მე კიდევ მგონია რომ კაცებში მასს-სტარტს ბიო მოიგებს, არ მგონია მისმა კალიბრის ბიათლონისტმა ისე დაასრულოს მსოფლიო ერთი ინდივიდუალური ოქრო ვერ მოიგოს.
შარშანაც, ბოლოს მასს-სტარტზე მოიგო.
ზოგადად მხოლოდ 4 ინდ ოქრო აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2 სპრინტი (კონტიოლატი 2015 და ოსტერსუნდი 2019) 2 მასს-სტარტი (ჰოლმენკოლენი 2016 და ანტერსელვა 2020)
ტირილმა რომ ვერ მოიგოს წელს დიდი ბროლის გლობუსი არ ვიცი რააა!
ძალიან მინდა ქვენტინმა რამე მოიგოს
* * *
გუშინდელ გუნდურებზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა,
ფრანგი ქალებისგან მეტს ველოდი, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, არასწორად შეურჩევიათ თხილამურები.
ანაის შევალიე, რომელიც სპრინტში ტირილზე სწრაფი იყო და გუშინ, Leg 2-ზე ყველამ გაასწრო, მეთქი რაღაც ხდება.
მისმა დამაც ვერაფერი წამები მოიგო და აქეთ ჩამორჩა.
ბესკონი რატომ წვალობს არ ვიცი, შარშანვე წასულიყო და გაეთავისუფლებინა ადგილი ახალგაზრდებისთვის.
იქით ბრეზას რა გაურკვევლობა აქვს ვერ ვხვდები, საშინლად ნელა და ცუდად ისვრის, სიჩქარეც დაკარგა. სავარაუდოდ თავის თავზე დიდი ტვირთი აიღო და ვერ გაუძლო, თან მიიჩნეოდა დიდ ვარსკვლავად. მის მდგომარეობას იზიარებს კაროლინ კოლომბო, ამ მსოფლიოზე არ არის, მაგრამ იყო დრო IBU Cup-ზე ყველაფერს იგებდა.
კაცებზე რა ვთქვა, გიგონამ მშვენივრად გაართვა თავის ამოცანას, ქვენტინი ჩავარდა სამწუხაროდ, დეტიოს გამოსვლა გამოვტოვე, ემილიანმა ჩვეულ სტილში ისროლა, უბრალოდ არ გაუმართლა და საბოლოო შანსიც რომ თუნდაც ბრინჯაო აეღოთ დაიკიდა. შეიძლებოდა ბრძოლა, მაგრამ ძალების შენახვა თუ არჩია ვერ გავამტყუნებ.
ნორვეგიელებს რისკმა გაუმართლა, იდას ყოჩაღ, შემეცოდა ნოტენი, გასულ წელს სოლემდალით ჩაანაცვლეს მსოფლიოზე, წელს იდათი. მაგრამ იდა უფრო ახალგაზრდაა და ასე კარგად გაართვა თავი დავალებას, ვფიქრობ ოფტიმალური შემადგენლობა ყავს ნორვეგიას.
იქ ოლსბუმ გადაწყვიტა რომ ცოტა მხიარულება შეეტანა გამოსვლისთვის და ვითომ ანერვიულა მაყურებელი, მაგრამ არაფერი საშიში არ ყოფილა.
ინგრიდს რაც შეეხება, მაგ გოგოს ძალიან უჭირს ინდ შეჯიბრებებზე, სადმე უნდა მოიგოს, თორემ უკვე ძალიან ბანალური ხდება მაგის პოდუმები.
კაცებშიც გამართლებული აღმოჩნდა თუ არა რისკი, დავის საგანია, უშუალო კონკურენტებმა სიურპრიზები გამოაცხვს.
შვედებსაც მეტი შანსი ქონდათ, მაგათაც თავიდან ბევრი ააცილეს და დამატებით ტყვიებზე დიდი დრო დახარჯეს.
ლესერს რა მოუვიდა ხომ არაფერი გაგიგიათ? რაც ინგრიდს? ვეღარ გაიძლო ტემპს, რომელიც მისი ბუნებრივი თემპისთვის სწრაფი იყო?
არ ვიცი აკვირდებით თუ არა, მაგრამ ლაგრიდი 3-4 წამით ნაკლებს ხარჯავს ამატებით ტყვიებზეც კი.