პროსტა არ ველოდი შენი შეგნების კაცისგან.
რუსეთს ბევრი ყავს გამწარებული საქართველოში და ბოლო წლებში არაფერი გაუკეთებია ვინმეს შეყვარებოდა, მაგრამ ასეთ შოვინისტუ-ნაციონალისტურ რაღაცას რომ ვხედავ, თმები ყალყზე მდიგება ხოლმე.
რუსეთის რამენაირად გამართლებისგან შორს ვარ, მაგრამ ასეთ რამეს რომ იძახი დაფიქრებულხარ ასეთ 2 რამეზე:
1) სხვამ უკეთესი რა მოგვიტანა---გინდ ძველი ისტორია აიღე და გინდ უახლესი
და
2) მართლა მოსკოვი-პეტერბურგი რომ დარჩეს, როგორ ფიქრობ მუსულმანური სამყაროსგან ვინ დაგვიცავს--- ჩრიდლო კავკასიელებს ჩვენ შევაკავებთ? ეტყობა ''ბოროტი'' რუსებთან ცხოვრებამ დაგვავიწყა ლეკიანობა რა იყო.
ანაც ჩვენი ახალი ''ძმები'' თურქები მოგვხედავენ--ისედაც წყნარად, ტექნიკურად და მიზანმიმართულად გვათურქებენ ჩვენ დიდებული აწ უკვე ყოფილი მთავრობის ხელშეწყობით. იქით ირანია კიდევ და ათასნაირი ვაჰაბიტ-ჯიგიტები, რომლებსაც თავიდან დიდებული ვაშინგტონი მოგვაშორებს არა? დაახლოებით ისე, როგორც იმ ბიჭებს ეხლა ავღანეთში და ერაყში თითქმის ყოველდღე რომ იღუპებიან.
ნაციონალების მიერ 9 წლის მაინძილზე განხორციელებული ტვინისგამორეცხვის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ასეთი კატეგორიებიუთ რომ აზროვნებს, გასაკვირი არაა, მაგრამ შენნაირი დაფიქრებული კაცისგან მაგრად გამიკვირდა\
ამ ტემის პოლიტიკურ დებატებზე გადაყვანას არ ვაპირებ, მაგრამ ამ პოსტს ისე ვერ დავტოვებდი და ყველას ბოდიში თუ რამით ვაწყენინე.
რაც შეეხება უშუალოდ კოვალჩუკის თემას
ჩემი აზრი ისეთია, რომ ეს გადაწყვეტილება ორივე მხარეს ძალიან აწყობდა--კოვალჩუკს რუსეთსი დაბრუნება უნდოდა და ამ ოთხ წელიწადში თითქმის იმდენივეს აიღებს რასაც ნიუ ჯერსიში იზავდა მთელი კონტრაქტის ბოლომე ჩათამაშების შემთხვევაში.
ნიუ ჯერსიმ კი ამით მაგარი ფული გამოათავისუფლა----2021 წლამდე კოვალჩუკისთვის 50 მილიონზე მეტი უნდა მიეცათ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერსის ფული ახლა მაგრად უჭირს, ახალ მფლობელს ეძებს და გუნდი ბანკროტია, ეშმაკებს ყველაფეირ მაგრად წაადგებათ. გენ მენეჯერი ლამორელო კი უკვე ახალ გუნდს აშენებს---ახლა პროსტა შეკრიბეს სასტავი და თუ გამოვა გამოვა რამე, თუ არადა ტრაგედია არ იქნება--მთავარია, ფარმში ჰყავს ახალგაზრდები, მომავლის კიპერი ჰყავს შნაიდერის სახით, მომავლის დაცვის ბურჯი ლარსონის სახით და თუ ფინანსური მდგომარეობა გამოსწრდება, 2-3 წელიწადში ისევ კონტენდერებში იქნებიან.
თორემ აბა ისე ვის ჰგონიათ, რომ ჰოკეიში ერთ-ერთ უდიდეს გაიძვერად ცნობილი ლამორელო ასე უბრალოდ გაუშვებდა კოვალჩუკს და არაფერს მოთხოვდა---აწყობდა და მაგიტომ გააკეთა. როგორც ეშმაკების ფორუმებზე ბაზრობენ, ეს შეთანხმება კოვალჩუკმა და ლამორელომ უკვ იანვარში დადეს, როცა ილიას კჰლ-დან დაბრუნებაზე იყო ბაზარი.
პ.ს. მე კი იმთ ვარ ბედნიერ რომ დაციუკი დეტროიტში დარჩა
Yzerman is not the youngest, the strongest, nor the fastest, and he was never the biggest. But make no mistake, he is the maximus of gladiators, the man who fights wounded and bleeding, with a heart as large as any lion they spring on him.”