უცნაურ სასტავებს აყენებენ ხოლმე
მაგრამ ეხლა სეზონის დასაწყისში როცა ყველას ფორმაში შესვლა, უნდა თან ოლიმპიადის წელია, აშკარად უძლიერესი დააყენა ყველამ
ვაი გერმანიის გულშემატკივრებს ეს თუ ჩვენი მიქსის და ზოგადად ნაკრების ნამდვილი სახეა
ნუ ბოლო გაცვლამდე ნორმალურად მივდიოდით და პოდიუმის შანსიც კი გვქონდა
მაგრამ რაც მერე გრაფმა ჩაიდინა იმენა კატასტროფა იყო, თან ძაან დიდი
ფურკადმაც არა ნაკლები განიჭა, მაგრამ ეტყობა რომ ფორმაში არაა
ბოლო მეტრებში არც უბრძოლია ბოსთან უბრძოლველად დაჯერდა მესამე ადგილს
ჩეხებს საღოლ ძაან სტაბილური და იმედის მომცემი ნაკრებია ოლიმპიადაზეც დარწმუნებული ვარ არა ერთ მედალს აიღებენ
სხვა მხრივ კი ყველაფერი ეხლა ხურდება და ჯერ ყველაზე საინტერესო წინ გველის სოჭში