მოგესალმებით ფორუმელებო. მცირე პროექტი წამოვიწყე და მინდა გაგიზიაროთ. ბევრი კარგი პროექტი იდება აქ, ძალიან მომწონს ეს ტენდენცია. საერთოდ დიდ პატივს ვცემ ადამიანებს რომელიც საკუთარ ავტოჩანაფიქრებს აცოცხლებენ და ქმნიან ინდივიდ ავტოებს. მეც ყოველთვის მინდოდა რაღაც მსგავსის გაკეთება.
რამდენიმე წლის წინ დავიწყე ძებნა. ბევრი წლის წინ მოვიწამლე ამ კონკრეტული მოდელით, ჩანაფიქრში მინდოდა E36M3 იაპონური ეურო ვერსია. თუმცა მრავალკვირიანი ძებნის შემდეგ ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელი. არჩევანიც დიდი არ იყო. ეს კონკრეტული მანქანა შემთხვევით ვიპოვნე და მივხვდი რომ ის იყო რასაც ვეძებდი. იმის მიუხედავად რომ არ იყო M3 ვიყიდე. საბედნიეროდ არ შევმცდარვარ.
მანქანა არის იაპონური 328. ჩამბარდა სტოკ მდგომარეობაში თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ვიზუალურ დეტალს. ძალიან მოვლილი და მხოლდ ერთი პატრონის ხელში.
ნელნელა დავიწყე მანქანის ჩემს ჭკუაზე მოყვანა. არ მიყვარს მსგავს მანქანებს რომ დასაყენებლად და სურათების გადასაღებად ყიდულობენ მხოლოდ. მაქსიმალურად ვცდილობდი რასაც გავაკეთებდი ფუნქციონალური ყოფილიყო და არა რაღაც აკვიატება.
რაც შეეხება მანქანის დანიშნულებას. მანქანა არ კეთდება არც დრიფტისთვის, არც დრაგისთვის, არც არავის ჯიბრზე :შ რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა ''პასტროიწ პად სება'', ხოდა ჩემს კონკრეტულ E36 ვაწყობ. მარტივად და კონკრეტულად.
ძრავის შეცვლას სანამ გადავწყვიტავდით შეიცვალა ამორტიზატორები: sachs performance coilovers, სავარძლები recaro sr3, ტორმუზები, ვიხლოპი arqray jasma, დისკები BBS RK , დაყენდა რასპორკა W-f1 , წინა უკანა სუხოები weichers arc, X ბრეისი, აუდიო სისტემა, ხიდი და ბევრი სხვა მოდიფიკაცია ძველ M52 ზე, რომლის დაწერასაც აქ აზრი აღარ აქ ახალი პროექტის და გამო.
სვაპზე განიხილებოდა ორი ვარიანტი.
ს62ბ50 E39 მ5-იდან და ს54ბ32 E46M3 იდან.
იქიდან გამომდინარე რომ მინდოდა ქარხნულთან მიახლოვებული პროექტი, ზედმეტი ჩარევების და გადაკეთებების გარეშე გამოირიცხა ს62 და გადაწყდა ს54.
დავიწყეთ დონორის ძებნა. ვეძებდით აუცილებლად დაბალ გარბენს, მექანიკას და კარგი სერვის ისტორიით. თვეზე მეტი ვეძებდით და საბოლოოდ ვიყიდეთ 80K გარბენით კარგი სერვისით და მექანიკა.
დავიწყეთ სვაპი
(IMG:
http://www.picz.ge/img/s3/1607/9/1/13e9d292963e.jpg)
ესეც დონორი
(IMG:
http://www.picz.ge/img/s3/1607/9/7/7bf3f0512be2.jpg)
This post has been edited by Formula_M on 9 Jul 2016, 01:14