mumla21ნამდვილად კარგი დამატებაა.
ჰანა! ყოჩაღ, არა და გუშინ უცხოურ ფორუმებზე ვკითხულობდი, არა თუ შვედებს შორის, დებს შორისკაც კი უარესი გახდა და საერთოდ როგორ უნდა მოხვდეს ამხელა კონკურენციის პირობებსი შემადგენლობაშიო.
სტინას ველოდებოდი და ჩანს ჯერ არ გამოჩნდება, სერიოზულად აწიეს თამასა შიდა ჩემპიონატში.
შვედები მართლაც კარგად გამოიყურებიან. ქალები ბევრად უკეთ ვიდრე კაცები, მაგრამ მივესალმები.
ბრეიზას ისევ არაფერი ეშველა, სიჩქარე ისევ ადგილზეა, მაგრამ ეს სროლა
* * *
ამ ორი დღის შეჯამება რომ გავაკეთო:
იოჰანესი ისევ ფორმაშია, მოუმატებს არ ექნება პრობლემები. მივიღეთ ის რაც გასულ სეზონებში უკვე ვნახეთ, ერთი გამოკვეთილი ლიდერი, შიგადაშიგ ექნება სუსტი გამოსვლები და ამით ისარგებლებენ კონკურენტები.
ტარეის იმედი აღარ მაქვს, ჩვეულებრივი Journeyman გახდა, სამაგიეროდ ნორგებს ახალი სტარები ყავთ.
მეტს ველოდებოდი ფრანგებისგან, ქვენტინი და ემილიანი ოდნავ პასიურობენ, ქვენტინს მხრებზე დააწვა მარტანის წასვლის შემდეგ ლიდერობის მოლოდინი და დრო დასჭირდება. გიგონამ შეიძლება მოუმატოს, დესტიოს იმედიც აღარ მაქვს.
გერმანელებისგანაც ველოდები რომ ამ სეზონში მოვლენ აზრზე, მხოლოდ პაიფერით არაფერი გამოუვათ.
სამუელსონი იმედია წელს მაინც შეძლებს გაცემული კრედიტების გამართლებას და 1-2 მოგებას გამოკრავს ხელს.
რაც შეეხებათ ქალებს:
დოროს გამოსვლაში არანაირი სიახლე არ არის.
წელს კონკურენცია გაიზარდა და ალბათ Yellow Bib ხშირად შეიცვლის პატრონს.
ვინც უფრო სტაბილური იქნება საბოლოოდ ის გახდება Crystal Globe-ის მფლობელი.
ჰერმანი არ მომეწონა ჯერ-ჯერობით, ოლსბუ ისევ ფორმაშია, She picked up where she left.
ეკოფი ვნახოთ შემდგომში რას შემოგვთავაზებს.
ზოგადად კი მომეწონა ქალების რბოლები და ვფიქრობ Exciting სეზონი გველოდება.