Temporary Logo
2024/25 Season Home and Away Jerseys
სახელი:
Utah Hockey Club(გვაღირსებენ მალე ნორმალურ სახელს)
ქალაქი, შტატი -
Salt Lake City, Utahლიგა -
NHLკონფერენცია -
Westernდივიზიონი -
Centralკაპიტანი -
Klayton Kellerსაშინაო არენა -
Delta CenterHistoryცოტა უცნაური მდგომარეობაა გუნდის ისტორიასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან რომ 2024 წლის 18 აპრილს, ნჰლმა და კოიოტების მფლობელმა ალექს მურიელომ მიაღწიეს შეთანხმებას და კოიოტების აქტივები მიყიდეს Smith Entertainment Group-ს, რომლებიც ასევე ფლობენ ნბა-ს ფრენჩაიზს იუტა ჯაზზს, გუნდმა რელოკაცია მოახდინა სოლთ ლეიკ სითში. მაგრამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობის თანახმად, არიზონას კოიოტოების სტატუსი, როგორც ფრენჩაიზი დღესდღეობით არის უხეშად რო გადმოვიღოთ "Dormant" - მიძინებული, ალექს მურიელოს მიეცა დროის ლიმიტი 2029 წლის მიწურულამდე, რათა ახალი არენის აშენება მოხერხდეს გლენდეილში ან სკოტდეილში, თუ ამ პერიოდის განვალობაში ვერ მოხერხდება მისთვის სასურველი შედეგის დადება, მაშინ დედლაინის გასვლის შემდეგ, მას მოუწევს დარჩენილი აქტივების ნჰლ-ზე გადაცემა. თუ ეს მოხდება მაშინ არიზონას კოიოტები გახდებიან პირველი ფრენჩაიზი 1978 წლის შემდეგ, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს, ბოლოს ეს 78 წელს ნჰლ-ს ყოფილმა გუნდმა კლივლენდ ბარონს მოუწია, რომლებმაც 77-78 სეზონის შემდეგ არსებობა შეწყვიტენ და დაიშლნენ
მოკლედ ყველაფრიდან გამომდინარე, ის სურათი მივიღეთ, რომ "იუტას ჰოკეის კლუბი", ითვლება ოფიციალურად Expansion Franchise-ად, რადგან ზემოთ აღნიშნულით არიზონას კოიოტებმა 2029 წლამდე დაიტოვეს იმის უმცირესი შანსი, რომ 2029 წელს დაბრუნდენ ნჰლში (მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მაინც)
ნუ იდეაში ახალი ფრენჩაიზია ოფიციალურად, მაგრამ ნუ თვალებს ვერ ვაბირმავებთ, მხოლოდ ფურცელზეა ექსპენშენ გუნდი, ისე კი ვიცით რო რელოკაცია მოხდა მთლიანი გუნდის, როსტერის, როგორც ხდება ხოლმე, შესაბამისად მთლიანი "ფრენჩიზის" ბედკრულ წარსულზე მაინც ღირს ერთი ორი სიტყვის დაწერა
1972-96 Original Winnipeg Jetsფრენჩიზმა არსებობა დაიწყო 1972 წელს ჯერ კიდევ WHA-ში (world hockey association). WHA-ს მცირე არსებობის მანძილზე(ასოციაცია მხოლოდ 7 წელი იყო აქტიური), ვინიპეგ ჯეტსი იყო ყველაზე წარმატებული გუნდი, ამ 7 წელიწადში მათ მოიგეს სამჯერ ლიგა, 5-ჯერ იყვნენ მთლიანობაში ფინალში გასული, 1979 წელს WHA გაუქმდა. და აქედან არსებული 4 გუნდი შეუერთდა NHL-ს, ამ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთი იყო ვინიპეგ ჯეტსი(დანარჩენი სამი - ედმონტონ ოილერსი, ნიუ ინგლანდ ვეილერსი, ქვებექ ნორდიქსი).
ვინიპეგმა 17 სეზონი დაჰყო ნჰლ-ში, საიდანაც 11 სეზონში მოახერხა პლეიოფის საგზურის მოპოვება, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ დივიზიონში მეტოქეთ გაცილებით უფრო ძლიერი ედმონტონის და კალგარის გუნდები ჰყავდა, ამ 11 პოსტსეზონში მხოლოდ და მხოლოდ 2 საპლეიოფო სერია მოიგეს. 1996 წელს ფინანსური პრობლემების გამო, (კანადურის დოლარის გაუფასურება, თამაშებზე დაბალი დასწრებადობა და ა.შ), მოხდა გუნდის პირველი რელოკაცია, არიზონაში
1996-2024 Phoenix/Arizona Coyotesგუნდის რელოკაცია არიზონაში თავიდანვე რისკიანი გადაწყვეტილება იყო და საბოლოო ჯამში 28 წლიანი პერიოდი, რომელიც ფრენჩაიზმა უდაბნოში გაატარა იყო უამრავი პრობლემებით აღსავსე: ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დასწრებადობა თამაშებზე, თითქმის ყველა სეზონში ფინანსური წაგება, 2009 წელს გუნდი გაკოტრდა და ნჰლ-მა თავად აიღო თავის თავზე მისი მართვა სანამ ახალი მყიდველი გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე. გუნდმა 2014 წელს სახელი შეცვალა და Phoenix Coyotes-ს ნაცვლად Arizona Coyetes გადაერქვა, მიზანი იყო მთელი შტატის სახელით თამაში, რათა რაღაც დონეზე მაინც გაზრდილიყო რეგიონში ჰოკეის მიმართ ყურადღება და უფრო მეტი ფანი გაჩენოდა გუნდს, მაგრამ შენც არ მომიკვდე
მთლიანობაში იყო მწირი წარმატებები გუნდისათვის, საუკეთესო პერიოდი 2010-2012 წლამდე, დეივ ტიპეტის თავკაცობით.
2011-12 წლების სეზონი იყო ერთადერთი დასამახსოვრებელი მონაკვეთი გუნდის არიზონაში ყოფნის დროს, როდესაც გუნდმა პასიფიქ დივიზიონი მოიგო(პირველჯერ და ბოლოჯერ ისტორიაში), პლეიოფში კი ჩიკაგო და ნეშვილი დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავინდნენ სადაც დამარცხდნენ), გამარჯვებები ჩიკაგოსთან და ნეშვილთან სერიაში იყო გუნდისთვის პირველი საპლეიოფო წარმატებები უდაბნოში ყოფნისას, ამის შემდეგ გუნდმა იუტაში "რელოკაციამდე" მხოლოდ ერთხელ მოახერხა პლეიოფში თამაში 2020 წელს, ისიც კოვიდ ვირუსის აფეთქების გამო, მიეცათ შანსი საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის და მოულოდნელად ნეშვილი დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ კოლორადომ პირველივე რაუნდში მარტივად დაამარცხა, რომ არა კოვიდი ეგ პლეიოფიც არ ექნებოდათ, ზოგი ჭირიო.....
2024-Present UTAH Whatevers....სტენლი მოვდივართ
DOAN Curse ნუ რა არიზონა/იუტას ფანი ვარ თუ დონზე სიტყვა არ ჩავაკვეხე,
ვინიპეგ ჯეტსმა 1995 წლის დრაფტზე მე-7 ნომრად აიყვანეს შეინ დონი, მისი Rookie სეზონი 95-96 წელს აღმოჩნდა საბოლოო ვინიპეგ ჯეტსისთვის(ორიგინალისთვის), რადგან შემდეგ წელს არიზონაში მოხდა რელოკაცია, ამის შემდეგ დონმა მთელი კარიერა ვინიპეგ/არიზონას ფრენჩაიზში გაატარა, ნომერიც ამოუღეს მაგრამ რაღათ გინდა.....
2021 არიზონას კოიოტებმა დრაფტზე აიყვანეს შეინ დონის შვილი ჯოშ დონი, რომელსაც სადებიუტო სეზონი ჰქონდა წინა სეზონში(2023-24) და მსგავსად მამის, შემდეგ წელს გუნდის რელოკაცია მოხდა კიდევ ერთხელ, ანუ დიდი ალბათობაა იმის, რომ წლების შემდეგ ჯოშ დონის ბიჭი, მიაწვება ჰოკეის, იუტა დადტრაფტავს, რუქი სეზონი ექნება და მეორე წელს იუტადან სადმე სასკატჩევანში გადავლენ
This post has been edited by shanedoan1919 on 9 Oct 2024, 22:03