მორჩა რეგულარული სეზონი და ჩვენს სეზონზე პატარა რივიუ რო გავაკეთოთ..
პირველ რიგში წინა სეზონთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სეზონი გვქონდა და არც შეიძლებოდა რო არ გვქონოდა, იმიტომ რომ 2014/15 წლების სეზონი კატასტროფული იყო, მაგაზე უარესს ვერც დავდებდით

. ყველაფერში მოვუმატეთ გატანილი გოლებში, უფრო ნაკლები გავუშვით(თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვითი გუნდი ვიყავით წელსაც და სამუშაო ამაზე) ნუ ქულები წინა სეზონთან შედარებით 22-ით მეტი ავიღეთ. რაც მთავარია საკუთარ არენაზე გაცილებით უკეთესად ვთამაშობდით წელს, გასვლით შეხვედრებზე იგივეს ვერ ვიტყვი მაგაზე სამუშაო..
სპეციალ ტიმებზე.. პოვერპლეიზე სადღაც 17% იყო და მისაღებია.. 53 გოლი გავიტანეთ პოვერპლეიზე რაც ლიგაში მეექვსე შედეგი იყო, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ 14 შორთჰენდედი გავუშვით(კატასტროფა

) ერთი დალას ჰქონდა უფრო მეტი გაშვებული და მაგათმა როგორ მოახერხეს მიკვირს.
პენალტი კილ უჩვეულოდ სუსტი იყო წელს 77% მხოლოდ და 28-ე ადგილი ლიგაში, თითქმის ყოველი 4 PK-დან ერთ გოლს ვუშვებდით, რაც გამოსასწორებელია
ფეისოფებს რაც შეეხება, ვერმეტის და გორდონის წყალობით ლიგაში პირველი ადგილი გვეკავა 54%-ით
მთლიანობაში სეზონის დაწყების წინ რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ ძირითადად ისეთი მოთამაშეები რომლებიც ადრეც იყვნენ უკვე გუნდში. ვერმეტი, გორდონი ტიხონოვი,, მოკლედ ისეთი მოთამაშე არ დაგვიმატებია, პირველ-ლაინში რო ითამაშებდა და ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა დუკლეირზე და დომიზე გავაკეთეთ. სეზონის პირველი მეოთხედი დუკლეირი-ჰანზალი-დომის ლაინმა გვათრია.. მაგრამ მთლიანობაში მთელი სეზონის მანძლილზე ყველაზე სტაბილური მე-3 ლაინი იყო მარტინოკი-რიჩარდსონი-დონი..
მაიკ სმიტის ტრავმა სეზონის პირველ ნახევარში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ როგორც იტყვიან ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება დომინიგის პოტენციალი საერთოდ არ გვენახა სმიტს ტრავმა რო არ მიეღო.. პირველი ნახევრის შემდეგ პაციფიკში მეორე ადგილი რო გვეკავა დიდწილად მისი დამსახურებაა.
დონს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა 28 გოლი სეზონში 39 წლის მოთამაშისთვის ძალიან კარგი შედეგია, პლიუს 10 მულტი პოინტ თამაში ჰქონდა და აქედან ოთხი 3-ქულიანი თამაში იყო
ტრეიდ დედლაინზე ბოდკერის გაშვება კოლორადოში და ალექს ტანგეს დათრევა კარგი სვლა იყო. რამდენი წელია ახლა გამოავლენს პოტენციალს ახლა ახლა.... და ვერა და ვერ ჩაატარა ერთი სეზონიც კი სტაბილურად ბოდკერმა. ტანგეს წელს კოლორადოში 52 თამაშში მხოლოდ 22 ქულა ჰქონდა. რაც ჩვენთან გადმოვიდა 18 თამაშში 13 ქულა აქვს და აშკარად კარგად მოერგო გუნდს
მომდევნო სეზონისთვის ტანგე დასატოვებელია, დომმა და დუკლერმა კარგი სეზონი ჩაატარეს და გამოცდილებაც მიიღეს და ამ ბავშვებზე შეიძლება გუნდის აწყობა, ეს ჰანზალი მანახა ერთი სეზონს ერთი ამოსუნთქვით რა ატარებდეს, სულ ტრავმირებულია, დონისთვის მესამე ლაინზე თამაში არ არის პრობლემა და ასპარეზს ახალგაზრდებს დაუთმობს. თან პოვერპლეიზე თავისი დრო აქვს. ოლივერ ეკმან ლარსონი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მთავარია ტრავმები არ მიიღოს. სმიტი და დომინიგი ორი სოლიდნი მეკარეა, ლინდბაკი გასაშვებია, ძალიან სუსტი სეზონი ჰქონდა.
მოთამაშეების დამატებას რაც შეეხება კარგი იქნება 3 მოთამაშის დამატება სხვადასხვა ამპლუით.
1) პირველი ან მეორე ლაინის მოთამაშე ფორვარდი, სადღაც 25 გოლს და 50-55 ქულას რო მოარტყამს
2) ცოტა გრიდი ფორვარდი, ენფორცერი ჩიპჩურას სახით გვყავს, მაგრამ ცოტა ისეთი ფორვარდი გვინდა აგიტატორი და ჰიტერი(აი როგორც დარსი ტაკერი, მეთიუ ბარნაბი და შეინ ეივრი იყვნენ) ასეთები ლიგაში მაინცდამაინც აღარ დარჩა, მაგრამ მაინც შეიძლება პოვნა, თან ბევრი ლიმონი არ დასჭირდება მაგას
3) დაცვითი სტილის ფორვარდი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზონის დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ასეთი გვყავს მიჩალეკის სახით და ძალიან კარგი ბლოქშოტებზე და იშვიათადაც უშვებს შეცდომებს, მაგრამ ცოტა ფიზიკურად უფრო დიდი მცველი გვინდა, ძლიერი ჰიტები რო გააკეთოს და მოუ###ყნას კარგის ტრ### მეტოქის ფორვარდებს
დილან სტრომის დამატებაც კარგი იყო დრაფტზე მე-3 ნომრად. ჯერ 19-წლისაა, მოკლედ მომდევნო წელს უნდა დავდოთ პლეიოფი, თორე მოვკვდი სხვა გუნდების თამაშის ყურებით პლეიოფში