ესეც ესეეეე
სამართალმა პური ჭამა, მოსამართლემ სასისკიო

სამწუხაროდ , როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი იყო ცალკარა, არავითარი ინტრიგა არ ყოფილა, იმდენად დიდი იყო კანადის უპირატესობა.
კანადა პირველია, ვინც ოლიმპიადა წაგების გარეშე მოიგო.
მას შემდეგ, რაც პროფები დაუშვეს იმ პერიოდს ვგულისხმობ, აბა მანამდე ოლიმპიადა კი არა, ტაკიმასხარაობა იყო, კომინუსტურ ქვეყნებს პროფესიონალის სტატუსი არ ქონდათ და წლობით შეთამაშებული სუპერმონსტრები სტუდენტებს ეთამაშებოდნენ ხოლმე, იმიტომაც იგებდა ძირითადად სსრკ.
კანადამ გაიმეორა ნაგანოში ჩეხების რეკორდი - ნეკერჩხლებმაც 0-ზე დაამთავრეს ფინალი, თუმცა პირველი გუნდია, რომელმაც 1/2 -იც შათაუტით დაამთავრა ( ვეჭვობ ოდესმე ვინმემ გაიმეოროს ეს).
ერთი სიტყვით კანადა იყო, არის და იქნება ჰოკეიში უპირველესი