მოგესალმებით.
მოკლედ ამ სფეროზე თითქმის არაფერი მესმის (გარდა თხილის ჭამისა) რამდენიმე ჩაინიკური კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამაკვალიანეთ.
ზემო იმერეთში (ჭიათურაში) მაქვს სოფელი.
ეზო (საკმაოდ დიდი) მდინარესთან 30-40 მეტრშია.
მეგობარი შემპირდა(ზუგდიდიდან) რომ თხილის ნერგებს მოგცემ და დარგეო.
ახლა დრო მაქვს,თან მგონი სეზონიც არის და ვიფიქფე დავრგავ თქო
მაინტერესებს
1.შეიძლება თუ არა იმ ჯიშმა ვერ გაიხაროს ჩემთან.თუ ასეა რა ჯიში უნდა დავრგო? სინჯი უნდა ავიღო მიწის თუ როგორ და სად დავადგინო
2. რა ღირს ისე თხილის კარგი ჯიშის ნერგი და სად იყიდება ? ( მიღირს თუ არა ზუგდიდის მოვლა და კაცთან ვალში ყოფნა :დ )
3. რამდენ მეტრში უნდა დაირგას ძირები ? 1 ჰა-ზე რამდენი ძირი დაირგვება ?
4. დარგვისას რა უნდა გავითვალისწინო, თუ მხოლოდ ორმო და ნაკელი უნდა ?
5. რა მოვლა -პატრონობა სჭირდება?
წინასწარ მადლობა