11. Saburtalo Devils
ცენტრები
სტეენი-ფორსბერგი-პლეკანეცი
სამივე საშუალო სტატისტიკური ცენტრია და სამივე მეტნაკლებად თანაბარ ქულებს დააგროვებენ, მაღალი + ით, PP-ში კარგი თამაშით და კარში დარტყმებით, ფორსბერგი და პლეკანეცი წელს ცოტას მოუკლებენ..მთლიანობაში გუნდს არ დააღალატებენ და შესაბამის ქულებს აიღებენ, სამივე პირველი ლაინის კაცია, მარა გუნდები არ ყავთ ისეთი ამათგან კაცი 70+ რო ელოდო..
ლვ-ებზე
სიმონდსი-აასენი-მაკარტური
სიმონდსი სამწუხაროდ ისევ მეორე ლაინშI იქნება და იმდენ ქულას ვერ დააგროვებს რისი პოტენციალიც აქვს, ჟირუსთან რო იყოს თავისუფლად ვიტყვ 70 მდე ავა მეთქი.. ეხლა ნაკლებად, იგივე რო დადოს რაც წინა წელს კარგია.. PIM ექნება, PPG და PPP ყოველთვის კარგი აქვს და წელსაც იგივე შედეგს დადებს, გაუმჯობესების პერსპექტივით

მეექსვე რაუნდისთვის მშვენიერი პიკია, მამენტ კაკრას სამაგისო პიკია..
აასენი და მაკარტური 50 ის ფარგლებშI იტრიალებენ, PP-ში კლარკი გაატრაკებს.. PPG ებს დაყრის, მარა ცუდი ამბავი ისაა რო დაიმტვრა უკვე და რამდენს გამოტოვებს არ იციან ჯერ.. მამენტ გგუნდში საჭიროა, ირში ჩასვავ და როცა გამოვა დააყენებ, არ იქნება გუნდისთვის ზედმეტი.. აასენიც სტაბილურად მოიტანს ქულებს, თუ სტეპანთან და ნეშთან იყო სამეულში წინა სეზონის შედეგს გაიმეორებს ბეზ ბრაბლემ, თან ერთი პლუსი ისაა რო კარგი ლვ-ები არ ყავთ და დიდი ალბათობით პირველ ლაინში იქნება.. თუ.. თუ პროგრესირებადი და მართლა ძალიან კარგი იესპერ Fასტი არ გადაწიეს ნეშთან და მეტი სათამაშო დრო არ მისცეს, რაც ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.. შეილება სულაც კევინ ჰეისი დააყენონ პირველ ლაინში, ძაან სერიოზულ სეზონს დადებს ეგ..ცუკარელო მაინც რეგრესირებადი მგონია შეილება ნელ-ნელა ჩამოაჩოჩონ..
რვ-ებზე
პერი-ჰორნკვისტი
თუ ტრავმები არ მიიღეს თავისუფლად ავლენ 70 ზე ორივე, ეს გუნდი მგონი კარშI დარტყმების სტატისტიკას თავისუფლად მოიგებს.. საამისო ჰოკეისტები ბლომად ყავს :დ
კესელი კი მოვიდა გუნდში მარა ამით პატრიკას როლი არ დასუსტდება.. სავარაუდოდ მალკინთან იქნება.. PP-ც გარანტიტებული აქ, ტრავმა არ მიიღოს მთავარია.. პერიზე სათქმელი არაფერია.. ნებისმიერ სტატს დადებს რაც კი გვაქ, იმენა ყველაფერში გამოსადეგი კაცია:დ
მცველებზე
ბევრი მცველია..ამდენი არაა საჭირო, ჰამილტონი, მაზინი, რილი
თან რილიზე თქვა ბებქოქმა გუნდის ღერძი უნდა გახდესო და ნიჭიც ხელს უწყობს, დაცვის ლიდერი იყოს.. ეგ და გარდინერი დაიტვირთებიან მოკლედ..რილიმ 40+ უნდა დადოს ჩემი გათვლებით..
მაზინი ვოინოვის წასვლის მერე მაგრად დაფასდა ელეიში და უფრო გააგრძელებს პროგრესს..ეგეც მორიგი 40+ იანი მცველია.. კარგი + ით და PP-ში შემოგეშველება..
ჰამილტონმა კარგი კონტრაქტი აიკრა და უნდა დაამტკიცოს რო ღირსია იმ ფულის :დ თავიდან ალბათ ცოტა გაუჭირდება..მერე მოუმატებს.. მაინც ჯიორდანო და ვაიდმანი უფრო დაფასებული ხალხია კალგარიში და წინა პლანზე ეგენი იქნებიან.. ჰამილტონი ნიჭიერია, კარგია მარა, აი რაღაც აკლია რაა.. მე მაგალითად არ მომწონს

შულცის სტატისტიკაც შეიცვლება, აღარ მგონია რო ედმონტონი ესეთი ფარჩაკი იქნება.. ცოტათი გააუმჯობესებს თავის შარშანდელ შედეგს..
საკუთარი აზრის ვინმეზე მოხვევის მცდელობად ნუ ჩამითვლით მარა ჩემი გუნდი რო იყოს ვლასიჩI-სპურჯეონიდან ერთ-ერთს გავაგდებდი და კარგ მეპასეს ავიყვანდი, ცენტრს, სტეენს გადავსვავდი ლვ-ზე, გავბენჩავდი აასენს და ცენტრად დავიმატებდი ვინმეს, რომელიც სეზონის სტარტზე გამოჩნდება კარგი კუთხით რათქმაუნდა :დ გუნდი მეპასეს საჭიროებს

სეზონის სტარტი ასეა დასაწყები როგორცაა..
მეკარეებზე
რასკი.. მმმ.. გემრიელი ლუკმაა.. ბოსტონმა შარშანდელი ჩაგდებული სეზონი უნდა გამოასწოროს.. მაგრამ რესურსს ვერ ვხედავ:დ
მოგებები, სეივები, % ები ნორმალური ექნება,არც გადასარევი და არც საქმეში მოისაქმებს.. ნორმს სტატები ექნება მოკლეს..საიმედო კაცია რასკი..
მეისონმა შარშანდელი შედეგები თუ დადო მეკარეებში ამ გუნდს პრობლემა არ უნდა ქონდეს.. საშუალოზე ცოტა უკეთესი სტატები ექნება მთლიანობაში..
ლაკზე რა უნდა ითქვას..ნახევარ-ნახევარზე გაიყოფა მაგის და უორდის სათამაშო დრო.. მარა ძირითადად რასკს და მეისონს გაუფუჭებს ძლივს შეკოწიწებულ GAA-ს და %-ებს..
პროგნოზი: ალბათ ათეული
* * *
12. Gretzky
ცენტრებზე
მონაჰანი-დუბინსკი-დანო-განიე
მონაჰანი-დუბინსკი ძირითად ცენტრებად, ორივეს კარგი სეზონი ექნება, მონაჰანი ტალანტია, კალგარი ამაზე და გუდროზე აეწყობა წელს და დადებენ ბლომად ქულებს, PP-შიც
ისევე როგორც დუბინსკი, ტრავმმამ თU არ შეუშალა ხელი 65 მდე თავისუფლად უნდა ავიდეს, წელს კოლუმბუსისგან სასწაულებს ველი, იმედია არ ჩააჯვავენ :დ
დანო ალბათ არ დაიწყებს ჩიკაგოშI სეზონს მარა შანსს მისცემენ, ძაან ნიჭიერი ბიჭია.. არ გავაგდებდი ჯერ.. განიეზე გაურკვევლობა სუფევს.. სეზონს არ აწყებინებენ ძირითადში მგონი..
მოკლედ, იმ კონტრაქტით რაც აქვს ბოლო სეზონია, ძაან უნდა მოინდომოს რო მომავალ წელს კარგი კონტრაქტი აირტყას.. სეზონის განმავლობაში ალბათ მეორე ლაინამდე ავა, სიმონდსთან, მერე უკვე დრო გვიჩვენებს.. როგორც წესი კონტრაქტის ბოლოს ჰოკეისტები თავს იგიჟებენ, უკეთესი კონტრაქტის იმედით :დ
ლვ-ებზე
პასიორეტი-ჰუბერდო-კეინი
კეინის მაგივრად ძირითად ლვ-დ ჰუბერდოს დავაყენებდი მე, ჯერ, კეინი იმის ნახევარიც არაა რაც მაგაზე ავანსები იყო გაცემული, მითუმეტეს ეხლა ბაფალოში რას იზავს კაცმა არ იცის..ვერ გავრისკავდი მაგის აყვანას დაყენებას.. პასიორეტი ულაპარაკოდ.. ჰუბერდო-კეინში ჰუბერდოს ვამჯობინებდი..
რვ-ებზე
კესელი-ვრბატა-გალაჰერი
რათქმაუნდა პირველ ორს გარანტირებული ადგილი ძირითად რვ-ებად, ნუ გალაეჰერი Uთილზე რათქმაუნდა
გუნდი სავარაუდოდ A-ში ანუ ასისტებში ბოლო ან ბოლოდან მაქსიმუმ მესამეზე იქნება მუდამ
ასისტერები ფაქტობრივად არ ყავს..
მცველებზე
კარგები მარა არა სათანადოდ კარგები, ჰამპუსაა ცოტა ნორმალური..ხარამ აირტყა ტრავმა და როდის გამოვა არ იციან..მაიერსმა მინდა რო გაამართლოს.. პოტენციალს საერთოდ არ იყენებს.. იმედია მეორე სუნტქვა გაეხსნება ვინიპეგში და მეტი მოტივაცია ექნება..
კემპბელი რეგრესირებს და უფრო დაუფრო ნაკლებს ქულას იღებს.. საქმეს არ გააფუჭებს მარა 40 მდე ნაღდად ვერ მიაღწევს.. ქულებში კაცო :დ
მეკარე
ფლერი - ჰაი კლასი
ჰამონდი - შარშანდელის მერე ოტავას შტაბში დაფიქრდებიან, ვინ იქნება პირველი მეკარე? აზრზე არ ვარ.. ჰამონდი იმსახურებს შანსს, რომელსაც მგონია რო გამოიყენებს და ანდერსონს დააბექაპებენ..
ვასილევსკი ბიშოპს კარგად დაასვენებს ხოლმე და ეგ თამაშები უნდა დაიჭირო, შეილება შათ-აუტებსაც გამოკრა ხელი ამ ბიჭისგან.. მეტი დრო უნდა მიეცეს ასე ვფიქრობ.. ტალანტია სერიოზული..
მეკარეების ხათრით ვიტყვი რო ათეულისთვის და ცოტა მეტისთვის იბრძოლებს მეთქი, მარა A, P, PPG, PPA, PPP, გვგ ძაან ცუდი ექნება..ძაან გაუჭირდება ბრძოლა ათეულისთვის და ცოტა უკეთესისთვის :დ
* * *
13. მასწსაც არ დავწყვიტავ გულს.. მისაყვედურა წეღან :დ და მერე უნდა გავიდე

ცენტრებზე
კრაიდერი-კუზნია
ორივემ უნდა გააუმჯობესოს წინა სეზონის შედეგები, განსაკუთრებით კუზნიამ.. 40+ ქულას დადებს, ცოტა გადამეტებული თვითშეფასება კი აქ მარა არაა ცუდი ბიჭი, ბევრი რო ივარჯიშოს რაღაც დადგება მისგან.. თუნდაც წელსვე :დ
ცენტრებში აშკარად უჭირს, არც ფიშერია განსაკუთრებით რამის დამდები..ნუ დაციუკი როცა დაბრუნდება კრაიდერს შეუწყვილებს მერე მარა ეგ როდის დაბრუნდება, ან მერე როდის შებრუნდება ირ-ში კაცმა არ იცის..
ლვ-ებზე
ნეში-სმიტი-ჰერტლი
ჰერტლი ალბათ ბენჩზე, სმიტს ბოსტონში კარგად წარმოაჩინდა თავი და ფლორიდაში რატო დატრეიდდა ამოუხსნელი დარჩა ჩემთვის.. ფლორიდა არაა ისეთი გუნდი დიდი შედეგი დადონ ჰოკეისტებმა, 50 მდე იტრიალებს ალბათ.. კაი ვინმეა..ჰერტლმა შარშან მაგარი ჩაიჯვა.. წელს მაგისი აყვანა რისკია.. ვნახოთ რას იზავს..
ნეში ულაპარაკოდ

რვ
ტარასენკო-უილიამსი
ვოლოდკაც იმ დონეზე იქნება რაც წინა წელს.. რუსკი ტანკ ბლია..მაინც მგონია რო 70 მდე ვერ ავა
ჯასტინა არც არასდროს გამოირჩეოდა შედეგიანობით და წელსაც ეგრე იქნება, საფენტეზო კაცი ნაკლებადაა მარა იქ, ყინულზე ძაან ბევრზე საჭირო კაცია..
მამენტ ვაშინგტონში ცოტა უნდა მოუმატოს 50+ ქულამდე მგონი ავა
მცველები
პიეტრანჯელო-ბროდი-მაკდონა-ბოილი-ტრუბა
ბოილმა ძაან მოუკლო, თან იანდლიც მოვიდა გუნდში და ჩაუვარდება ისევ სეზონი, მაკდონაც არც არასდროს გამოირჩეოდა ქულიანობით და 30+ კარგი შედეგი იქნება
ნუ პიეტრანჯელო ზვეზდაა და თავისუფლად დადებს 50 მდე ქულას.. თავისი ნორმ PPთი
ბროდიზე ისევ ის ბაზარია.. კალგარიზე რაც ვთქვი წინაზე, ლოგიკურად უნდა მოუკლოს ბროდიმაც.. აი ტრუბა სხვა თემაა, მე შარშანაც მეგონა რო კაი სეზონი ექნებოდა მარა.. მესამე წელია უკვე NHL-ში თამაშობს, უნდა ქნაას რამე :დ შედეგიანობას უნდა მოუმატოს და მგონია რო მოუმატებს კიდეც ..
გოლის გამტანი ტარასენკოს და ნეშის მეტი არავინაა ფაქტობრივად..პასებშიც დიდი ვერაფერი, ერთადერთი რაშიც ლიდერებში იქნება +- ია, PPP სტატებშიც ბოლოში იქნება, ათელში არამგონია შევიდეს...
მეკარეები
ალენი-პაველეცი-სმიტი
ალენი კაი პიკია, მგონი ელიოტზე მეტს ითამაშებს, სეივების გარდა ყველგან კაი შედეგი ექნება.. პაველეციც და სმიტიც პირველი მეკარეები იქნებიან, უფრო პაველეცს დავაყენები ხოლმე ძირითადში.. აი სმიტი ტყუილა გააფუჭებს GAA-ს და % ებს, სეივები კი ექნება
თითქოს ყველა მეკარე მეტ-ნაკლებად პირველი იქნება თავის გუნდში მარა ალენის გარდა საიმედო ვერცერთი.. ისიც ელიოტს გაუყოფს სათამაშო დროს..
საბოლოო ჯამში გუნდი აუცილებლად ათეულს მიღმა დარჩება.. უეკთესი დრაფტი შეილებოდა..
ნეში მაინც ისეთი მოთამაშე არაა მეორე რაუნდში რო აიყვანო
ისიც სათმქელია რო ძაან ცუდი პოზიცია ქონდა დრაფტზე.. მესამე რაუნდშI სანამ მაგისი დრო მოვიდა კარგი მეკარე თითქმის აღარ იყო იყო.. მეორე რაუნდი ნეშისთვის არ უნდა დაეხარჯა,თავისუფლად შეეძლო ფლერის აყვანა..