პროგნოზები დაიდოს

რეგულარულში ტამპამ სისხლი გაუშრო რეინჯერს, ყველა თამაშI მოუგო, მარა ნირმა 1-3 დან დაქაჩა წინა სერია და მაგ დროს რაღაც, აღმაფრენას გრძნობენ ხოლმე გუნდები და მომდევნო სერიას აუცილებლად იგებენ

კანონზომიერებასავით ჩამოყალიბდა უკვე..ამიტომ მგონია რო მაინც ნირი გავა სუპერფინალში
დასავლეთს რაც შეეხება, ყველანაირი ლოგიკით ჩიკაგო პრობლემების გარეშე მოუგებს ანაჰაიმს, 4:1 ან 4:2 მგონია, თავიანთ, ცივსისხლიან სტილში, თითქოს რო გგონია თანაბარი დონის გუნდები არიანო, დაჟე პატარა უპირატესობასაც რო აგრძნობინებს მეტოქეს და აი მანდ ატყნავს ყველას და ყველაფერს.. კეინი და Co, ტიპებს სუსტი წერტილი არა აქვთ, როგორ გინდა მოუგო.. წინა წლებშI სადაც გამოვარდნენ მოტივაციის ნაკლებობითა და ზედმეტი თავდაჯერებულობით მოუვიდათ, ზედიზედ ორჯერ NHL,NBA, ფეხბურთში დიდი ხანია არავის არაფერი მოუგია და მაგ "პრინციპს" ესენიც ყოველთვის იცავდნენ

ანდერსენს არ აქ საკმარისი გამოცდილება რო სერია მოიგოს, ასეთ დროს კიდე მეკარეები ბევრ რამეს წყვეტენ, ერთი შეცდომა და თამაშI წაგებულია..კროუფორდიც არ ბრწყინავს მარა სად ჩიკაგოს მცველების გამოცდილება მძლავრი შეტევა და სად ანაჰაიმის მზარდი, პერსპექტიული მაგრამ მაინც გამოუცდელი დაცვის ხაზი და წინ პერი-გეცლაფის იმედად ყოფნა, მეტ ბელესკის კიდე კი აღარ აუყვავდება, ტიპმა ფრანჩაიზ რეკორდი დადო, ზედიზედ 6 საფლეი-ოფო თამაშში მინიმუმ 1 შაიბა აქამდე არავის გაუტანია..
ფაულერი, ვატანენი, დესპრესი, ლინდჰოლმი
გაუძლებენ ჩიკაგოს შემტევებს? რაღაც არამგონია

მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ PP, სილფერბერგმა საკუთარ თავში პეტერ ფორსბერგი გახსნა და ძაან პროდუქტიულია ტიპი, რავი ესეთი ტრანსფორმაცია არ მინახავს ჰოკეისტის..
იქით ტამპას , აქეთ ანაჰაიმს ვგულშემატკივრობ, მარა ბოლოს მაინც რეინჯერსი-ბლექ ჰოქსი გავლენ

სერიის პირველი თამაშები ადრეა ყურების პრობლემა არ უნდა იყოს
This post has been edited by Jarkko Ruutu on 14 May 2015, 14:40