SoSeLa
SoundTech

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2262
წევრი No.: 115234
რეგისტრ.: 7-May 10
|
#46277049 · 21 Nov 2015, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zmuzu
ბარსელონა - B A R S E L O N A წარმოშობა
ამერიკული წარმოშობის ჯიშია. 1885 წელს აღმოაჩინეს ორეგონის შტატში (აშშ). შტატის ძირითადი სამრეწველო ჯიშია. საქართველოში ინტროდუცირებულია 2002 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. ახასიათებს ოვალური ფორმის ხშირი ვარჯი, ფესვის ამონაყარს ინვითარებს საშუალო რაოდენობით. ყვავილობის პერიოდი საშუალოა, მდედრობითი ყვავილი იშლება იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე, მამრობითი ყვავილი კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ბოლომდე. სიმწიფის პერიოდი აგვისტოს ბოლოს დგება. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 6-7 კგ-ს შეადგენს. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ. ნაყოფი მსხვილი, მრგვალი ფორმისაა, ოდნავ გამოკვეთილი წვერით, ფუძე გამოწეულია. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 3,2-3,4 გრ. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისაა, ადვილად მტვრევადია. ჩენჩო საშუალო სიგრძისაა, დანაკვთული. გული სრულად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 48-52%-ია.
გავრცელება პერსპექტიული ჯიშია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოსთვის.
გულშიშველა - GULSHISHVELA წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, მრგვალი გაშლილი ფორმის, ფესვის ამონაყრები უხვად უნვითარდება. ბუჩქს ახასიათებს მაღალი, ხშირი დატოტვა, საშუალო სიმაღლეა 3.5-4 მ. ყვავილობის პერიოდის მიხედვით საშუალოს მიეკუთვნება. ჯიში მოითხოვს ჯვარედინ დამტვერიანებას. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლიანია. თითოეული ბუჩქი საშუალოდ იძლევა 3.5-4 კგ მოსავალს. საადრეო ჯიშია, მოსავალი იკრიფება 15-20 აგვისტოდან. გულშიშველა გურიაში ფართოდაა გავრცელებული (ძირითადად ოზურგეთში). გამოირჩევა მავნებლებისადმი გამძლეობით და კარგად ეგუება გურიის კლიმატს. ჩენჩო ნაყოფზე მოკლეა ან თანატოლი, ცალ მხარეზე უფრო მეტად გადახსნილია, ამიტომ ნაყოფის დიდი ნაწილი დაუფარავია; ამიტომაც ჰქვია გულშიშველა. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, გამოწეული წვერით და ბრტყელი ფუძით, საშუალო სიმსხოსია, ზომით 20X19X18 მმ, შებუსულია ძლიერად. ნაჭუჭის სისქე 0.1 სმ_ს უდრის. კგ-ში 320-338 ცალი ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 48%-ია. ცხიმიანობა 66.5%, ნაყოფის გემო კარგია.
გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ჯიშია. სამეურნეო მაჩვენებლის გამო 1965 წლიდან დარაიონებულია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
დედოფლის თითი (სინონიმი - აკაკი წერეთლის თხილი,) - DEDOPHLIS TITI წარმოშობა
ლიტერატურული წყაროებით ჯიში დიდიხანია შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ზომიერი ზრდის ბუჩქია, სწორად მზარდი. შტამბი მორუხოა, უფრო თეთრი ფერისკენ იხრება. ამონაყრები ძალზე ცოტა აქვს, ყველა ჯიშზე უფრო მცირე, და, ძალზე ახლოსაა შტამბთან, როცა დედა მცენარე სცილდება, ამონაყარი ზიანდება. ალბათ ამით უნდა აიხსნას ჯიშის ნაკლები გავრცელება. ყვავილობას იწყებს ადრე, იანვრის პირველი რიცხვებიდან და გრძელდება 50-65 დღე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრილი პერიოდი 15-20 დღეა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. შედარებით საადრეო ჯიშია. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავალი ერთი ბუჩქიდან 7-9 კგ-ია. ჩენჩო თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ნაყოფზე, მთლიანი მილისებრი, მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს. ნაყოფი ლამაზია, საშუალო სიდიდის - 25X18X15 მმ. თითქმის ცილინდრული ფორმის, რამდენადმე ბოლოსკენ ვიწროვდება, გვერდებით ოდნავ შებრტყელებული, ღია მონაცრისფროა; ფუძე მომრგვალოა, ოდნავ გამოზნექილი, ნაჭუჭი საკმაოდ თხელია 0,05-0,07 სმ. გული ყოველთვის არ ავსებს ნაჭუჭს, გული დაფარულია მოვარდისფრო-მოყვითალო გარსით; გულის გამოსავლიანობა 55-57%-ია, შეიცავს 68,0% ცხიმს. აქვს ძალიან კარგი, განსხვავებული გემო. ძალიან წააგავს ნუშის ნაყოფის გემოს.
გავრცელება საუკეთესო, ძვირფასი სასუფრე ჯიშის თხილია, ნაყოფის განსაკუთრებული მაღალი ხარისხისა და იშვიათი გარეგნული შეხედულების გამო მიზანშეწონილია მისი ფართოდ გაშენება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
იმერეთი #21 - IMERETI #21 წარმოშობა შერჩეულია ზემო იმერეთში თხილის ადგილობრივი გენოფონდიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, კომპაქტური, პირამიდული ფორმის ვარჯით. მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი უნვითარდება. ყვავილობის პერიოდი დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე გრძელდება. თანაყვავილებში 3-4 ნაყოფია. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია, საშუალოდ 6_7 კგ ერთი ბუჩქიდან. სიმწიფის პერიოდი - ივლისის ბოლოს, აგვისტოს პირველი რიცხვები. გამძლეა მავნებელ-დაავადებებისადმი და გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ. ნაყიფი მსხვილი, მრგვალი ფორმის, სიდიდე 23X22X19 მმ. მომწიფებისას ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისა. გულის გამოსავლიანობა 53-55%-ია, ცხიმის შემცველობა 59-63%.
გავრცელება მისი გაშენება პერსპექტიულია იმერეთისა და კახეთის რაიონებისათვის.
კ ტ ნ - 30 - K T N - 30 - წარმოშობა
ხალხური სელექციის ჯიშია. აღმოჩენილი და შერჩეულია მზა სახით ზაქათალის (აზერბაიჯანი) რაიონში. საქართველოში შემოტანილია 1961 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, საშუალო დატოტვით, სიმაღლით 4,5-5,0 მ. დიამეტრი 5,0-5,5 მ. შტამბის კანი მორუხო ნაცრისფერია, ფესვის ამონაყრის უნარი საშუალოა; მდედრობითი ყვავილების ყვავილობა გრძელდება დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი მჭადა ყვავილებისა კი იანვრიდან თებერვლის ბოლომდე. დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. საშუალო საგვიანო ჯიშია, ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. უხვმოსავლიანი, ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ს შეადგენს. გარემო პირობებისადმი და მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა. ჩენჩო მთლიანი ნაყოფის სიგრძეს 1,5_2,0-ჯერ აღემატება. თანაყვავილედში 3-4-ი ნაყოფია. ნაყოფი საშუალო ზომისაა = 18X20X17 მმ, მრგვალი, გვერდებზე ოდნავ შებრტყელებულია და ღარები ჩაუდის, ფუძე ფართო ოთხკუთხედის მსგავსია, ნაჭუჭი ყავისფერია, წვრილი ზოლებით. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 47,0%-ია, ცხიმის საშუალო შემცველობა 66,5%.
გავრცელება გასაშენებლად პერსპექტიული ჯიშია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატური პირობებისათვის.
ნემსა - NEMSA წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. უმთავრესად გავრცელებულია გურიის რეგიონში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს პირამიდული ფორმის ვარჯი. საშუალო რაოდენობით უნვითარდება ფესვის ამონაყარი. მამრობითი ყვავილები -მჭადები ყვავილობენ ხანგრძლივ პერიოდს: დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის 15-20 რიცხვამდე, ხოლო მდედრობითი ყვავილები იანვრის პირველი დეკადიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდი 15_20 დღეს აღემატება. ჯიში კარგი დამამტვერიანებელია. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. ნაყოფი მწიფდება და იკრიფება 10-15 აგვისტოდან. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია შეადგენს. შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს. ჩენჩო მთლიანია, მომწიფებისას ნაყოფს კარგად სცილდება. ერთ ნაყოფედში 3-4 ცალი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო, კონუსური ფორმისაა, თავისაკენ თანდათან ვიწროვდება, ოდნავ გამოწეული "ნემსა" წვერით და ბრტყელი ფუძით, ზომით 24X18X14 მმ-ია, მოყვითალო ყავისფერი, ნაჭუჭი თხელია, საშუალოდ 0,06-0,08 სმ, ადვილად მტვრევადი, ერთი ნაყოფი 2,2-2,3 გრ-ს იწონის. გულის გამოსავლიანობაა 56%; ცხიმის შემცველობა 60-65%-ია.
გავრცელება ძვირფასი სამრეწველო პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი საქართველოსათვის.
ნოტინგემი - NOTINGEM წარმოშობა
ძველი ინგლისური ჯიშია. საქართველოში ცნობილია 1960 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, სწორად მზარდი, ოვალური ფორმის, საშუალო დატოტვით, უნვითარდება მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი. გვიან მოყვავილე ჯიშია. მდედრობითი ყვავილი ყვავილობს თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე, ხოლო მამრობითი ყვავილები - დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის დასაწყისამდე. ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა ერთმანეთს არ ემთხვევა და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. კარგი მოსავლიანი საადრეო ჯიშია. ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში. საშუალო მოსავალი 1 ბუჩქზე 3,5-5 კგ-ია. ჩენჩო ბევრად აღემატება ნაყოფის სიგრძეს. ერთ ნაყოფედში 4-5 და მეტი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ფუძისკენ ვიწროვდება, ცალ მხარეზე ოდნავ შებრტყელებული, ფუძე კარგადაა გამოწეული. ნაყოფის საშუალო სიდიდე 25X15X12 მმ. ნაჭუჭი თხელია, ღია ყავისფერი, პრიალა ზედაპირით, გული მჭიდროა, ნაჭუჭს ყოველთვის ავსებს. ნაყოფის საშუალო წონა 1,4-გრ-ია, ერთ კილოგრამში 340-360 ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 49,2%-ია; კარგი გემო აქვს. გულის გამოსავლიანობაა 49%, ცხიმის შემცველობა 69,5_70%-ია.
გავრცელება დარაიონებული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მიზანშეწონილია მისი გაშენება ფართო მასივებში და საკარმიდამო ნაკვეთებზე.
ტონდა ჯენტილე დელე ლანგე (სინონიმი: ტონდა ჯენტილე დელ პიემონტი) TONDA GENTILE DELLE LANGHE წარმოშობა
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სამრეწველო ჯიშია. საქართველოში შემოტანილია 2004 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს მომრგვალო ფორმის ვარჯი, საშუალო რაოდენობის ფესვის ამონაყარი. მდედრობითი ყვავილი ყვავილობს იანვრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი კი - დეკემბრის პირველი ნახევრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე. საუკეთესო დამამტვერიანებელია "ტონდა ჯიფონი". მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე მოსავალი სრული მსხმოიარობის დროს 6-8 კგ-ია. საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. იკრიფება აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ნაყოფი საშუალო ზომისაა - დაახლოებით 2,38 გრ, მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული, თხელნაჭუჭიანი. ნაჭუჭი ყავისფერია, გული მოყავისფრო-მოყვითალო, კარგი გემო აქვს. ნაჭუჭს მთლიანად ავსებს. გულის გამოსავლიანობა დაახლოებით 45-48%-ია. ნაყოფი ადვილად სცილდება ჩენჩოს.
გავრცელება მოიპოვება საკოლექციო ნაკვეთებზე. პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისთვის.
შველისყურა - SHVELISKURA წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია უმთავრესად გურიაში, აგრეთვე ზუგდიდის რაიონში - "სკვერის" (მეგრულად "შველი") სახელწოდებით.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, ხშირი დატოტვით, ინვითარებს საკმაო რაოდენობის ამონაყრებს. ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან, რაც გრძელდება 50-65 დღეს. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა დაახლოებით 20-25 დღეს გრძელდება. თანაყვავილედში 3-4 ნაყოფია. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს - აგვისტოს მეორე ნახევარში.. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5-4 კგ-ია. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. გარემო პირობების მიმართ დიდად მგრძნობიარე არაა. მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა, ამიტომ საღი ნაყოფით ხასიათდება. ჩენჩო სიგრძით ცოტათი ჩამორჩება ნაყოფს, რომელიც მომწიფებისას ადვილად სცილდება. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ყავისფრად შეფერილი, ძალიან სუსტად შებუსული, ხასიათდება ზოლიანობით. ნაყოფის ზომაა 24X18X14 მმ. ნაჭუჭის სისქე 0.9-1,0 მმ-ს არ სცილდება, ადვილად მტვრევადია, რის გამოც შველისყურა თხელნაჭუჭა ჯიშს განეკუთვნება. ცხიმიანობა 63.2%-ია, ხოლო გამოსავლიანობა 36%-დან 40%-მდე მერყეობს.
გავრცელება დარაიონებული სამრეწველო ჯიშია იმერეთის, გურიის და კახეთის რეგიონებისთვის.
ხ ა რ ი ს თ ვ ა ლ ა - KHARISTVALA წარმოშობა
ხალხური სელექციის შედაგად მიღებული ადგილობრივი ჯიშია.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა. ახასიათებს სფერული ფორმის ვარჯი. ხასიათდება ფესვის მცირედი ამონაყარით. ყვავილობის პერიოდი თებერვლის მეორე ნახევრიდან მარტის ბოლომდეა. თანაყვავილედში ვითარდება 3-4 ნაყოფი. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს, უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ. ნაყოფი მრგვალია, ოდნავ შებრტყელებული; ფუძე დიდია და შეწეულია ორივე მხარეს. ნაჭუჭი სქელია. გული კარგად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ნაყოფის სიდიდეა 23X24X22 მმ. ჩენჩო აღემატება ნაყოფის სიგრძეს. თხილი საბურველიდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 42-43%-ია. ცხიმის შემცველობა 66-67%-ია.
გავრცელება გავრცელება რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატური პირობებისათვის.
ხაჭაპურა - KHACHAPURA წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ოვალურ-გადაშლილი ვარჯის ფორმით; ბუჩქის საშუალო სიმაღლეა 2.5-3.5 მ. ფესვის ამონაყარს უხვად ინვითარებს. საადრეო ჯიშია, მდედრობითი ყვავილი ყვავილობს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველ ნახევრამდე, ხოლო მამრობითი - დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე. უხვად უვითარდება მჭადა - მამრობით ყვავილები. ყვავილობს ხანგძლივად, მის გამოყენება შეიძლება დამამტვერიანებელ ჯიშადაც. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. საშუალო მოსავლიანი ჯიშია, თითოეული ბუჩქიდან 2.5-3 კგ. საშუალო საადრეო ჯიშია. მოსავალი იკრიფება ივლისის მეორე ნახევრიდან. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დავადებებისაგან. ჩენჩო მთლიანია, ნაყოფზე თითქმის ორჯერ გრძელია, მომწიფებისას ნაყოფს ადვილად სცილდება. ერთ ნაყოფედში შეჯგუფებულია სამი ცალი ნაყოფი, არის ოთხიც. საბურველი ძლიერ შებუსულია, ნაყოფი მსხვილია,19X22X19 მმ, ბრტყელი ფორმის; ნაჭუჭი მუქი ყავისფერია, თხელნაჭუჭა. ერთ კგ-ში 348 ცალი ნაყოფია, გული ნაჭუჭს მუდამ არ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 46.7%-ია. ცხიმიანობა -65-66%, ნაყოფი კარგი გემოსია.
გავრცელება როგორც სამრეწველო მნიშვნელობის და საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიში დარაიონებულია გურიის, აჭარის, იმერეთის და კახეთის რაიონებში.
*********************
babala ბარსელონაზე რას იტყვი ან თუ გაგიგია ეხლა დაიწყეს გაშენება რაღაც იტალიური ჯიშის მაგრამ ინფორმაცია ვერ ვნახე და თუ იცი რამე?
This post has been edited by SoSeLa on 21 Nov 2015, 23:41
|