სამწუხაროდ არ მცალია.. ვერც აქ შემოვდიოდი და საქმეც ბევრი მაქვს და მანქანისთვის ვერ ვიცლი..
თან თითქმის თვენახევარია აცივდა და გარაჟში მუშაობა ძნელია....თუმცა პატარა რაღაცეებს მაინც ვაკეთებ...
ნოემბერში მანქანა გარეთ რომ გავიყვანე.. მერე აკუმლატორი დაჟდა და დამუხტვა მჭირდებოდა...
ვეღარ დავმუხტე, რადგან აქ აცივდა... ელექტრონიკა უარს მეუბნებოდა დატვირთვაზე...
ლითიუმის დატვირთვა 0 გრადუსის ქვევით არ შეიძლება და კონტროლლერი პროცესორი ამიტომ უარს აცხადებდა...
თუმცა ცალკე რომ გავსინჯე ტემპერატურა გარაჟში 5 გრადუსი გამომივიდა და ამიტომ მოვახდინე ყველა ტემპერატურის სენსორების
ხელმეორე ყალიბრირება და წინა კვირას დავმუხტე სრულად... ახალ ველოდები კარგ ამინდს გარეთ გასასვლელად... ამინდები ჯერ ცუდია..
გუშინ ნამდვილი ქარიშხალი იყო..ხეებიც კი დაგლიჟა ჩვენსკენ
ჯერჯერობით შიგნითა ელექტრონიკის სამუშაოებს ვაკეთებ... დავდებ სურათებს...
ამასობაში ასევე ავაწყე მძლავრი კონტროლლერის პლატა... ახლა ვაკეთებ პროცესორის პროგრამირებას და და ამ პლატის ტესტს...
მალე რგბტ ტრანზისტორებსაც მივიღებ და მალე დავაყენებ რადიატორზე და ერტად შევამოწმებ...
ველოდები სიმძლავრე 200 კვტ უნდა გამოვიდეს... ქვევით ნახატია ამ პლატის... და ასევე რადიატორთად ერთად, რომელზეც ჯერ არაა
დაყენებული ტრანზისტორები... ნახატზე ჩანს მისი ზომის ქაღალდის 3 ფორმატი, სადაც ისინი განლაგდება...
ეს ტრანზისტორები დიგიკეიში ვიყიდე უკვე და ველოდები იმ კვირას მოვა...
ამ კონტროლლერისთვის განსხვავებული ოპტიკურად იზოლირებული მზა სქემა ავიღე ფირმა მიკროჩიპის, მისივე პროცესორით DSPIC30F4011...
რადგან ამ კონტროლლერში ძაბვა უნდა გავზარდო და 200-დან 300 მდე იქნება..
რგბტ ტრანზისტორებიც CM600DY-12NF შევუკვეთე, რომელიც თითქმის 600 ვოლტამდე უძლებს და 1200 ამპერს იტანს იმპულსში
This post has been edited by graviton on 4 Jan 2018, 16:25
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)