ძირითადად ამ განყოფილებაში მხოლოდ პერფორმანს ტუნინგ პროექტებია, თუმცა აუდიო პროექტიც პროექტია, რომელიც არანაკლებ შრომას მოითხოვს, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პროექტის შესახებაც გაგიზიაროთ ინფო
მოკლედ, მყავს მანქანა - Opel Astra Coupe*, ე.წ. "ბერტონე", დასვაპული ძრავით (ლეგენდარული C20XE, ე.წ. "დოჩი", Red Top-ი), 2000 წლის გამოშვება, შავი ტყავის სალონით.
* - Astra Coupe მხოლოდ Astra G-ს მოდიფიკაციის კუპეს ჰქვია.
ასე გამოიყურება მანქანა ვიზუალურად:
ჩემი აუდიო პროექტის ისტორია დაიწყო იმით, რომ მანქანაში მეყენა მხოლოდ ორი უკანა დინამიკი, ე.წ. "პიონერის კვერცხები"
შემდეგ გადავწყვიტე რომ წინა დინამიკებიც მინდოდა, ამიტომ წავედი და ვიყიდე Pioneer TS-D1602R, 6.5 ინჩიანი კოაქსიალური დინამიკები. ჩემი მაშინდელი ქარ აუდიოს ცოდნიდან გამომდინარე, ეს დინამიკები ძალიან მაგარი რამე მეგონა.
ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ფორუმზე EMMA GEORGIA, ვიქტორი და მისი თემა:
CAR AUDIO-ს მოყვარულთა საყურადღებოთ!ჩემი აუდიო სისტემის შესახებ რჩევები ვიქტორსაც ვკითხე, შემდეგ კი, ვიქტორის თხოვნით, ბოქსში ვეწვიე, სადაც ასე ვთქვათ, მოვიწამლე კიდეც ქარ აუდიო-თი
იქვე გავიგე რამდენიმე ისეთი სიახლე, რაც ჩემთვის მაშინ ასე ვთქვათ, აღმოჩენის ტოლფასი იყო:
1) გავიგე, რომ კარგი აუდიო სისტემა არის ისეთი, რომელიც ჟღერს
სწორად, ანუ გადმოსცემს აუდიო ჩანაწერს ზუსტად ისე, როგორც ის ჩაიწერა სტუდიაში
2) მივხვდი, თუ რამდენად ამახინჯებს თუნდაც 320 Kbps-იანი ხარისხით გაკეთებული MP3 ჩანაწერი ხმას, Lossless ფორმატებთან (FLAC, WAV...) შედარებით
3) გავიგე, რომ უკანა დინამიკები ქარ აუდიოში ხმის დამახინჯების გარდა არაფერს აკეთებს აბსოლუტურად. მუსიკა სტერეო ჩანაწერია, ორ არხიანი, სცენა კი წინაა. შესაბამისად, სწორი და კარგი ჟღერადობისათვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ წინა კომპონენტური აკუსტიკა
4) საბვუფერი, ბასი ბრახუნისთვის არ ყოფილა, იგი ე.წ. filler-ია, ანუ ავსებს იმ ჩანაწერში იმ სიხშირეს, რასაც მიდბასი, მიდრეინჯი და ტვიტერი ვერ უკრავენ
5) გავიგე, რომ კარგი ჟღერადობის მისაღებად აუცილებელია ხმის პროცესორი და თითოეული არხისთვის კონკრეტული ხმის დაყოვნების (Time Alignment) პარამეტრის მითითება, რათა კონკრეტულ წერტილში (ძირითადში მძღოლთან) ხმა მივიდეს ზუსტად ერთდოულად, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა არხიდან და ბასიდან
გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე ვიქტორისგან, ბევრი პროექტის ფარგლებში საკუთარი გამოცდილებითა და ინტერნეტით ვისწავლე, თუმცა ეს მოგვიანებით, სურათებთან ერთად განვიხილოთ.
პროექტი აწყობისას ითვალისწინებს EMMA-ს, European Mobile Media Association-ის (
http://www.emmanet.info ) სტანდარტებს და სრულფასოვნად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს EMMA-ს Car Audio შეჯიბრებებში.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თავიდან გადავწყვიტე, რომ Gladen-ის (ამ ფირმის პროდუქცია ჩვენთან შემოაქვს CarAudio.ge-ს და რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო ქარ-აუდიო პროდუქციაა, განსაკუთრებით თუ ფასი/ხარისხის შედარებაზე მიდგება საქმე) ყველაზე უმცროსი სერიის დინამიკები, M 165-ები ჩემთვის საკმარისი იქნებოდა. თუმცა, ეს აზრი მგონი 2-3 დღეში შევიცვალე და ვიყიდე RS 165 სერიის დინამიკები. ჯამში, რომ იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, და დღეს ის სულ ახალი, დაუყენებელი RS 165-ები გასაყიდად მიდევს -
იყიდება დინამიკები Gladen RS 165 6.5" (ახალი) მანქანაში კი Gladen SQX-165-ები დავაყენე + Gladen M-Line M 10 საბვუფერი. ჯამში, ძირითადი აუდიო აპარატურა ჩემს მანქანაში მთლიანად გლადენის წარმოებაა.
კარგი აუდიო პროექტი მანქანის თითქმის მთლიანად დაშლას მოითხოვს - მეც ასე მომიწია.
დავიწყე კაპოტიდან. აუდიო სისტემას მანქანის სტანდარტული "კლემები" არ ჰყოფნის + მათი გამოყენება ისედაც მოუხერხებელია, ამიტომ საჭიროა სპეციალური "კლემების" დაყენება.
screen shotsესეც ახალი მოოქროვილი "კლემები". კლემები არის P3 ფირმის:
http://www.amazon.com/P3-Positive-Battery-...ttery+terminals და
http://www.amazon.com/P3-Negative-Battery-...ttery+terminalsprint screen windows xpესეც მანქანის "პრავოდკა" უკვე მიერთებული ახალ კლემებზე. სხვათა შორის, ეს ქარ აუდიო კლემები საკმაოდ მოსახერხებელია და ქარ აუდიო პროექტის გარეშეც საკმაოდ გამართებულია მანქანაში მათი დაყენება
image hosting 20mbfree image hostingსალონი დაიშალა მთლიანად და მომზადდა აუდიო კაბელების გასაყვანად - უკანა მხარე
image hostingსალონი დაიშალა მთლიანად და მომზადდა აუდიო კაბელების გასაყვანად - წინა მხარე
how to print screen on pcაქ განისვენებდნენ პიონერის "კვერცხები" ადრე
online photo sharingუკანა მარცხენა "კრილო" - ადგილი საბვუფერისთვის - სხვათა შორის, სედანის სტილის მანქანაში, სადაც საბარგულს პირდაპირი კავშირი სალონთან არ აქვს, ერთ-ერთი იდეალური გადაწყვეტაა საბის კრილოში დაყენება, თუ რა თქმა უნდა კრილოს საკმარისი სიგანე აქვს. არც უკანა თაროს უწევს დაჭრა (და შესაბამისად, მანქანის სიმყარეში არ ვერევით და უსაფრთხოებას არ ვვნებთ), არც სავარძლებს შორის ხელის დასადების გაუქმება გვიწევს. ისე უბრალოდ საბარგულში ჩაგდებული "ბასბოჩკა" კი გრუხუნის გარდა არაფერს აკეთებს, ანუ ცუდია.
ჩემს შემთხვევაში გამიმართლა, რადგან ასტრა კუპეს კრილო ძალიან ფართო აქვს და საკმაოდ დიდი ადგილია თუნდაც 10-12 ინჩიანი არც ისე ღრმა საბის დასაყენებლად.
photo hostingზედა ნაწილში დაყენდება გამაძლიერებლები და კონდენსატორი
online photo storageკარი გაიწმინდა შიგნიდან და მომზადდა ვიბრო და ხმის იზოლაციის მასალების გასაკვრელად - ვიბრო და ხმის იზოლაციის მასალების გაკვრის წინ აუცილებელია კარი კარგად გაიწმინდოს შიგნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მაშინვე არა, ცოტა ხანში გაკრული ვიბროიზიოლაციის მასალა ასძვრება ჭუჭყიანი ზედაპირიდან.
free uploaderfree jpeg imagesაქედან შეგვყავს + კაბელი სალონში. 99.99% Pure Copper, 4 AWG by Gladen
image hosting sitesსაკმაოდ დასალაგებელია აქაურობაც
imagurაკუმულატორი უკვე აუდიო სისტემის კვების კაბელებით. კაბელები ჩასმულია ე.წ. სლივინგში, რომელიც ჩამოტანილია ამაზონიდან, Techflex-ები (ძალიან კარგი ხარისხია):
http://www.amazon.com/gp/product/B008K3RE3...t?ie=UTF8&psc=1 და ბოლოებში აქვს გაკეთებული ე.წ. ჰითშრინკები, რომლებიც აქვე ვიყიდე, dac.ge-ში. საკმაოდ ნორმალური ხარისხისაა, ჩამოტანით უკეთესის ჩამოტანაც შეიძლება, თუმცა არც ესაა ცუდი.
pc screenshotმცველის ბუდე - Gladen Fuse Holder, FHeco 20, Max 100 Amps Fuse
image upload no limit * * *
კაბელების დამაგრების სუპერ მოსახერხებელი და სუპერ გამძლე საშუალება. ჩამოტანილია ამაზონიდან, იყიდება Monoprice-ზეც:
http://www.amazon.com/gp/product/B003L16ZY...t?ie=UTF8&psc=1სამაგრებს მოყვება თავისივე ორმაგი სკოჩი, თუმცა, მანქანაში სიცხე-სიცივეში არც ისე გამართლებულია ორმაგი სკოჩის გამოყენება. ამიტომ, ვაცლით სკოჩს, ვუსვამთ სამაგრს Dyson-ის (ყველგან იყიდება, ელიავაზე, მაღაზიებში... მწვანე შეფუთვით, ე.წ. დაისონის მინის შავი გერმეტიკი) გერმეტიკს და ვაკრავთ ჭუჭყისგან გასუფთავებულ ზედაპირზე. გასაწმენდად მე სპირტს ვიყენებდი.
photo hostingადამიანის საუკეთესო გამოგონებების სერიიდან - Cable Sleeving
image uploadკაბელების გასაყვანად გამზადებული საბარგული
take a screenshotcapture screenimgurlკაბელების გზა სალონში
image hosting websitesscreen shotსიგნალის კაბელის გზა ე.წ. "სტოიკაზე"
imagenსიგნალის კაბელის გზა
imgსიგნალის კაბელის გზა. ასევე, მდებარეობას ვუცვლი რადიოს ანტენის კაბელსაც, ნაკლები თანაკვეთა და სიახლოვე რომ ჰქონდეს სიგნალის კაბელთან
image url uploadGladen AERO-Butyl - სტაბილიზაციისა და ვიბრო-იზოლაციის მასალა. მე პირადად ასეთი ხარისხიანი დემპინგის მასალა არ მინახავს სხვა. შედეგს იძლევა ძალიან კარგს და სამუშაოდ არის ზე-კომფორტული. ზაფხულში უადვილესად ეკრობა, სიგრილეში კი მისაკრობ ზედაპირს და ბუტილს ცოტათი შევათბობთ და მშვენივრად ეკრობა. ვიცი დაგაინტერესებთ, ამიტომ გეტყვით წინასწარ - დემპინგის მასალების ზომა-წონები დევს ამ მისამართზე:
http://gladen.com/dampingmaterial.htmlAERO-Butyl-ების "სათბური". გათბობის შემდეგ თვითწებადი AERO-Butyl-ის შიდა ფენა უფრო დრეკადი ხდება და უკეთ ეკვრის კარს
snagitმარჯვენა კარი AERO-Butyl-ამდე
free image hostingმარცხენა კარი AERO-Butyl-ამდე
image upload no size limitAERO-Butyl-ის გაკვრის პროცესი მარჯვენა კარზე. ბუტილის გაკვრის დროს აუცილებელია ზედ რაიმე გადაატაროთ, მაგ: სპეციალური პატარა გორგოლაჭი ან მომრგვალებული ფიცარი, რათა გაკვრისას არ დაგვრჩეს ჰაერის ბუშტები და თვითონ ბუტილიც კარგად მიეკრას ზედაპირს.
ჰაერის ბუშტები ძალიან ადვილად გამოიწვევს კონდენსაციის გამო ლითონის ჟანგვას.
print screenphoto sharing sitesFinished Product. შედეგი შესანიშნავია - კარს ვიბრაცია აღარ აქვს, ე.წ. "ჟეშტის" ხმაც აღარ ისმის
capture screenAERO-Butyl-ის გაკვრის პროცესი მარცხენა კარზე
how to print screen on pc3 x Gladen CinchECO CH-ECO 5,00 m RCA Cables - "დასლივინგებულ"-დანომრილი სიგნალის კაბელები
screenshot windows 7სიგნალის კაბელები გაიჭიმა და მოერგო თავის ადგილს
screen shot pcimgurl
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.