რამდენი ხანი გასულა. გამახსენდა ეს თემა. ამოვქექე და გადავხედე.
ძალიან ბევრი წვრილმანი გაუკეთდა მანქანას ბოლო დროს და ალბათ საინტერესო იქნება ინფოს დამატება.
პირველ რიგში დაყენდა მკ60 აბს სისტემა. და რატომ გახდა ამის აუცილებლობა. მანქანაზე იდგა 3 ვეი აბს. რაც ქარხნულად მოყვება 97 წლის ჩათვლით ე36-ს. რაც არის ნაგავი. მე გამართულად მომუშავე ეს აბს სისტემა არ მინახავს. ნუ პრეისტორიულია და ვერც ვერაფერს მოვთხოვთ მარა მაინც. დღიდან მანქანის დასრულებისა არ მომწონდა ტორმუზები. იმის მიუხედავად რომ დავაყენე კარგი ხუნდები. + ე46M3 ტორმუზის სისტემა არ ჩერდებოდა ისე როგორც მე მინდოდა + რამდენიმე ცოა სერიოზულ სიტუაციაში აფსოლიტურად გამოშტერდა აბს. რამაც გადამაწყვეტინა გამართული აბს სისტემის დაყენება.
რატომ მკ60.
ერთერთი საუკეთესო აბს სისტემა რაც კი ბმვ ზე მინახავს და წამიკითხავს.
როცა გადავწყვიტე რო მინდა, აფსოლიტურად არავინ ვინც კი ვიცი, ან გამიგია ან მიმასწავლეს. ხელი არ მოკიდა თბილისში.
აქ არ იყო რაიმე ფულის თემაზე საუბარი. ყველას პასუხი: მე ვერა.
თითქმის ყველაფერი მანქანზე არის ჩემი ხელით გაკეთებული. მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ. ეხლა არ მქონდა არც დრო და არც სურვილი რო მეთვითონ დამეწყო მკ60 გამართვა და დაყენება. ასეთი საფაქიზო სისტემის მორგებ. მაგრამ აღმოჩნდა რო ენთუზიასტები აღარ არიან თბილისში)

ან არ იციან. ან ეზარებათ ან რავი რა.
მოკლედ გადავწყვიტე რო უნდა გამეკეთებინა მე.
თითქმის ყოველდღე თითო საათი და უქმეებზე მთელი საღამო ვაკეთებდი ორი კვირა.
გადავქექე ყველა სქემა, ვისწავლე მთლიანი სისტემა რანაირად მუშაობს. უფრო პრინციპის თემა იყო რო რაც ყველაზე მეტად მეგონა რო ვერ გავაკეთებდი უნდა გამეკეთებინა. მოკლედ საქართველოში პირველი მკ60 აფსოლიტურად გამართული ე36 მყავს )
ყველაფერი რაც მანქანაზე კეთდება, კეთდება მხოლოდ როგორც ქარხნული. ვერსად ვერ ნახავთ მანქანაზე ''ზატო მუშაობს'' პრინციპით გაკეთებულ დეტალს.
ეს რაც შეეხებოდა აბს. დადგა ტორმუზების ჯერიც. აღარ დავიწყე ბორბლის მოგონება. დავაყენე 6 პორშნიანი ბრემბოები. ამით ტორმუზის თემა მოგვარდა
6X ზრ18 ბრემბო
* * *
15 000 კმ გავლის შემდეგ. რომელიც ბათუმი თბილისის გზაზეა გავლილი ძირითადად. გადავწყვიტე დროსელები გამეწმინდა. ხალასტოი ხოდიც გამესუფთავებინა კოლექტორი გამერეცხა და ახალი ინთეიქი დამეყენებინა.




გაწმენდვამდე
* * *
გავასუფთავე ხალასტოი ხოდიც

* * *
გადავწყვიტე ქარხნული M საჭე დამებრუნებინა.


* * *
შეიცვალა M ბამპერი. ზე იდეალურ მდგომარეობაში.


* * *
ესეც Mკ60 დაყენების პროცესი და სამუხრუჭე სითხის გამოცვლა


This post has been edited by Formula_M on 25 May 2018, 01:06