კონკრეტული არაფერი წერია ინგრიდზე იმის გარდა რომ უკეთ არისო.
უცხოურ ფორუმებზე წერდნენ ადრე მოსვლია (ობერჰოფის ინციდენტის გარდა) მსგავსი რამ
ტრასაზე უკვე 3-ჯერ მოხდა და საყურადღებო საკითხიაო.
როგორ მომწონს ეგ გოგო და სულ ვუყურებ ხოლმე, მისი ბლოგები ნანახი გაქვთ?
* * *
ინგრიდი გაუშვეს ნორვეგიაში, აღარ გამოვა დანარჩენ დისციპლინებში, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.
ოლიმპიადის იუთუბ არხი რომ დებს სხვადასხვა სახეობების გასულ 5 ჩემპიონს, მაგას ვუყურებ ხოლმე აქტიურად,
შემდეგ უფრო ძველი ვიდეოები შემომეყურა, ბიათლონშიც და თხილამურებით სირბილშიც და საინტერესო აღმოჩენა გამომივიდა.
რომელიმე უყურებდით 90-იანებში ბიათლონს ან 2000-იანების დასაწყისში? როგორი გასნხვავებული ტექნიკა ქონდათ ადრე
რასაც ვუყურებ დაახლოებით 2000-იანების მეორე ნახევრიდან იწყება ტექნიკის მკვეთრი ცვლილება.
ძველი ტექნიკით მგონი სუზან დანკლი სრიალებს მხოლოდ, კიდევ რამდენიმე უკრაინელი შემინიშნავს და ოდნავ ძველ ვიდეობი რომ ვნახე, დაახლოებით 2013-2016, მაშინ მომხვდნენ კიდევ ძველი ტექნიკით მოსრიალეები. უფრო აღმოსავლეთ ევროპელები.
ამ ოლიმპიადის შემდეგ სერიოზული წმენდა იქნება ბიათლონში

ვირერი, ვინდიში, გასპარინები, სიმონ ედერი, ლესერი, ჰილდებრანდი, უკრაინელი ქალები,
ტარეიც წავა ალბათ, იმხელა კონკურენციაა ნორვეგიის გუნდში კაცებში, არ მგონია გაუძლოს.