შარშანაც იგივე ვთქვი და ეხლაც ვიტყვი:
სტენლის მარტო კლასის ხარჯზე ვერ მოიგებ: ჟილკის, ჯიგრის, თავდადების, სრული მობილიზაციისა და ბოლომდე დახარჯვის გარეშე.
ბაილსმა შარშანდელი სეზონის მერე უნდა გაეშვათ.
მერამდენე წელია პრიმადონების გუნდს უდგას სათავეში.
ბოსტონს აქვს შემუშავებული სტრატეგია, როგორ ეთამაშოს პინგვინებს.
ეცადე არ გაუშვა პირველი და თავად გაიტანო. ჩაუშალე თამაში, ებრძოლე ყოველ მონაკვეთზე, არ მისცე ამოსუნთქვის საშუალება, იოლი შანსები, თამაშში დაბრუნების საშუალება, მოუშალე ნერვები, ამოაგდე ჩვეული თამაშის კალაპოტიდან და არ მისცე საშუალება იპოვოს თამაშის რიტმი, გადაჯგუფდეს და დაალაგოს თამაში.
ბაილსმას კი მხოლოდ ძლიერი მოთამაშეებითა და ტაქტიკური სქემებით უნდა ფონს გასვლა.
პიტსბურგი არ ცდილობს აქტიური თამაშით თავიდანვე მოწინააღმდეგის თამაშის განეიტრალებას, არ უფრთხილდება შანსებს... და ამით მეტოქეს საშუალებას აძლევს თვითრწმენა და თავდაჯერება შეინარჩუნოს.
ისე იქცევა თითქოს არ აქვს მნიშვნელობა დასაწყისში რამდენს გაუშვებს, რამდენ თამაშს წააგებს, რადგან კლასის ხარჯზე მაინც შეძლებს თამაშის და სერიის შემოტრიალებას.
აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ, რომ სახლში მეორე თამაშში, რომელშიც აუცილებლად მოგება გჭირდება, ექვს(!!!) შაიბას გაუშვებ.
გუნდი ფსიქოლოგიურად მოშლილია. ეს იმიტომ მოხდა (მერამდენედ!), რომ არ ესმის ბაილსმას პლეიოფის ფსიქოლოგია. ეს არ არის გრძელი სეზონი, სადაც ყოველთვის გაქვს დრო ამოსუნთქვისთვის, გადაჯგუფებისა და საკუთარი თამაშის პოვნისთვის. ძლიერ მოწინააღმდეგესთან თუ თავიდანვე რიტმიდან ამოვარდი, სანამ შენ თამაშს იპოვი, სერიაც დამთავრდება.
This post has been edited by Zapoidi on 4 Jun 2013, 13:09