ხო ესე იგი გადასარევი ამბები ხდება დალასის თავს.
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რაც ფაქტია, გუნდი არის მეშვიდე ადგილზე დასავლეთ კონფერენციაში და დავიზინში უახლოეს კონკურენტთან ქულები გათანაბრდა. მერე რა რომ იგივე მერვეადგილოსან სან ხოსეს 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ფინიქსს კი ერთით. ფაქტი ფაქტად რჩება, დალასს აქვს შანსი რომ აღზევდეს მესამე ადგილზე, რასაც ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
ძალიან ცუდია რომ კალკგარის ზედიზედ მეორედ მივეცით ბონუს ქულა, თუმცა მათ 5 ქულით უსწრებენ და ეპატიებათ ალბათ მაინც.
შემდეგი თამაში ვარსკვლავებს ვანკუვერთან უწევთ და ძალიან მცირეა იმის შანსი რომ იქ გამარჯვებას მიაღწიონ, თუმცა ბონუს ქულა სავსებით რეალურია.
ასევე გავითვალისწინოთ, რომ ფინიქსელებს თამაში უწევთ პიტსბურგში, რაც არავისთვისაა ადვილი და შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ საერთოდ უქულოდ დარჩება მეტოქე.
Let's Go Stars!
This post has been edited by true_blood on 5 Mar 2012, 15:19
მიმაგრებული სურათი