ესეც პროექტია თავისებური, მცირე მარა სასარგებლო, მომავალში გამოადგება ვინმეს
ვაპირებ 328 ავტომატი გადავაკეთო მექანიკაზე, და გამექანიკების პროცესს დავწერ აქ

თავის დროზე მეც მაინტერესებდა ბევრი რამ და ვერ ვიპოვნე ნორმალური ინფო, ძირითადად რუსულ ფორუმებზე ვკითხულობდი რა და როგორ. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ რო ''ოპერაციის'' მიმდინარეობა ავღბეჭდო და დავდო აქ. + რა რა ჯდება მივაწერ. მოკლედ თუ ვინმეს რამე დააინტერესებს დეტალებში მომწერეთ....
პაციენტია იაპონური E36 328 აფტამატი.
დავიწყე ნაწილების შეგროვება, ძირითადი ნაწილები მქონდა ან ზოგი მაჩუქეს მარა ფასები ვიცი და დავწერ მაინ რა რა ჯდება და ა.შ.
დონორი არის US E36 M3.
მოკლედ, ოპერაცია კეთდება ამ შაბათ კვირას, მარა მოსამზადებეოლ პროცეს დავდება და უშვალოდ ქირურგიულ ჩარევასაც დავასურათებ


ესეც ჩემი ნერვიულობის მიზეზი
____________
დღე პირველიავტომატის კარდანი მექანიკურ კოლოფზე არ მიდის, ამიტომ ძირითადად ჭრიან და ადუღებენ. იმის მიუხედავად რო ბევრი ვიცი ვისაც დადუღებული კარდანი უყენია და არც შატკა აქ არც ვიბრაცია და დედის ტყ ასაც უძლებს

, მაინც მინდოდა რო პოდ ზავადსკოი კარდანი მყენებოდა ზედმეტი მიჭრა მოჭრის გარეშე. ხო, კოლოფს ვაყენებ ზფ,ს ანუ დიდ ელასტიურიანს, არის პატარა ელასტიურიანიც გეთრეგი. პატარა ინფო: ზფ ის კლოფი არის ავტომატებიც და მექნაიკებიც, ეურო M ის 5 სიჩქარიანი კოლოფი არის ზფ ი. და აერიკული M ების უმრავლესობაც ზფ ზე გამოდის. 6 იანი უკვე გეთრაგია როგორც ვიცი. მოკლედ კარდანიც არის ზფ ის ანუ დიდი ელასტიურით, ავტომატზე საჭიროა მხოლოდ წინა მხარე რაც კოლოფზე მაგრდება , უკანა მხარე რჩება უბრალოდ მე მთლიანი მაქვს და სურათზე იმიტომაა ორივე მხარე ...


სურათზე ელასტიური გაფუჭებულია, მაგას რათქმაუნდა არ ვაყენებ, ვაყენებ ახალს ))
ელექტროობა რჩება აფტამატის, გადაკეთება უნდა სტარტერის და უკან სვლის მაშუქების პროვოდებს , (ზადნის) რაც ელექტრიკის საქმეა,
კოლოფის და კარდანის გარდა საჭიროა წვრილმანი: პედლები, შიდა ბაჩოკი,ტრუბკები, კულისა და მსგავსი წვრილმანი.
რაც მთავარია საჭიროა მახავიკი და პლიტა ფერადო.
მახავიკს ვაყენებ 3.0 -ის ე.წ ''პლავაიუში მახავიკს'', რომელზეც მინდოდა რაღაც მაიმუნობების გაკეთება მარა საბოლოო ჯამში დამარწმუნეს რო არ ღირს და სჯობს დავტოვო ქარხნული, ამიტომ ვტოვებ ისე როგორ არის, ( თუმცა შეიძლება გამჩატება და მსგავსი ფოკუზების ჩატარება, თუმცა გამჩატებული მახავიკით მანქანა ინერციას კარგავს გაგორებულზე, მსგავსი ნამაიმუნარი ხაფანგი გავატარე და არ მომეწონა, ამიტომ ვტოვებ სტოკს, კოლოფს გარეცხვას ვუპირებ და სურათებს მომავალში დავდებ, მახავიკსაც დავასურათებ და დავდებ რო სხვაობა ნახოთ პლავაიუშსა და ჩვეულებრივ მახავიკს შორის ))
ხიდს დროებით ვტოვებ ავტომატისას, ვაყენებ 3.15 ბლოკირებულს ხიდს, დაშიმინგებას ვაპირებ ამიტომ ჯერჯერობით ავტომატის იქნება, ავტომატის ხიდზეც არაფერი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ პირველი მეორე აქვს ''მკლელი'' და მესამეში პრავალი აქვს, პრინციპში აფტამატის ხიდიც კარგია, ვისთვის როგორ ))

ესეც დაბლიდან.








ჯერჯერობით სულ ესაა. ოპერაციის წინა დღეს დავდებ სურათებს რა და როგორ. დალშე უკვე გამექანიკების პროცესი დარჩება
ეხლა რაც შეეხება ფასებს : ზფ ის კოლოფი ღირს 150 დან 200 ლარამდე ( მარტო კოლოფი )
კარდანი თუ იშოვეთ ღის 100 ლარიდან ზემოთ
პედლები, კულისა და მსგავსი წვრილმანი 80 -100 ლარი, (თუ ზბორში იყიდით იაფად გამოვა ცოტა )
პლიტა ფერადო 200-300 ლარი . არჩევანია კარგ ნახმარს შორის და ახალს შორის . ახალი შეგიძლიათ შეიძინოთ თეგეტაში . არჩევანი მქონდა LUK სადა ''საქსს'' შორის. ვაპირებ ვიყიდო საქსი, პარასკევს წამოვიღებ საწყობიდან და დავდებ სურათებს. პ.ს. პლიტა ფერადო იყიდეთ მახავიკით, მოარგეთ და ისე წამოიღეთ , კუბატურაშიც არ ეგეშალოთ, პატარა კუბატური სხვა არის და მახავიკზე არ წავა !!
მახავიკი 40-50 ლარი
ხელობაც + 150 ლარი (100$ )
მემგონი არაფერი გამომრჩა,
დაახლოებით ხარჯი გამოვიდა 850-900 ლარი ( $- ში 500-550$ ) E36 ზე ავტოამტურ კოლოფს ფასი არ აქვს, ამერიკულ მოდელზე არ მიდის ასერო რეალიზაციის იმედი ნუ გექნებათ დიდად ))

სურათზე პედალი მოხსნილი მაქვს,

პედლის ადგილი და ბაჩოკის დატოვებულია არაფერს არ უწევს ხერხვა

კულისის ადგილიც ქარხნულადვე დატოვებულია

დღეისთვის მემგონი სულ ეს იყო
This post has been edited by Formula_M on 24 Jun 2014, 17:48
...you commit yourself to such a level where there is no compromise. You give everything you have, everything, absolutely everything..." Senna, Ayrton