საქსტატმა გამოაქვეყნა ახლახანს საინტერესო ციფრები თხილის (კაკლის) ბიზნესზე
2014 წელს ექსპორტზე გასულა 183,5 მილიონი დოლარის თხილი (პლუს კაკალი) 2015 წელს კი 176,5 მილიონი დოლარის (ანუ 7 ლიმონით ნაკლები)
მაგრამ, 2015 წლის უმსხვილეს საექსპორტოს საქონლების ათეულში თხილის წილი არის უკვე 8 პროცენტი როცა შარშან მხოლოდ - 6,4% იყო ანუ 1,6%-ით გაზრდილია

თხილის ექსპორტი ჩამორჩება მხოლოდ სპილენძის მადნებს, ფეროშენადნობებს და მსუბუქი ავტომობილებს (ნუ, ეს რეალურად რეექსპორტია)
და, თუ, ასეთი ტემპი გაგრძელდა სადღაც 2020-2022 წლისთვის, ახალი პლანტაციები როცა წამოიზრდება, დიდი ალბათობით, თხილი საქართველოს მთავარი საექსპორტი პროდუქტი გახდება

მაგრამ ყველაზე უცნაურია, რომ 2015 წელს, თხილი ვერ მოხვდა საერთოდ, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ ხუთ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში: აქ არის: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან, ელექტროენერგია, ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან და წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - ე.წ. „არმატურა“ ...
და თხილმა მეოთხე პოზიცია დაიკავა საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებში: ყურძნის ნატურალური ღვინოების, მინერალური და მტკნარი წყლების და ფეროშენადნობების შემდეგ, ანუ 2015 წელს რუსეთში 10 მილიონი დოლარის თხილი გასულა...
ანუ თუ გამოვალთ იქედან რომ თურქეთში გასული ექსპორტის ხუთეულიდან, მე-5 ზე მყოფი არმატურა 10 210 000$-ის გაიყიდა და თხილი სავარაუდოდ ამაზე ცოტა გავიდა, გამოდის რომ თხილის ექსპორტის დიდმა წილმა ევროკავშირის და სხვა ბაზრებზე პირდაპირ იპოვა გასასვლელი ანუ სადღაც 155 მილიონის თხილმა და კაკალმა ..
ეს სამწუხაროდ არ არის დეტალურად გაშლილი ამ ბოლო სტატისტიკაში, მაგრამ თუ ასეა (და დიდი ალბათობით ასეა) ძალიან დიდი ამბავია ამ მზარდი ბიზნესისთვის
http://geostat.ge/cms/site_images/_files/g...12_2015_GEO.pdf This post has been edited by firalifirali on 24 Jan 2016, 16:34