1. წინასწარ შერჩეული ამ ბუჩქებიდან სანერგეში გადატანამდე საჭიროა:
ტოტების გადაწვენით გამრავლება წარმოებს ორნაირად: ა) თხრილში ჩვეულებრივი და ბ) ჰორიზონტალური გადაწვენით.
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში გადასაწვენ ტოტებთან ახლოს, შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ბუჩქის ირგვლივ იღებენ 15-20 სმ. სიღრმისა და 30-40 სმ. სიგრძის თხრილს,თხრილის სიგრძე პირველ შემთხვევაში უნდა იყოს 35-40 სმ, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი სიგრძე დამოკიდებულია გადასაწვენი ტოტის სიგრძეზე. პირველ შემთხვევაში თხრილი სანახევროდ ამოივსება ნაკელ შერეული ფხვიერი მიწით.
თხრილში გადაწვენილი ტოტი უმჯობესია კვირტის ახლოს დაისეროს მერქნამდე, დამაგრდეს სამაგრი კაკვით და შევსებული უნდა იქნეს მიწით, საჭიროა მორწყვა. გადაწვენილი ტოტის მიწისზედა ნაწილი უნდა გადაიჭრას 3-5 კვირტის სიმაღლეზე და მიმაგრდეს პალოზე.
2. ჰორიზონტალური გადაწვენის დროს ტოტი მთელ სიგრძეზე უნდა
გადაიღუნოს 8-10 სმ სიღრმის თხრილში ისე, რომ მიწა არ მიეყრება. ზაფხულში ჰორიზონტალურად გადაწვენილ ტოტზე არსებული თითოეული კვირტიდან განვითარდება და როცა 6-10 სმ მიაღწევს უნდა შემოისეროს ძირტან და შემოეყაროს მიწა. ამ წესით დაფესვიანების შედეგად ერთი ტოტიდან მიიღება რამდენიმე ძირი ნერგი, თითოეული გადაწვენილი ტოტის ნაწილზე იჭრება. იღებენ და გადააქვთ სანერგეში.
3. თხილის ვეგეტაციური გამრავლების წესებს შორის ყველაზე ფართოდაა გამოყენებული ფესვის ამონაყარებით გამრავლება, რადგან თხილის ჯიშების უმეტესობა უხვი რაოდენობით ინვითარებს ფესვის ამონაყრებს, რაც თავის მხრივ იოლსა და მარტივს ხდის მის გამრავლებას. სრულმოსავლიან თხილის ბუჩქს ჯიშების მიხედვით სატანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით ყოველწლიურად შეუძლია განივითაროს 15-25 ცალამდე ამონაყარი.
სანერგის გაშენება და მოვლა
სადედედ შერჩეულ თხილის ბუჩქებს, ამონაყარების დიდი რაოდენობითა და ძლიერი განვითარებისათვის ესაჭიროება გაძლიერებული მოვლა:
ა) ადრე გაზაფხულზე (თებერვალი–მარტი) ნიადაგი უნდა 10-15 სმ. გადაიბაროს , ხოლო ზაფხულის განმავლობაში, დამატებითი გამოკვებისათვის, შეტანილი უნდა იქნეს მინერალური სასუქები;
ბ) ნიადაგის გაფხვიერება რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს ფესვების დაუზიანებლად;
გ) საჭიროებისამებრ რწყვა.
სადედე ბუჩქებიდან ერთწლიანი ფესვის ამონაყრების ამოღება ხდება (ბარის საშუალებით) შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლო დეკადიდან ნოემბერში, ფოთლების ჩამოცვენამდე.
ფესვებიდან ამონაყრების ამოღება ხდება ჯიშების მიხედვით და დაირგვება ნოემბერში, წინასწარ სატანადოდ მომზადებულ დაგეგმილ სანერგე სკოლაში– სტანდარტული ნერგის მისაღებად. ამონაყრები გადაიჭრება 4-5 კვირტზე 15 სმ. სიმაღლე და დაირგვება; მწკრივთაშორის 1 მეტრი, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 30-35 სმ–ის დაშორებით, ერთ ჰექტარზე დაირგვება 30-28 ათასი ძირი, რადგანაც მუდმივ ადგილზე გადასარგავად (გათვალისწინებული უნდა იქნეს 10-12% დანაკარგი) მიღებული უნდა იქნეს საშუალოდ 25-27 ათასი ძირი სტანდარტული ნერგი.
ნიადაგის ტენიანობის მიუხედავად დარგვის შემდეგ სანერგე უნდა მოირწყას. წლის განმავლობაში კვლები სუფთა უნდა იყოს სარეველებისაგან. რიგტა შორის ნიადაგის გაფხვიერება უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ აპრილიდან შუა სექტემბრამდე. აპრილში და ივნისში გამოკვება ერთ მცენარეზე 2 გრამი წმინდა აზოტის ანგარიშით, ხმელი ტოტების და სუსტი, ზედმეტი ამონაყრების გასუფთავება.
ნერგების ამოღება, დახარისხება და რეალიზაცია
ოქტომბერ– ნოემბერში სანერგეში დარგული ამონაყრები, ამოღებული უნდა იქნეს (ე.ი. უკვე ორწლიანი) მეორე წლის ოქტომბრის ბოლო დეკადიდან ნოემბრის პირველ დეკადამდე. ამოღება ხდება ჯიშების მიხედვით, ამოღებას ისე, რომ ფესვთა სისტემა არ გამოშრეს ერთდროულად უნდა მოხდეს მისი დახარისხება და მიწაში დროებით მიმარხვა.
თხილის ნერგი წლოვანების და ხარისხის მიხედვით იყოფა I და II ხარისხად:
ა) პირველი ხარისხისაა– სანერგეში დაფესვიანებული 2-3 წლიანი ნერგი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა 40-45 სმ. დიამეტრის – 3-4 ნაზარდი ტოტი არანაკლებ 50 სმ. სიგრძის და ფუძესთან 1-1,5 სმ. სიმსხოთი:
ბ) მეორე ხარისხის ნერგის ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30 სმ. დიამეტრის 2-3 ნაზარდი ტოტი დაახლოებით 30 სმ. სიგრძის და ფუძესთან 1 სმ. სიმსხოთი.
თხილის სანერგის მოწყობა
ნიადაგის მომზადება
N
აგროტექნიკური ღონისძიებები
შესრულებული სამუშაო დრო
ერთ ჰა-ზე ტონა
1.
ნიადაგის მოხვნა 35-40 სმ
1 აგვისტო ან სექტემბრის დასაწყისი
2.
ორგანული სასუქების შეტანა
ნოემბერი
20-30
3.
მინერალური სასუქები (ამოფოსი) P52% N12%
ნოემბერი
0,300
4.
გადახვნა დაფარცხვით
მარტი
5.
სადრენაჟო ქსელების მოწყობა
აგვისტო
* * *
http://www.mechanization.ge/?action=page&p_id=82